Monday, November 15, 2010

ისევ მასალები

ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოვიტანე ქვიშა 1 მანქანა – 4.5 კუბი, ერთი კუბის ფასი 45 ლარი. ასევე საბეტონე მასალა 7 კუბი – 1 კუბის ფასი 20 ლარი.
ქვიშა და საბეტონე მასალა არის გლდანის ხიდთან. მიხვალ და ადგილზევე დაგიტვირთავენ. ზილებიც იქ დგას, ერთი რეისი 20–30 ლარი. ერთი ზილი 4–5 კუბს იტევს მაქსიმუმ.





კიდევ მოვიტანე აგურიც. თან ამწე მყავდა მიყვანილი და ეს ყველაფერი პირდაპირ მეორე სართულზე ავცალეთ. იქ სამუშაოდ. მერე მთელი 10 დღე აშენებდნენ მეორე სართულის გარე კედლებს და ტიხრებს. ბევრი დრო წაიღო, აქ კედლები ცოტა ცერად შენდება უკვე, სახურავი რო დაედგას დახრილი მაგ ამბავში.




ხო, გაზის ამბავია კიდევ. გაზის ქსელი გაკეთდა, ანუ მთალდ ჩვენს ნაკვეთებთან არ იყო შემოყვანილი და შემოვიყვანეთ. 800–800 ლარი აგროვდა თითო ოჯახზე. სადღაც ალბათ 7–9 ოჯახი ვიყავით. გაკეთდა კაპიტალური ქსელი. ახლა დაგვრჩა საყიდელი გაზის წნევის რეგულატორი. რომელიც კომპლექტი ღირს 170–200 ლარი. ეს 4 მა ოჯახმა ერთი უნდა ვიყიდოთ და ამ რეგულატორიდან უკვე 4 ინდივიდუალური მილი შევიყვანოთ სახლებში.
ეს რეგულატორი დაახლოებით ასეთი ტიპია:



ხვალ ბოლო პარტია აგურს ვუკვეთავ, კასპიდან. 2200 ცალს. ცალსი ფასი 1.07 ლარი. კასპიდან ჩამოტანა მანქანით – 300 ლარი. არ უნდა ჩასვლა, რეკავ კასპში – სოფელ მეტეხში ამ აგურების ჯიგართან, უთანხმდები, მერე შეგაქ ბანკში მაგათ ანგარიშზე თანხა – ს.ს. ,,მეტეხის კერამიკა''. მერე დასკანერებულ პლაწიოჟკას უგზავნი მაგათ ბუღალტერიაში, რაღაცა მეილზე რა, kaspi@aguri.ge თუ რაღაც მაგდაგვარი და ეგენი მეორე დილით დატვირთულ მანქანას უშვებენ. ნუ ყველაზე მაქსიმუმი, პრიცეპიანი მანქანით 2200 ცალი მოგაქვს, მეტს ვერ დაუდებ, მერე პერეგრუზია და ამაზე პატრული სასწორებით დასდევს... ღერძებზე დატვირთვა ნორმებში უნდა ჯდებოდეს.

ხოდა მოვა ხვალ აგური და დამთავრდება ზევით შენება ყველა კედლის.

ამის მერე უკვე გადავდივართ სახურავზე. ანუ ზედა რიგელები ჩაისხმევა, ბეტონის ღერძები, და ქამარი სახლის თავზე, რითაც მონოლითი საბოლოოდ შეიკვრება. უკვე ვნახე ერთი სახურავის ხელოსანი, რომელსაც თავისი ბრიგადა ყავს. ის ახლა დამითვლის მასალებს და ხელობას სახურავის და მერე მაგაზეც ვილაპარაკოთ...
ჯერჯერობით ესაა.

ა, ხო, სახლის უკან კანალიზაციის ტრუბისთვის ვთხრით უკვე ღარს. იქ მილი ჩაიდება, რომელიც სახლში 2 ადგილას შემოდის, აბაზანების კვანძში და სამზარეულოს კვანძში. ეს მილი ღობის ქვეშ გაივლის და გარეთ გავა, საიდანაც მერე უკვე დიდი მილი უნდა ჩაიდოს მთელი გზის ქვეშ–გასწვრივ და რომელიც ქვედა ქუჩაზე ცენტრალურ კანალიზაციას შეუერთდება.

ჯერჯერობით ეგაა...