Tuesday, December 21, 2010

მანსარდული სახურავი


როგორც აღმოჩდა სახლის გადახურვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. შეიძლება იყოს ბრტყელი გადახურვა, ანუ ბეტონის ფილა დასხმული, რომელსაც ზევიდან გაუკეთებ ჰიდროიზოლაციას (მაგალითად ტოლი ან გუდრონი), ასევე ამ ბეტონის ფილაზე შიძლება მოაწყო ჟესტის, რკინის, ხის ან სხვა გადახრუვა, მოკლედ რაც არ უნდა გააკეთო ბეტონი წყლისგან და ნესტისგან მაინც უნდა დაიცვა, რადგან ბეტონს აქვს თვისება მასში არსებული უწვრილესი კაპილარებით გაატაროს წყალი და ნესტი. ასევე რომ არ დაზიანდეს თავად ბეტონის საფარი.

ჩვენი სახურავი არის მანსარდული. რაც გულისხმობს, რომ მეორე სართულზე (ნახევრად მანსარდი) პირდაპირ სახურავი არის დაფარებული. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ასეთ დროს განსაკუთრებულად დაცული სახურავი უნდა გქონდეს. ანუ საცხოვრებელ სივრცესა და გარე სივრცეს შორის მარტო ეს სახურავია და შუაში რამე სხვა სივრცე აღარ არის. გარდა პატარა სხვენისა (ჩერდაკისა), რომელიც მანსარდული სახურავის წვერში გამოდის.

სქემატურად ჩვენი სახურავი დაახლოებით ასე გამოიყურება:
ოღონდ ჩვენს შემთხვეაში სახურავის ფრთები ასე დაბლა არ ჩამოდის და კედლებს არ ფარავს. კედლებში ფანჯარაა...

ანუ ზედა სართულის ოთახებში გარე კედლები ოდნავ დაბალია, ჭერი კი სწორი და ბოლოებში დამრეცი. მაგრამ ძალიან არა, ანუ კედელთან და ფანჯარასთან გამართულად მივდივართ მაინც და ყველაზე დაბალ ადგილშიც კი ჭერის სიმაღლე არის დაახლოებით 2 მეტრი. ნუ სხვა ადგილებში, უფრო შუისკენ – 3 მეტრამდე.

სახურავის მოწყობა უკვე დავიწყეთ. ჩვენ ზემოთ გვაქვს რკინაბეტონის რიგელებით შეკრული კოლონები, მეტი სიმყარისთვის. ახლა ამ რიგელებზე ხის კოჭი მაგრდება და ნუ ცარიელი სივრცეც ხის კოჭებით ივსება.. აი ასე:



მერე იმ კოჭებზე ეკვრება ფიცრები, რასაც ხელოსნურად ქვია ,,გაპოლვა''. ანუ როგორი ბრტყელი და ერთიანი ზედაპირიც აქვს პოლს –იატაკს, ისეთი უდნა ქონდეს ამასაც.



ესეც თვალსაჩინოებისთვის ნიმუში:



ოღონდ ამას რო ღრიჭოები აქვს, ფიცრის რაოდენობის დაზოგვის მიზნით ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ძაან ინტენსიურად ვპოლავთ...

ეს არის ეგრეთ წოდებული შუა ფენა. ამ გაპოლილ ფიცაზე, ზემოდან უნდა დაეკრას ტოლი, ან მისი შემცვლელი უფრო თანამედროვე მაგრამ მსგავის ჰიდროსაიზოლაციო მასალა. ეს ტოლი გვიცავს ქარისგან და წვიმისგან. ამან არ უნდა გაატაროს არაფერი. ამ ტოლზე ეკვრება ჯვარედინად რეიკები, და უკვე ამ ხის რეიკებზე კი მიდის კრამიტი.
ჩვენ შემთხვევაში ქართული ე.წ. ქსნის კრამიტი დიდი ზომის (ქსანკა), სხვანაირად ჟარგონზე ,,მარსელის კრამიტი'', რომელიც ასე გამოიყურება:


ჩვენ ვიყენებთ უკვე ნახმარ კრამიტს, რომელსაც სიძველის იერი დაჰკრავს და ცოტა გახუნებულია, რაც აჭრელებს სახურავს და ლამაზ იერს აძლევს, ისეთს როგორც სახლების სახურავები ძველ თბილისში:



ეს კრამიტი არ ღირს ძვირი, 50 თეთრად მოაქვთ ცალი. კვადრატულ მეტრში შედის 13–14 ცალი ასეთი კრამიტი. მოკლედ როგორც დავთვალე 2500 ლარის კრამიტი გვყოფნის მთლიანად. 320 კვადრატულია ჩვენი სახურავის ზედაპირი. კრამიტები ამ რეიკებზე მაგრდება, თითოეული კრამიტი იხვრიტება 2 ადგილას და შურუპით, სამარეზებით მყარად მაგრდება, რომ ქარმა არ აურიოს და ყოველ წელს გასასწორებელი არ გახდეს.

კრამიტის უპირატესობა: ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა, საუკუნეებს უძლებს, საუკეთესო თბოზილატორი, ზაფხულში გრილი, ხმის ჩამყლაპი. განსაკუთრებით აფასებენ თიხის კრამიტს ის ვისაც აქვს ტანამედროვე მეტალოკრამიტის სახურავი, რომელიც წვიმაში ისე ხმაურობს ვერ დაიძინებ,ჟღარუნებს.... და რაც მთავარია ძალიან ლამაზია.

ახლა რა ხდება გაპოლვის ქვეშ. აქ მიდის თბოიზოლაციის ფენები:

პირველ რიგში კოჭებს შორის სიცარიელე ივსება ისეთი საიზოლაციო საშუალებით როგორიცაა მინაბამბა (სტეკლოვატა) ან მისი შემცვლელი სხვა თანამედროვე მსგავის მასალით. კეთდება დაახლოებით ასე:






ესეც მინაბამბის შემცვლელი ვარიანტი, რაღაც ქაფისმაგვარი:



ამ დათბუნებას ქვემოდან ეკვრება კიდევ ერთი, ნაჭერივით გადაფარვა, რომელიც სახლიდან სითბოს გადინებისაგან იცავს და ასევე ამ მინაბამბას იცავს დანესტიანებისაგან. ანუ ნესტს არ ატარებს სახლიდან, რომ ეს მინაბამბა არ დასველდეს. ისე მინაბამბის თანამედროვე ბრიკეტები თითონაც ფოლგაშია აქეთ იქიდან ჩასმული, ეგეთი სქელი ლეიბივით რაღაცაა.

ამ ქვემოდან მიკრულ საიზოლაციო მასალას კიდევ ემატება ზოგჯერ სპეციალური წყალგამძლე დიქტი და ამის შემდეგ მოდის უკვე შენი შიგნითა გიპსოკარდონი (თაბაშირმუყაო) რომელიც შენი სახლის შიდა ჭერია. ხოლო სადაც სახურავი სახლის კიდეებს ცდება იქ ნუ გიპსოკარდონის მაგივრად ლამაზი, გალაკული ცვრილი ფიცრებით კეთდება (აიცნებზე, ვერანდებზე სახლის კედლებს გადაცდენილს ახურავის ნაწილებზე) რომ ქვემოდან ლამაზად ჩანდეს. ამავე შეფიცვრაში ჯდება დეკორატიული განათებაც ხშირად.

ესეც სქემები:

(1) Коньковая черепица
(2) Черепица
(3) Уплотнитель конька
(4) Перегиб
(5) Гидроизоляция
(6) Обрешетка
(7) Стропила
(8) Дистанционная рейка
(9) Вентиляционная рейка
(10) ISOVER VKL-13
(11) ISOVER KL-E, KT-11
(12) Стальной каркас
(13) Парозащитная пленка
(14) Строительная бумага
(15) Деревянный брус
(16) Гипсокартон




რაც მეტი და ეფექტური მასალაა თბოიზოლაციაში ჩართული მით უფრო კომფორტულია სახურავი. თუ ამ წესებს არ დაიცავ, ზამთარში მოგიწევს დაწვა უამრავი გაზი რომ გაათბო სახლი, ზაფხულში კი უბრალოდ ვერაფრით გააცივებ ზედა ოთახებს.... არანაირი კონდიცირება არ ეყოფა და ვერ მოერევა ამას.

დანარჩენი ცოტა მერე.....

Saturday, December 18, 2010

გადახურვა დაიწყო

სახლის გადახურვა დაიწყო. კოჭებს ვალაგებთ და გავფიცრავთ. სახურავის დანარჩენ კომპონენტებზე ხვალ დავწერ.



კაბინეტი (ცოტა ოვალური)

Sunday, December 5, 2010

ბეტონის ჩასხმები – videos

1



2



3



4



ბოლოში, ის გრძელი შლანგივით რო უჭურავთ ეგ არის ვიბრატორი. მოტორზეა შეერთებული, შლანგია მსხვილიდ ა ბოლოში აქვს დიდი რკინის მსხვილი ჯოხი (თავკომბალა), რომელიც ვიბრირებს.. და ბეტონში უნდა ჩაყო, რომ ბეტონი კარგად გაიშალოს, სქელი და ბლანტი ბეტონი რო ყველა კუთხეში ბოლომდე შევიდეს და შეაღწიოს, ძაან მაგრად ვიბრირებს და შლის ბეტონს...

Saturday, December 4, 2010

ჩასხმები







გუშინდ ავიწყეთ პირველი სართულის ტიხრების შენება.
მეორე სართულზე აშენებულია უკვე ოთახების ტიხრები. დღეს ბეტონის ჩასხმის დღე იყო....
15 კუბი ბეტონი წავიდა.

Thursday, December 2, 2010

HIDRO იზოლაცია

გიდროიზოლაცია მშენებლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ანუ როგორ დაიცვა სახლი ნესტის, წვიმის და მიწიქვეშა წყლებისგან.
მე სარდაფი არ მაქვს, ანუ იმის პრობლემა არ მაქვს, რომ მიწისქვეშა წყლებმა დამისველოს სარდაფის კედელი. ცნობისათვის ბეტონის კედელი საკმაოდ ატარებს წყალს. ბეტონს აქვს თავისი კაპილარები, რომელსაც მოყვება ეს სინესტე და შემოდის შეიგნით. ამიტომ მე საძირკველის იზოლაცია თითქმის არ დამჭირდა. მაგრამ სახლის უკანა კედელი, მიწის რელიეფის გამო სულ ცოტათი, ასე 1.4 მეტრამდე არის ჩასული მაინც მიწაში. ამიტომ ამ მხარეს დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრზე.
მირჩიეს წასასმელი გიდროიზოლაცია. 20 ლიტრიანი ქილა ვიყიდე. 190 ლარი ღირს. წავუსვით 2 პირი და როგორც გუდრონი ან რეზინა, ისეთი მასა აეკრა კედელს. არანაირ სინესტეს არ ატარებს.
ამის მერე უკვე იდება სადრენაჟე მემბრანა. ესეც რეზინივით ნაჭერია, უხეში, რომელიც ამ წასმულ გიდროიზოლაციას იცავს მიწის, კენჭების და ზედაპირული ზემოქმედებისგან. ჩავუფინეთ ესეც 20 კვადრატული და მივაყარეთ მიწა...
ეს ყველაფერი ხდება სახლის უკანა ყრუ კედლის გასწვრივ..