Thursday, June 23, 2011

/ კიბე / Stairs /

მოვიდა დრო გავაკეთოთ კიბე.

აქამდე მეორე სართულზე მოსახვედრად ვიყენებდით ხელით გაკეთებულ ხის კიბეს, რომელიც ისეთი კაპიტალური იყო ბევრ სახლს შეშურდებოდა :))).
ეს კიბე ჯერ უკანა ეზოდან გვქონდა აივანზე მიდგმული.





მერე როცა უკან პირველი სართულის გადახურვა გავაკეთეთ ეს კიბე იქიდან ვეღარ ედგმებოდა და სახლის გვერდიდან, პირდაპირ ვიტრაჟის ცარიელ სივრცეში შევაყოფინეთ თავი და მივადგით მეორე სართულის იმ ადგილს, საიდანაც სახლის ე.წ. შიდა აივანია და პირველ სართულზე ჩამოსახედი.





საბოლოოდ მივუახლოვდით ეტაპს როცა უნდა მოხდეს კარ-ფანჯრის ჩასმა. ამით სახლი შეიძლება დასრულებულად მივიჩნიოთ, ანუ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, შავი კარკასი.

მაგრამ კარ-ფანჯრის ჩასმის შემდეგ ამ მიდგმულ კიბეს ვეღარ გამოვიყენებთ.
გაგიკვირდებათ და ჩვენს სახლს პროექტით აქვს გათვალისწინებული კიბე. ნამდვილი ბეტონის მყარი კიბე, რომელიც პირველ სართულს მეორე სართულთან აკავშირებს.

გაგიკვირდებათ და ეს კიბე არ არის გარედან სახლის (როგორც მაგალითად ხაშურში აქვს ჩვენს სახლს). კიბე არის სახლის ინტერიერის ნაწილი.

გაგიკვირდებათ და კიბე არ ადის სამზარეულოდან, არც კაბინეტიდან, არც ,,ზალიდან''. კიბე ადის შემოსასვლელიდან. ანუ, სახლში რომ შევდივართ მთავარი კარიდან, იქვე გვხვდება მარჯვენა მხარეს კიბე. კიბესთან 2 ფანჯარაა განთავსებული, რაც უზრუნველყოფს რომ კიბე იყოს მუდმივად განათებული დღის შუქით.

კიბე იქნება რკინა ბეტონის. მონოლითურად ჩასხმული. კიბის ყალიბის (აპალოვკა) ასაწყობად ვიყიდეთ ლამინირებული ფანერკის (ქართულად არ ვიცი როგორაა) ნაჭრები, თითო 3 კვ.მ.



ვიყიდეთ 6 ცალი, თუ არ მეშლება. ეს ფანერის ნაჭრები დაიხერხა და ამით აიწყო კიბის ყალიბი, ქვედა ნაწილი. ეს დაგვჭირდა იმისათვის, რომ კიბის ქვედა ნაწილი იყოს ისეთივე როგორც კიბის ზედა ნაწილი და არა უბრალოდ ბრტყელი როგორც მაგალითად სადარბაზოს კიბის შემთხვევაშია.

ეს ინტერიერის ახირებაა რომ კიბე ასეთი იყოს. ნუ დაახლოებით ამას ვგულისხმობ რომ ვამბობ რომ ქვემოდანაც ისეთივე ,,საფეხურებიანი'' იქნება როგორც ზემოდან.



ჩვენი აწყობილი აპალოვკა და მასზე დალაგებულია რმატურა ასე გამოიყურება. ამაზე შემდეგ ზედა ნაწილი გაკეთდება, ანუ ვერტიკალურად ფიცრების დალაგება და სადაც ღია ნაწილი დარჩება იქიდან დაისხმება ბეტონი ყველა საფეხურზე ცალ-ცალკე. ეს რკინის არმატურა ზემოთ მეორე სართულზე დასხმული ფილის (პირველი სართულის ჭერის) არმატურის ქსოვილს ჩაება, რომელიც სპეციალურად იყო ამ მონაკვეთში მოშიშვლებულად დატოვებული. შესაბამისად კიბე მყარად იქნება ჩაჭიდებული პირველის ართულის ჭერზე (იგივე მეორე სართულის იატაკი) და ძირზე (პირველი სართულის იატაკი).

ჩვენი კიბე არის თითქმის 90 გრადუსით მოხვეული, ცოტა მეტითაც მგონი. და იქ სადაც უხვევს არ გვაქვს ე.წ. კიბის ,,პლაშადკა'' ანუ კიბის ბაქანი, არამედ პირდაპირ საფეხურებით ნელ ნელა უხვევს.












No comments:

Post a Comment