Wednesday, July 13, 2011

18

18 დღე არ ვიქნები.
მიხვდით ახლა სადაც ვარ...


Friday, July 8, 2011

.

ამასობაში გრძელდება ჩვენი სახლის მიმდინარე სამუშაოები.
კიბე ჩავასხით და გამოვიდა მშვენიერი 21+1 საფეხურით. მონოლითური, რკინა ბეტონის...
სახლის გარშემო მთლიანად მორჩა აგურის მოპირკეთების სამუშაო...
ხის გამოსაკრავი აბშივკაც თითქმის ყველგან გამოეკრა სადაც სახლის სახურავი სახლის გარე კედლებზე გადმოდის.

დარჩა კარ-ფანჯარა.
მეტალო პლასტმასის. არჩევანი რა თქმა უნდა დიდია. სადაც რამე ადგილია ყველგან ამ მეტალო პლასტმასის ცეხებია გახსნილი.
თუმცა თუ მოთხოვნას უფრო მეტად ჩამოაყალიბებ ხარისხთან, ფერთან, წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებით, მაშინ აღმოჩდება რომ 4-5 კარგი მიმწოდებელი არსებობს, ვისაც უნდა ელაპარაკო კარ-ფანჯარაზე.
მოკლედ, ჩვენ ვფიქრობთ გერმანულ, ხის მუქი ფაქტურის კარ ფანჯარაზე. ალბათ გერმანული.
რამდენიმე შეხვედრა გვქონდა რეჰაუს და ალბატროსის ოფისებში. დიორ თავიდანვე ძალიან გვეძვირა. იგივე პროდუქტები აქვს დიოს 1.5 ჯერ უფრო ძვირად.



















Friday, July 1, 2011

წავკისის ველი / Tsavkisi Valley

ორი დღის წინ წავკისში ვიყავი, წავკისში კი არა და პირდაპირ წავკისის ველში თუ ველზე, ან ველად.. არ ვიცი რომელია უფრო სწორი.
ეს პროექტი შორეულ 2007 წელს დაიწყო. მაშნ მქონდა პირველი შეხება. მახსოვს ლატვიელი ბიზნესმენები იყვნენ ჩამოსული, ახალგაზრდა, ევროპული განათლებისა და შესახედაობის მოწიფული მამაკაცები :) როგორც ჩანს ვიღაც ბებერი ტიპების ფული ჰქონდათ, სოლიდური ინვესტიციები, თავს საინვესტიციო სააგენტოს უწოდებდნენ და ფულის უძრავ ქონებაში დაბანდება გადაწყვიტეს. იმ დროს კი საქართველოში უძრავი ქონების ბუმი იყო...
კატასტროფული სიჩქარით იყიდებოდა ბინები. ხოდა ამათაც რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან დაიჭირეს საქმე, ერთ-ერთი იყო წავკისის ველი, რომელიც მაშნ იდგამდა ფეხს, სულ ახალი წამოწყება იყო ეს ორგანიზებული საცხოვრებელი ვილების ტიპის სივრცის მოწყობა...
მერე ამ ლატვიელებმა ... თუმცა ეგ სხვა ამბავია.
რაც შეეხება წავკისის ველს, მე მაშინ ვფიქრობდი, რომ გაუჭირდებოდათ ამ პროექტის ბოლომდე წარმატებით გაყვანა. რატომღაც ყოველთვის დიდი უნდობლომა მქონდა სამშენებლო დეველოპერული კომპანიების. ხოდა გავიდა 4 წელი და მოვხდი ისევ წავკისის ველში ველზე ველად...
დამხვდა ძალიან ბევრი რამე გაკეთებული. შეიძლება ითქვას რომ მთელი ეს პროექტი დასკვნით ფაზაშია შესული. სახლების 70% გაყიდულია (ანუ აშენებულია ან შენდება).
წავკისის ველის მიდგომა როგორც გავარკვიე ასეთია. მყიდველი მიდის და ყიდულობს მიწის ნაკვეთს. შემდეგ კომპანია სტავაზობს მას არქიტექტორის მომსახურებას ინდივიდუალურად. კეთდება პროექტი, რომელსაც აქვს რაღაც კონკრეტული მოთხოვნები დეველოპერისაგან. მაგალითად სახლი არ შეიძლება იყოს 2.5 სართულზე (2 სართული და მანსარდა) მაღალი, ასევე ღობის სიმაღლე და დიზანია და სხვა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას რომ ეს სივრცე ძირითადად ერთ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა სახლების პროექტები და დიზაინი სიზუსტით არ მეორდება. შემდეგ ხდება ხარჯთაღრიცხვის შედგენა და იწყება მშენებლობა.

ამ ყველაფრის მინუსები ისაა რომ:

1. პროდუქტი ძვირია. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ფასები. მაგალითად 1100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზედ აშენებული საცხოვრებელი სახლით საერთო ფართი 226 კვ.მ. პროდუქტის ღირებულება 271 000 აშშ დოლარი. გამოდის რომ სახლის ერთი კვადრატული მეტრი არის 1200 დოლარი.

2. ხელოვნურად შექმნილი საცხოვრებელი გარემო, სადაც შემდგომი ბუნებრივი განვითარებისათვის სივრცე თითქმის აღარაა დარჩენილი. ანუ განაშენიანება მჭიდროა და წინასწარ დაგეგმარებული. რაც რომ შედიხარ ცოტა ხელოვნურობის შეგრძნებას იწვევს. ცოტა ძნელი ასახსნელია ეს რას ნიშნავს, მაგრამ სანამ არ მოხვდები ასეთ გარემოში შეიძლება ვერ გაიგო. მე ყოვლ შემთხვევაში გამიჩდა ეს შეგრძნება.

3. რაც არ მომეწონა პროექტების, მიუხედავად ამხელა ეზოებისა, გარკვეული სიმყუდროვე ნამდვილად აკლდა. ანუ, ეს უფრო ამერიკული ტიპის ცხოვრების წეია, როცა ყველაფერი ხელისგულზე ჩანს. როცა შენს ეზოში მდგომი თავისუფლად ხედავ და ეკონტაქტები მარჯვნივ 3 და მარცხნივ კიდევ 3 მეზობელს. შეიძლება იქ მართლაც არის მყუდრო ,,ჩატეხილი ეზოებიც'' მაგრამ მე ვერ დავიჭირე ეს მომენტი ყოველ შემთხვევაში. და როგორ კონსერვატიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ქუჩიდან შენი ბასეინი არ უნდა ჩანდეს მგონი.

ამ ყველაფრის დადებითი ისაა რომ:

1. გაქვს კარგი საცხოვრებელი სახლი პრესტიჟულ დასახლებაში;
2. გყავს მაღალი სოციალური ჯგუფის მეზობლები.
3. არის კეთილმოწყობილი და მოვლილი გარემო.
4. სრულიად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
5. თბილისის ცენტრიდან სულ 10 წუთის გზა და კარგი ხედები. (თუმცა ამბობენ ასაკთან ერთად ჭირს ზევით ქვევით სიარულიო).

ყველა დადებითი და უაყოფითი მხარეების მიუხედავად ადამიანმა უნდა იცხოვრო ისეთ გარემოში და ისეთ სახლში რომელიც შენ ყველაზე მეტად განიჭებს სიამოვნებას და არ არსებობს არანაირი სტანდარტი და დადგენილი ნორმა თუ როგორი უნდა იყოს ის... მთავარია თავს ციხესიმაგრეში გრძნობდე.

ესეც სურათები ობიექტიდან:



















სიმართლე რომ ვთქვა მე აქ მხოლოდ ერთი სახლი მომეწონა, ისიც ერთსართულიანაია და ფოტოზე ცუდად ჩანს ღობის გამო.
დანარჩენი ჩვეულებრივი სალხებია, თითქმის არაფრით გამორჩეული.

მე სახლში პირველ რიგში ხასიათს და პატრონის მუღამი უნდა დავინახო, და მერე უკვე კვადრატული მეტრები....