Saturday, April 24, 2010

ახალი ესკიზი














დააჭირე და გადიდდება

ღობე


ღობე არის საზღვარი შენს პირადსა და გარესამყაროს შორის, შენს ოჯახსა და ხალხს შორის, ქუჩასა და შენს სახლს შორის.
ღობე არის შენი ციხესიმაგრის პირველი დამცავი შრე.
ამავე დროს ღობე დეკორიცაა.
მოკლედ ღობეს დიდი დატვირთვა აქვს არქიტექტურაში.
ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ როგორი იქენბა ღობე.
ამერიკულ სახლებს როგორც წესი არ აქვს ღობე.
საგურამოში სახლებს აქვს ბეტონის ყრუ, 4–5 მეტრიანი ღობეები – გალავანი.
ესეც ცხოვრების წესისა და მენტალიტეტის ამბავია ალბათ.
ცნობისათვის: 2,2 მეტრამდე ღობის მშენებლობას არ ჭირდება მშენებლობის ნებართვა (კანონით).

Sunday, April 18, 2010

UPDATE


მოკლედ, განვაახლებ მე ამ საიტს.რაღანდ საქმეს ხელი მოვკიდე, ჯობს ბოლოშიც გავიდე.
უბრალოდ აქამდე ძალიან პასიური პერიოდი იყო. პროექტზე ვმუშაობდით. არქიტექტორმა ხო გააკეთა პროექტი არა? ხოდა, მერიაში ამ პროექტის შეთანხმება არ მეჩქარებოდა, ამიტომ ზამთარი ფიქრში გავატარე, ვუმუღამდე ეს ის პროექტია რაც მე მინდა თუ არა.
ბოლოს ძაააალიან პატარა უმცირესი კორექტირება გავაკეთეთ:
1. სამი ერთმანეთის მიყოლებული ფანჯრის მაგივრად რომელიც უკანა ეზოში, ანუ ბაღშ გადის გავაკეთეთ ერთი დიდი, 3 მეტრი სიგანის. ვიტრინა ფაქტიურად.
2. კაბინეტიდან წინა ეზოში გამოსასვლელი ძალიან პატარა ვერანდა დავაზუსტეთ და დავხვეწეთ.
3. მეორე (მანსარდი) სართულზე ოდნავ გავადიდეთ მესამე საძინებელი ამ სართულზე არსებული სახლის შიდა აივნის ხარჯზე. ანუ მეორე სართულზე არის სივრცე რომელიც როგორც ფოიე, სართულის შუაში, როგორც ცენტრიდან აივანზე გამავალი სივრცე და ამავე დროს არის შიდა აივანი, ანუ შემოსაზღვრულია მოაჯირით და არის გადმოსახედი სახლის მთავარი ცენტრალური ოთახის იმ ნაწილში, რომელიც მაღალი ფანჯრებით არის განათებული და ადის სახურავამდე.

მოკლედ, ნელ ნელა გავამზადებ ამ შიდა ნახაზებსაც და ავხნი სად რა არის.
და დავწერ უფრო მეტს.

ხო, ნაკვეთი შემოიღობა კიდევ და ამაზე უკვე ამის შემდეგ დავწერ. რა და როგორ გაკეთდა, რამდენი ხანი, რა დაჟდა და სხვა.
აი ეს მოესწრო ზამთრამდე.
ახლა უკვე სახლის პროექტის შეთანხმებას ვიწყებ და საინტერესო ეტაპია, ანუ სახლის აშენების იურიდიული მხარე.