Friday, May 27, 2011

ქალაქგეგმარება

ძალიან შთამბეჭდავია, როგორ არის დაგეგმარებული ქალაქი ბარსელონა...
ქალაქი უბნებადაა დაყოფილი და უბნები კიდევ პატარა საცხოვრებელ ნაწილებად, თითო ეს ეზო, კომპლექსი დამოუკიდებელი საცხოვრებელი გარემოა დარწმუნებული ვარ...


Wednesday, May 25, 2011

ახალი საკადასტრო რუკა




მოვიყვანეთ ამზომველები, რომლებმაც აზომეს მთელი ეზო თავიდან, ასევე სახლის გარე კონტური, პერიმეტრი და ნაკვეთის საკადასტრო რუკაზე დაიტანეს სახლი...
სახლი ახლა უკვე დოკუმენტურადაც დგას.

ანუ ახლა ამონაწერს თუ განვაახლებ საჯარო რეესტრიდან წესით იქ უნდა გამოჩდეს შენობა ნაგებობა #1 მშენებარე.
როცა სახლის მშენებლობას (გარე ფასადი, გადახურვა და ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების მიერთება) დავასრულებ და მერიის არქიტექტურის სამსახური სახლის ექსპლუატაციაშ მიღების აქტს გასცემს, ისევ მოვიყვან ამზომველს, ავაზომინებ სახლის შიდა ფართებს უკვე და რეესტრში მივიტან, როს შემდეგაც გაქრება ჩანაწერი მშენებარე და შენობა ნაგებობა #1 - ამდენი და ამდენი კვადრატული მეტრი ჩაიწერება.

Thursday, May 19, 2011

ТЕХ ГОС САН СТРОИ ЕПИД БЕЗ ВНЕШ НАДЗОР



მოკლედ ამ ბოლო დროს აქტიურად მირეკავდა ზედამხედველობის სამსახური დიდგორის რაიონის. გამალებული ითხოვდა მომიტანე მშენებლობის ნებართვის ასლი და რენდერებიო (ფოტოესკიზები).
მივუტანე, თან გავებაასე რაშია საქმე თქო.
ისაო, ესაო, არქვივს ვქმნიო ჩემს უბანში რა ხდება რო ვიცოდეო. ჩემმა მეზობელმაც მიუტანა.
არ გასულა ცოტა ხანი და ჩამოიარეს...
ჯერ ისე ათვალიერებენ რა ხდება, რა შენდება და რაზე შეიძლება დააჯარიმო ადამიანი.
ძალიან ხშირად მესმის ბოლო დროს რომ ბიუჯეტში მაგრად ,,უჭირთ'' და რომ ყველა უწყება ცდილობს ნებისმიერი საშუალებით მაქსიმალური ტანხები ამოიღონ.
ამის საწინააღმდეგო არგუმენტი (ხშირად ჩემიც) ისაა, რომ ამგვარი (ჯარიმები, საპროცესოები, სხვადასხვა სახის მოსაკრებლები) ჯამში ბიუჯეტის მცირე ნაწილს შეადგენს მაინც, და არსებით გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ ალბათ როცა გიჭირს ნებისმიერ თანხას აქვს მნიშვნელობა.
მოკლედ გაჩდა შიშები, რომ თუ აშენებ და კარგი ტემპით მიდიხარ შეიძლება კაი გემრიელი მსუყე ლუკმასავით გამოიყურებოდე ბიუჯეტისთვის, პრინციპით ,,ესე იგი გაქვს''.

ამიტომ გადავდივარ გამძაფრებული თავდაცვის რეჟიმზე, ასეა, როცა სვავებივით დაგტრიალებენ ავტომატურად იძაბები.

არადა, პროექტი შეთანხმებულია;
მშენებლობის ნებართვა მაქვს;
პროექტისთვის არ გადამიხვევია;
დაფები და ეგეთი ფორმალური მოთხოვნებიც გამოკრული მაქვს;
ნაგავი არსად დამიყრია;
სიმახინჯეს მგონი არ ვაშენებ (რომც იყოს შეთანხმებულია);
ნებართვას ვადა ივლისში გასდის და გაგრძელებაზე უკვე შევიტანე;
და აბა რა უდნათ, ამ ქალაქში მეტი ვერაფერი ნახეს მშენებლობის კუთხით დარღვევა?

არა, მაინც აქ ტრიალებენ და ნერვები მეშლება...

მოგიშარავენ რამეს და ეძებე მერე სამართალი რკინის ქალამნებით :))))

rest


Monday, May 16, 2011

ჩვენი ახალი ფოტოები

ჩვენთან ახალი ფოტოებით ჩანს რა ხდება, გარედან დასრულებულ სახეს ვიღებთ, ნელ ნელა...
კარ-ფანჯრის დრო ახლოვდება.

კარ ფანჯარაას ცალკე დიდი თემა უნდა მივუძღვნათ.
იმდენი არჩევნია თბილისში და იმდენი ვარიანტი... ფასით, ხარისხით, მწარმოებელი ქვეყნით...

















Sunday, May 15, 2011

სხვა სახლები

პერიოდულად ჩვენს შემოგარენში და ახლო მახლო ტერიტორიებზე სხვა სახლებს ვათვალიერებ.
ყველაზე მეტად განაშენიანებული მხარე ჩვენსკენ არის ე.წ. ,,დიღომი 7'' ის ტერიტორია. აი მცხეთისკენ რომ მივდივართ სანამ რაკიინამდე მივალთ მარჯვენა მხარეს რომ ვილებია.
ბევრნაირი სახლია, მე ისინი ძირითადად 4 კატეგორიად დავყავი.
1. მდიდრული - ანუ ძვირფასი მასალით და ძვირადღირებული პროექტებითა და მშენებლობით ნაშენები უგემოვნო სახლები.
2. მდიდრული - ანუ ძვირფასი მასალით და ძვირადღირებული პროექტებითა და მშენებლობით ნაშენები გემოვნებიანი და კომფორტული, კარგი სახლები.
3. შედარებით იაფი საშუალო სიძვირის მასალითა და გადაწყვეტებით ნაშენები უგემოვნო სახლები (90 იანების ბუმი);
4. შედარებით იაფი საშუალო სიძვირის მასალითა და გადაწყვეტებით ნაშენები ძალიანაც გემოვნებიანი და კარგი სახლები უბრალო, ნათელი, კომფორტული და ასე შემდეგ.. რომ შეხედავ და ცხოვრება მოგინდება.

მოკლედ, რომელი სახლი რომელ კატეგორიას მიკუთვნება თქვენ გადაწყვიტეთ, მე კი პერიოდულად დავდებ ახლო-მახლო და ცოტა მოშორებითაც მდებარე უკვე არსებული სახლების ფოტოებს.

ისე კი გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სახლი ალბათ მისი პატრონის ხასიათს, მისწრაფებას და ცხოვრების სტილს გამოხატავს.... ამიტომ საინტერესოა...