Friday, June 17, 2011

,,საოფისე''











ჩემი აზრით დღეისათვის თბილისში საუკეთესო ,,საოფისე'' შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით არის საბჭოთა პერიოდში აშენებული ეს შენობა და ისიც დღემდე სახელმწიფოს ეკუთვნის (ჯანდაცვის სამინისტრო).
მეორე ზუსტად ასეთი შენობა დგას ორთაჭალაში და იქ ფინანსთა სამინისტროა დღეს. ყოფილი ნუგზარ შევარდნაძის შენობა, სახელმწიფოს რომ აჩუქა მოგვიანებით.

ისე სულ ცოტა ხნით ამ ორთაჭალის შენობაში ჩვენი ოფისიც იყო ერთ სართულზე. მოკლედ ძალიან კარგი დასაგეგმარებელი შენობაა, შიგნით თითქმის ყველა კედელი იხსნება. ამ შენობის მზიდი კედლები არის ეს გარე კოლონები რომლებიც გარედან ჩანს და შუაში არსებული ლიფტების და კიბის შახტა. ვსა, გარშემო სრული თავისუფლებაა.

მოკლედ გვერდი გვერდ რომ იდგნენ სადმე კარგ არქიტექტურულ სივრცეში ეგეც ჩვენი თბილისური ტყუპები იქნებოდა....

3 comments:

  1. jer finansta gaketda da mere gaaketa jandacvaam, romelic faqtiurad axlidan aashena

    ReplyDelete
  2. აი თავზე რომ ის საშინელებები არ ედგას :d

    ReplyDelete
  3. SOPHIE თავიდან რა პინტში აშენდა, ძირიტადი კონსტრუქცია არ შეცვლილა და შიგნიდან კიდე ძააან ადვილად გადასაკეთებელი შენობაა ეს. გარედან ფინანსთაზე ლამაზად ეს ჩანს, კარგად მოარგეს ამას ფანჯრები, თორე ჯერ ფინანსთა იყო...

    Katiee.Ge ეს უკვე ყველა მაღალი შენობის განუყრელი ნაწილია, გადამცემი ანტენები და სხვა სპეციალური აპარტურა....

    ReplyDelete