Tuesday, December 21, 2010

მანსარდული სახურავი


როგორც აღმოჩდა სახლის გადახურვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. შეიძლება იყოს ბრტყელი გადახურვა, ანუ ბეტონის ფილა დასხმული, რომელსაც ზევიდან გაუკეთებ ჰიდროიზოლაციას (მაგალითად ტოლი ან გუდრონი), ასევე ამ ბეტონის ფილაზე შიძლება მოაწყო ჟესტის, რკინის, ხის ან სხვა გადახრუვა, მოკლედ რაც არ უნდა გააკეთო ბეტონი წყლისგან და ნესტისგან მაინც უნდა დაიცვა, რადგან ბეტონს აქვს თვისება მასში არსებული უწვრილესი კაპილარებით გაატაროს წყალი და ნესტი. ასევე რომ არ დაზიანდეს თავად ბეტონის საფარი.

ჩვენი სახურავი არის მანსარდული. რაც გულისხმობს, რომ მეორე სართულზე (ნახევრად მანსარდი) პირდაპირ სახურავი არის დაფარებული. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ასეთ დროს განსაკუთრებულად დაცული სახურავი უნდა გქონდეს. ანუ საცხოვრებელ სივრცესა და გარე სივრცეს შორის მარტო ეს სახურავია და შუაში რამე სხვა სივრცე აღარ არის. გარდა პატარა სხვენისა (ჩერდაკისა), რომელიც მანსარდული სახურავის წვერში გამოდის.

სქემატურად ჩვენი სახურავი დაახლოებით ასე გამოიყურება:
ოღონდ ჩვენს შემთხვეაში სახურავის ფრთები ასე დაბლა არ ჩამოდის და კედლებს არ ფარავს. კედლებში ფანჯარაა...

ანუ ზედა სართულის ოთახებში გარე კედლები ოდნავ დაბალია, ჭერი კი სწორი და ბოლოებში დამრეცი. მაგრამ ძალიან არა, ანუ კედელთან და ფანჯარასთან გამართულად მივდივართ მაინც და ყველაზე დაბალ ადგილშიც კი ჭერის სიმაღლე არის დაახლოებით 2 მეტრი. ნუ სხვა ადგილებში, უფრო შუისკენ – 3 მეტრამდე.

სახურავის მოწყობა უკვე დავიწყეთ. ჩვენ ზემოთ გვაქვს რკინაბეტონის რიგელებით შეკრული კოლონები, მეტი სიმყარისთვის. ახლა ამ რიგელებზე ხის კოჭი მაგრდება და ნუ ცარიელი სივრცეც ხის კოჭებით ივსება.. აი ასე:



მერე იმ კოჭებზე ეკვრება ფიცრები, რასაც ხელოსნურად ქვია ,,გაპოლვა''. ანუ როგორი ბრტყელი და ერთიანი ზედაპირიც აქვს პოლს –იატაკს, ისეთი უდნა ქონდეს ამასაც.



ესეც თვალსაჩინოებისთვის ნიმუში:



ოღონდ ამას რო ღრიჭოები აქვს, ფიცრის რაოდენობის დაზოგვის მიზნით ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ძაან ინტენსიურად ვპოლავთ...

ეს არის ეგრეთ წოდებული შუა ფენა. ამ გაპოლილ ფიცაზე, ზემოდან უნდა დაეკრას ტოლი, ან მისი შემცვლელი უფრო თანამედროვე მაგრამ მსგავის ჰიდროსაიზოლაციო მასალა. ეს ტოლი გვიცავს ქარისგან და წვიმისგან. ამან არ უნდა გაატაროს არაფერი. ამ ტოლზე ეკვრება ჯვარედინად რეიკები, და უკვე ამ ხის რეიკებზე კი მიდის კრამიტი.
ჩვენ შემთხვევაში ქართული ე.წ. ქსნის კრამიტი დიდი ზომის (ქსანკა), სხვანაირად ჟარგონზე ,,მარსელის კრამიტი'', რომელიც ასე გამოიყურება:


ჩვენ ვიყენებთ უკვე ნახმარ კრამიტს, რომელსაც სიძველის იერი დაჰკრავს და ცოტა გახუნებულია, რაც აჭრელებს სახურავს და ლამაზ იერს აძლევს, ისეთს როგორც სახლების სახურავები ძველ თბილისში:



ეს კრამიტი არ ღირს ძვირი, 50 თეთრად მოაქვთ ცალი. კვადრატულ მეტრში შედის 13–14 ცალი ასეთი კრამიტი. მოკლედ როგორც დავთვალე 2500 ლარის კრამიტი გვყოფნის მთლიანად. 320 კვადრატულია ჩვენი სახურავის ზედაპირი. კრამიტები ამ რეიკებზე მაგრდება, თითოეული კრამიტი იხვრიტება 2 ადგილას და შურუპით, სამარეზებით მყარად მაგრდება, რომ ქარმა არ აურიოს და ყოველ წელს გასასწორებელი არ გახდეს.

კრამიტის უპირატესობა: ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა, საუკუნეებს უძლებს, საუკეთესო თბოზილატორი, ზაფხულში გრილი, ხმის ჩამყლაპი. განსაკუთრებით აფასებენ თიხის კრამიტს ის ვისაც აქვს ტანამედროვე მეტალოკრამიტის სახურავი, რომელიც წვიმაში ისე ხმაურობს ვერ დაიძინებ,ჟღარუნებს.... და რაც მთავარია ძალიან ლამაზია.

ახლა რა ხდება გაპოლვის ქვეშ. აქ მიდის თბოიზოლაციის ფენები:

პირველ რიგში კოჭებს შორის სიცარიელე ივსება ისეთი საიზოლაციო საშუალებით როგორიცაა მინაბამბა (სტეკლოვატა) ან მისი შემცვლელი სხვა თანამედროვე მსგავის მასალით. კეთდება დაახლოებით ასე:






ესეც მინაბამბის შემცვლელი ვარიანტი, რაღაც ქაფისმაგვარი:



ამ დათბუნებას ქვემოდან ეკვრება კიდევ ერთი, ნაჭერივით გადაფარვა, რომელიც სახლიდან სითბოს გადინებისაგან იცავს და ასევე ამ მინაბამბას იცავს დანესტიანებისაგან. ანუ ნესტს არ ატარებს სახლიდან, რომ ეს მინაბამბა არ დასველდეს. ისე მინაბამბის თანამედროვე ბრიკეტები თითონაც ფოლგაშია აქეთ იქიდან ჩასმული, ეგეთი სქელი ლეიბივით რაღაცაა.

ამ ქვემოდან მიკრულ საიზოლაციო მასალას კიდევ ემატება ზოგჯერ სპეციალური წყალგამძლე დიქტი და ამის შემდეგ მოდის უკვე შენი შიგნითა გიპსოკარდონი (თაბაშირმუყაო) რომელიც შენი სახლის შიდა ჭერია. ხოლო სადაც სახურავი სახლის კიდეებს ცდება იქ ნუ გიპსოკარდონის მაგივრად ლამაზი, გალაკული ცვრილი ფიცრებით კეთდება (აიცნებზე, ვერანდებზე სახლის კედლებს გადაცდენილს ახურავის ნაწილებზე) რომ ქვემოდან ლამაზად ჩანდეს. ამავე შეფიცვრაში ჯდება დეკორატიული განათებაც ხშირად.

ესეც სქემები:

(1) Коньковая черепица
(2) Черепица
(3) Уплотнитель конька
(4) Перегиб
(5) Гидроизоляция
(6) Обрешетка
(7) Стропила
(8) Дистанционная рейка
(9) Вентиляционная рейка
(10) ISOVER VKL-13
(11) ISOVER KL-E, KT-11
(12) Стальной каркас
(13) Парозащитная пленка
(14) Строительная бумага
(15) Деревянный брус
(16) Гипсокартон




რაც მეტი და ეფექტური მასალაა თბოიზოლაციაში ჩართული მით უფრო კომფორტულია სახურავი. თუ ამ წესებს არ დაიცავ, ზამთარში მოგიწევს დაწვა უამრავი გაზი რომ გაათბო სახლი, ზაფხულში კი უბრალოდ ვერაფრით გააცივებ ზედა ოთახებს.... არანაირი კონდიცირება არ ეყოფა და ვერ მოერევა ამას.

დანარჩენი ცოტა მერე.....

Saturday, December 18, 2010

გადახურვა დაიწყო

სახლის გადახურვა დაიწყო. კოჭებს ვალაგებთ და გავფიცრავთ. სახურავის დანარჩენ კომპონენტებზე ხვალ დავწერ.



კაბინეტი (ცოტა ოვალური)

Sunday, December 5, 2010

ბეტონის ჩასხმები – videos

1



2



3



4



ბოლოში, ის გრძელი შლანგივით რო უჭურავთ ეგ არის ვიბრატორი. მოტორზეა შეერთებული, შლანგია მსხვილიდ ა ბოლოში აქვს დიდი რკინის მსხვილი ჯოხი (თავკომბალა), რომელიც ვიბრირებს.. და ბეტონში უნდა ჩაყო, რომ ბეტონი კარგად გაიშალოს, სქელი და ბლანტი ბეტონი რო ყველა კუთხეში ბოლომდე შევიდეს და შეაღწიოს, ძაან მაგრად ვიბრირებს და შლის ბეტონს...

Saturday, December 4, 2010

ჩასხმები







გუშინდ ავიწყეთ პირველი სართულის ტიხრების შენება.
მეორე სართულზე აშენებულია უკვე ოთახების ტიხრები. დღეს ბეტონის ჩასხმის დღე იყო....
15 კუბი ბეტონი წავიდა.

Thursday, December 2, 2010

HIDRO იზოლაცია

გიდროიზოლაცია მშენებლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ანუ როგორ დაიცვა სახლი ნესტის, წვიმის და მიწიქვეშა წყლებისგან.
მე სარდაფი არ მაქვს, ანუ იმის პრობლემა არ მაქვს, რომ მიწისქვეშა წყლებმა დამისველოს სარდაფის კედელი. ცნობისათვის ბეტონის კედელი საკმაოდ ატარებს წყალს. ბეტონს აქვს თავისი კაპილარები, რომელსაც მოყვება ეს სინესტე და შემოდის შეიგნით. ამიტომ მე საძირკველის იზოლაცია თითქმის არ დამჭირდა. მაგრამ სახლის უკანა კედელი, მიწის რელიეფის გამო სულ ცოტათი, ასე 1.4 მეტრამდე არის ჩასული მაინც მიწაში. ამიტომ ამ მხარეს დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრზე.
მირჩიეს წასასმელი გიდროიზოლაცია. 20 ლიტრიანი ქილა ვიყიდე. 190 ლარი ღირს. წავუსვით 2 პირი და როგორც გუდრონი ან რეზინა, ისეთი მასა აეკრა კედელს. არანაირ სინესტეს არ ატარებს.
ამის მერე უკვე იდება სადრენაჟე მემბრანა. ესეც რეზინივით ნაჭერია, უხეში, რომელიც ამ წასმულ გიდროიზოლაციას იცავს მიწის, კენჭების და ზედაპირული ზემოქმედებისგან. ჩავუფინეთ ესეც 20 კვადრატული და მივაყარეთ მიწა...
ეს ყველაფერი ხდება სახლის უკანა ყრუ კედლის გასწვრივ..




Monday, November 15, 2010

ისევ მასალები

ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოვიტანე ქვიშა 1 მანქანა – 4.5 კუბი, ერთი კუბის ფასი 45 ლარი. ასევე საბეტონე მასალა 7 კუბი – 1 კუბის ფასი 20 ლარი.
ქვიშა და საბეტონე მასალა არის გლდანის ხიდთან. მიხვალ და ადგილზევე დაგიტვირთავენ. ზილებიც იქ დგას, ერთი რეისი 20–30 ლარი. ერთი ზილი 4–5 კუბს იტევს მაქსიმუმ.





კიდევ მოვიტანე აგურიც. თან ამწე მყავდა მიყვანილი და ეს ყველაფერი პირდაპირ მეორე სართულზე ავცალეთ. იქ სამუშაოდ. მერე მთელი 10 დღე აშენებდნენ მეორე სართულის გარე კედლებს და ტიხრებს. ბევრი დრო წაიღო, აქ კედლები ცოტა ცერად შენდება უკვე, სახურავი რო დაედგას დახრილი მაგ ამბავში.




ხო, გაზის ამბავია კიდევ. გაზის ქსელი გაკეთდა, ანუ მთალდ ჩვენს ნაკვეთებთან არ იყო შემოყვანილი და შემოვიყვანეთ. 800–800 ლარი აგროვდა თითო ოჯახზე. სადღაც ალბათ 7–9 ოჯახი ვიყავით. გაკეთდა კაპიტალური ქსელი. ახლა დაგვრჩა საყიდელი გაზის წნევის რეგულატორი. რომელიც კომპლექტი ღირს 170–200 ლარი. ეს 4 მა ოჯახმა ერთი უნდა ვიყიდოთ და ამ რეგულატორიდან უკვე 4 ინდივიდუალური მილი შევიყვანოთ სახლებში.
ეს რეგულატორი დაახლოებით ასეთი ტიპია:



ხვალ ბოლო პარტია აგურს ვუკვეთავ, კასპიდან. 2200 ცალს. ცალსი ფასი 1.07 ლარი. კასპიდან ჩამოტანა მანქანით – 300 ლარი. არ უნდა ჩასვლა, რეკავ კასპში – სოფელ მეტეხში ამ აგურების ჯიგართან, უთანხმდები, მერე შეგაქ ბანკში მაგათ ანგარიშზე თანხა – ს.ს. ,,მეტეხის კერამიკა''. მერე დასკანერებულ პლაწიოჟკას უგზავნი მაგათ ბუღალტერიაში, რაღაცა მეილზე რა, kaspi@aguri.ge თუ რაღაც მაგდაგვარი და ეგენი მეორე დილით დატვირთულ მანქანას უშვებენ. ნუ ყველაზე მაქსიმუმი, პრიცეპიანი მანქანით 2200 ცალი მოგაქვს, მეტს ვერ დაუდებ, მერე პერეგრუზია და ამაზე პატრული სასწორებით დასდევს... ღერძებზე დატვირთვა ნორმებში უნდა ჯდებოდეს.

ხოდა მოვა ხვალ აგური და დამთავრდება ზევით შენება ყველა კედლის.

ამის მერე უკვე გადავდივართ სახურავზე. ანუ ზედა რიგელები ჩაისხმევა, ბეტონის ღერძები, და ქამარი სახლის თავზე, რითაც მონოლითი საბოლოოდ შეიკვრება. უკვე ვნახე ერთი სახურავის ხელოსანი, რომელსაც თავისი ბრიგადა ყავს. ის ახლა დამითვლის მასალებს და ხელობას სახურავის და მერე მაგაზეც ვილაპარაკოთ...
ჯერჯერობით ესაა.

ა, ხო, სახლის უკან კანალიზაციის ტრუბისთვის ვთხრით უკვე ღარს. იქ მილი ჩაიდება, რომელიც სახლში 2 ადგილას შემოდის, აბაზანების კვანძში და სამზარეულოს კვანძში. ეს მილი ღობის ქვეშ გაივლის და გარეთ გავა, საიდანაც მერე უკვე დიდი მილი უნდა ჩაიდოს მთელი გზის ქვეშ–გასწვრივ და რომელიც ქვედა ქუჩაზე ცენტრალურ კანალიზაციას შეუერთდება.

ჯერჯერობით ეგაა...

Sunday, October 31, 2010

წვიმა და ქარი

წვიმამ და ქარმა ცოტა შეგვაფერხა, თუმცა მეორე სართულის კედლები ნელნელა მაინც შენდება. ფოტოები მალე... coming soon...

Sunday, October 24, 2010

24.10.2010 მეორე სართული

ავედით მეორე სართულზე.... არქიტექტორი მოვიწვიეთ და კიდევ ერთხელ სახურავის და კოლონების ზომები დავაზუსტეთ.... არქიტექტორი და მთავარი მშენებელი...






ესეც პანორამული ფოტოები მოერე სართულიდან....



Saturday, October 9, 2010

ფილა 2

ასე გამოიყურება დასხმული ფილა. ანუ ახლა მეორე სართულზე ვდგავარ... რო დაასხეს იმის მერე 2 დღე სულ წვიმდა ცოტა ცოტა და ამიტომ ფილა ისე გაშრა რომ არ დასკდა. თორე მაგარ სიცხეში როცა სწრაფ შრება ძალიან წვრილ მაგრამ მაინც ბზარებს იეთებს ხოლმე. ასეთ დროს ძალიან რო არ დაიბზაროს რწყავენ. ამას არ დაჭირდა.
ახლა 20 დღე მინიმუმ უნდა იყოს ასე, ქვემოდან სტრუბცინებით და ფიცრებით გამაგრებული. ანუ ძირიდან სულ ფიცარია აკრული, ეს ფიცრები სტრუბცინებს უჭირავს. და ცელოფანია ზედ კიდევ დაფენილი, რომ აპალოვკა რომ მოიხსნება, ქვემოდან ჭერი იყოს მაქსიმალურად სწორი და პრიალა (გლატკი).

აქ ჩანს კიბის უჯრედის ჭრილი, ანუ სად ამოვა კიბე.



აქ კიდევ ბუხრის მილმა სადაც უნდა გაიაროს ის ჭრილებია დატოვებული.



Friday, October 8, 2010

ფილა

პირველი სართულის თავზე მოიწნა დიდი არმატურის ბადე და მოგვიანებით დაისხა ბეტონის ფილა. წავიდა 31.5 კუბი ბეტონი. ახლა ამ ფილაზე აშენდება აგურით გარე პერიმეტრის კედლები და დავიწყებთ სახურავის მოწყობის სამუშაოებს.


Sunday, September 26, 2010

ისევ აგური



მოკლედ ეს ძველი 100 წლის შენობა რო იშლება თაბუკაშვილზე, მილიცია და მისი მეზობელი შენობა, მაქედან ვეზიდები მოსაპირკეთებელ აგურს. 11 000 ცალი ხო მინდა, ხოდა კიდე პლიუს კვადრატული ძველი ბრტყელი ქართული აგურიც ასე 500 ცალი, დეკორატიული მიზნებისთვის, ან ძირს დასაგებად, ვნახოთ, ბევრ რამეში გამოდგება მოკლედ.

ეს აგური არის კირით ნაშენი კედლიდან, ამიტომ კირისგან გათეთრებული აქვს გვერდები. დღეს ვიყიდე 1 კილო კაუსტიკური სოდა, ერთი მუჭი გავხსენი 5 ლიტრ წყალში და შიგ ჩავალბე ეს აგური. მერე რო გააძრო სოდამ ეს კირი და ჭუჭყი ავიღე და რკინის ჩოთქით დავხეხე და მივიღე ძალიან მაგარი ფერები. აქ ჯერ კიდევ სველია და რო გაშრება საინტერესოა საბოლოოდ რა ფერზე დადგება. დაჟე რკინის ისეთი ჩოთქიც ვიყიდე ბალგარკაზე რო ყენდება. დიდი ბალგარკაა და ჩოთქიც ძაან უხეში იყო ამიტომ სველ აგურზე რო გადავატარე ბალგარკის ჩოთქი ცოტა შავი ფერი გაუშვა, გამურულ აგურს დაემსგავსა. ეტყობა ის სველი მტვერი მაინც რაც ედო ის დაწვა და გააშავა ჭვარტლივით.












მშრალზე რო გადავატარე ძალიან გახეხა და უხეში ზედაპირი გამოიყვანა. მოკლედ უფრო სათუთი რკინის ჩოთქი უნდა დავაყენოდ ა შეიძლება ბალგარკაც ცოტა ნაკლებად ძლიერი შევარჩო.
ხო, კერხერით ირეცხება კიდე კარგად, შეიძლება ამ საქმისთვის ერთი კერხერიც შემომეყიდოს.
აბა 11 000 ცალ აგურს გარეცხვა არ უნდა?


ხოდა ეს 100 წლის აგური ჯერ ხო ანგრევენ ამხელა შენობას და რა რახარუხშია, მერე ყრიან ზილის ,,კუზაოზე'' მოაქვთ და ,,ნასიპად'' ცლიან... და მაინც არ ტყდება, არ იმტვრევა. ძალიან გამძლე და ხარისხიანი რამეა. მოკლედ კიდე 100 წელს ისე იდგება როგორც არაფერი, და მერე ჩემს სახლსაც რო დაშლიან 2110 წელს სადღაც, კიდე ვინმე წაიღებს და გამოიყენებს უკვე ანტიკვარულ აგურს.


აგერ ვიდეო.

Sunday, September 19, 2010

წინწასული საქმე

პირველი სართული მორჩა. კედლები ამოვიდა. ახლა ზემოდან რიგელები და ფილის დასხმა მზადდება. ისევ იწვნება არმატურა, ისევ იკვრება აპალოვკა, ისევ მოვა ბეტონი და ჩაასხამს....

მანამდე პირველი სართული... უკვე რაღაცას გავს,





გამოგონება, ლურსმნების გადასატანი პორტატული ყუთი :))))



ბალგარკა და ჩემი საამაყო ,,პერენოსკა''