Sunday, September 26, 2010

ისევ აგური



მოკლედ ეს ძველი 100 წლის შენობა რო იშლება თაბუკაშვილზე, მილიცია და მისი მეზობელი შენობა, მაქედან ვეზიდები მოსაპირკეთებელ აგურს. 11 000 ცალი ხო მინდა, ხოდა კიდე პლიუს კვადრატული ძველი ბრტყელი ქართული აგურიც ასე 500 ცალი, დეკორატიული მიზნებისთვის, ან ძირს დასაგებად, ვნახოთ, ბევრ რამეში გამოდგება მოკლედ.

ეს აგური არის კირით ნაშენი კედლიდან, ამიტომ კირისგან გათეთრებული აქვს გვერდები. დღეს ვიყიდე 1 კილო კაუსტიკური სოდა, ერთი მუჭი გავხსენი 5 ლიტრ წყალში და შიგ ჩავალბე ეს აგური. მერე რო გააძრო სოდამ ეს კირი და ჭუჭყი ავიღე და რკინის ჩოთქით დავხეხე და მივიღე ძალიან მაგარი ფერები. აქ ჯერ კიდევ სველია და რო გაშრება საინტერესოა საბოლოოდ რა ფერზე დადგება. დაჟე რკინის ისეთი ჩოთქიც ვიყიდე ბალგარკაზე რო ყენდება. დიდი ბალგარკაა და ჩოთქიც ძაან უხეში იყო ამიტომ სველ აგურზე რო გადავატარე ბალგარკის ჩოთქი ცოტა შავი ფერი გაუშვა, გამურულ აგურს დაემსგავსა. ეტყობა ის სველი მტვერი მაინც რაც ედო ის დაწვა და გააშავა ჭვარტლივით.












მშრალზე რო გადავატარე ძალიან გახეხა და უხეში ზედაპირი გამოიყვანა. მოკლედ უფრო სათუთი რკინის ჩოთქი უნდა დავაყენოდ ა შეიძლება ბალგარკაც ცოტა ნაკლებად ძლიერი შევარჩო.
ხო, კერხერით ირეცხება კიდე კარგად, შეიძლება ამ საქმისთვის ერთი კერხერიც შემომეყიდოს.
აბა 11 000 ცალ აგურს გარეცხვა არ უნდა?


ხოდა ეს 100 წლის აგური ჯერ ხო ანგრევენ ამხელა შენობას და რა რახარუხშია, მერე ყრიან ზილის ,,კუზაოზე'' მოაქვთ და ,,ნასიპად'' ცლიან... და მაინც არ ტყდება, არ იმტვრევა. ძალიან გამძლე და ხარისხიანი რამეა. მოკლედ კიდე 100 წელს ისე იდგება როგორც არაფერი, და მერე ჩემს სახლსაც რო დაშლიან 2110 წელს სადღაც, კიდე ვინმე წაიღებს და გამოიყენებს უკვე ანტიკვარულ აგურს.


აგერ ვიდეო.

Sunday, September 19, 2010

წინწასული საქმე

პირველი სართული მორჩა. კედლები ამოვიდა. ახლა ზემოდან რიგელები და ფილის დასხმა მზადდება. ისევ იწვნება არმატურა, ისევ იკვრება აპალოვკა, ისევ მოვა ბეტონი და ჩაასხამს....

მანამდე პირველი სართული... უკვე რაღაცას გავს,





გამოგონება, ლურსმნების გადასატანი პორტატული ყუთი :))))



ბალგარკა და ჩემი საამაყო ,,პერენოსკა''

მუშა პროცესი

არქიტექტორი და მშენებელი ნახაზებს უტრიალებენ :))))))))))))))

Tuesday, September 14, 2010

fasad / ფასადი

მოსაპირკეთებლად მინდა აი ასეთი აგური. ძველი აგურია ძალიან ეს, რო შლიან ძელ შენობებს ეს ამოდის.

დამჭირდება ასე 11 000 ცალი.



Saturday, September 11, 2010

მუშენფეშენი....

The Wall // კედელი

ახლა კედლები შენდება 30 სმ სისქის. აგურის სიგრძეა 30 სმ. მერე ლესვიან მოსაპირკეთებელი აგურიანად, რომლის სიგანეც სავარაუდოდ 12 სმ იქნება (გაჭრილის 6) კი გამოვა 40 სმ სისქის კედელი, რომელიც შედგება მთავარი საშენი აგურის, გარედან მოსაპირკეთებელი აგურის, შიგნიდან კიდე გალესილი გაჯით და ბოლოს როგორცაა ან შპალერი ან ქაღალდი გაკრული....

პირველის ართულის კედლები რომ ავა ბოლომდე, ზევიდან დაესხმევა რიგელები ბეტონის და ფილა...






Monday, September 6, 2010

კონტეინერი






მოკლედ კონტეინერი ვეძებე, ვეძებე და ვიშოვე. ძლივს. 1500 დოლარიო და ვიყიდეთ. სხვა გზა აღარ იყო. ნუ მერე გავყიდი და ეგაა. ქირაობას ასე ჯობდა.

აი ასე ჩემოიტვირთა სატვირთო კრანიდან კონტეინერი და განთავსდა ეზოს ბოლოში. ამ წუთას შიგნით ცემენტი ინახება მეშოკებით. კიდე ათასი რამე შეინახება. 6 მეტრი 2.70–ზეა, მოკლედ კაი 16 კვადრატი გამოდის, ერთი საძინებლის ხელა...
გაჭირვებაში კაცო მოიწყობდა შიგნით პირობებს და დასახლდებოდა :))))

Thursday, September 2, 2010

აგური, ტალახი...

აგური მოვიტანეთ. ასაშენებელი აგური. ბლოკისხელაა ლამის, ამ აგურით 30 სმ. სიგანის კედლები უნდა აშენდეს.
აგური კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდანაა. ცნობილი ძელი საწარმო, ს.ს. მეტეხის კერამიკა. აგურის ფასი 1.07 ლარი, პლიუს მოტანა 300 ლარი. ერთ მოტანაზე პრიცეპიან კამაზს მოაქვს 2200 ცალი აგური.



გარდა ამისა სტრუპცინებს რო ვეძებდი ვიშოვე. ცალის ქირაობა 3 ლარი თვეში. ამ ეტაპზე 190 ცალი ვიშოვე, მერე მომიწევს კიდე 50 ცალამდე რომ დავამატო.



ასეთი სამშენებლო ქაოსია ჩვენს ეზოში...



ა, ხო, ამ აპალოვკით შეკრულ კოლონებში უკვე ჩაესხა ბეტონი, სულ 7 კუბი წავიდა.
რაც შეეხება წინა 4 დეკორატიულ კოლონას, ისეთი ვიწროებია რო ბეტონი ვერ ჩაისხმეოდა, ანუ რო ჩაასხამ ბეტონს ზევიდან ბოლომდე არ ჩავა ძირამდე, და ვერ ბეტონის ვიბრატორს ჩაყოფ სივიწროვის გამო შიგნით რომ ჩატკეპნო. ამიტომ გადაწყდა რომ მანდ როცა საფასადე აგური აირჩევა და მოვიტანთ, პირდაპირ აგურით ამოაშენებენ და პარალელურად ჩაასხამენ ხოლმე ბეტონს, ააშენა 1 მეტრი ჩაასხა ბეტონი, ააშენა კიდე მეტრი, კიდე ჩაასხა და ასე..