ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.
გამწვანება პროგრამის ის ლურსმანია (Гвоздь Программы) რომლის გამოც ჩვენ ეს ავანწიურა წამოვიწყეთ.
გამწვანებული ეზო, ხეები, ბუჩქები, ბალახი, ჰამაკი, მცოცავი მცენარეებით დაფარული კედლები. ეს გვინდა ყველაზე ძალიან.
სახლის მშენებლობა რო დასრულდება, გარე ნაწილის, მერე უნდა მოხდეს ეზოს დაგეგმარება. ჯერ პროექტის არქიტექტორმა უნდა გააკეთოს ზოგადი მონახაზი ეზოსთვის, სად იქნება ბესედკა, ე.წ. ,,სამწვადაო'' მაყალით, სად ტერასა, პატარა ქვის კიბე, შეიძლება შადრევანივით რაღაც ობიექტიც, სადმე შეიძლება დეკორატიული ელემენტებით გაფორმება, უამრავნაირი გადაწყვეტა არსებობს.
ამ ზოგადი მონახაზის მიხედვით, მერე ჩვენი ხელოსნები ეზოს მოჭრიან მიწას და დაარეგულირებენ მიწის პირის დონეებს. აქ მნიშვნელოვანი თემაა დაქანებების სწორად გაკეთება რომ ეზოში წყალი არ დადგეს. მივეჩვიეთ ბოლო დროს შეურაცხად წვიმებს.
ამას წინათ ჩვენს ეზოში ერთ ნაწილში ძალიან შლამიანი ტალახი და გუბეები დადგა, იმიტომ რომ წყლის ნაკადებმა მაქეთ მორეკა წყალი და ტალახი და გასასვლელი ვეღარ იპოვა.
მოკლედ ეზოს ამბავში გასაკეთებელია სახლის გარშემო დრენაჟი, ანუ თხრილი თავისი ზემოდან ,,რეშოტკით'' რომ ჟოლოპებიდან ჩამოსული წყლები და ისე ეზოს წყლები მანდ ჩავიდეს, და ეგ მერე სანიაღვრე სისტემას უნდა მიუერთდეს ეზოს გარეთ (რომელიც ჯერ ბუნებაში არ არსებობს),
ქვაფენილი სახლის გარშემო და სახლის გვერდითა ნაწილზე სადაც მანქანა უნდა დადგეს...
და შიდა უკანა ეზოს გამწვანება, ასევე სახლის წინა ეზოს გამწვანება. სახლის წინ დაახლოებით, ქუჩის მხარეს გამოდის 100-120 კვ.მ. ეზოს ნაწილი გასასმწვანებელი.
მანდ ალბათ უნდა იყოს დეკორატიული ლამაზი გამწვანება, ლამაზი ბალახი, სვეტური ხეები, და ღობეზე გადაკიდებული ყვევილებიანი ბუჩქები, ძალიან მოვლილი და კოხტა იერით.
სახლის უკანა ეზო კი, რომელიც დაახლოებით 400 კვ.მ. გამოდის, უნდა იყოს ე.წ. ,,ინგლისური ეზო''. ასე ეძახიან გამწვანების სპეცები იმგვარ მწვანე ეზოს, რომელიც ცოტა ქაოსურ, ოდნავ ველურ და ბუნებრივ იერზე დგას. თანაც აქ უკვე შეიძლება დეკორატიულ ლამაზ მცენარეებს ჩვეულებრივი ხალხური ქართული ხილიც შევურიოთ - ბროწეული, ალუბალი, ვაშლი, ატამი, .....
No comments:
Post a Comment