ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ კიდევ მიმაჩნია ბიბლიოთეკის დაგეგმვა.
და საერთოდ წიგნების თემა სახლში. ანუ ზუსტად ვიცი, რომ გვექნება ძალიან ბევრი თაროები და ბევრ სხვადასხვა ადგილას. ასევე რამდენიმე საინტერესო წიგნის საკითხავი კუთხე. წიგნის თაროების სიმრავლე მართლა წიგნების სიმრავლითაა გამოწვეული, იმიტომ რომ სადაც ვცხოვრობთ იქ არ გვეტევა წიგნები არსად და აწყვია ყველგან, სამზარეულოში, საძინებელში, ,,ზალაში'' (ყველაზე მეტი), ლოჯიაში, ჰოლში სადაც ღუმელთან სავარძელი დგას და წიგნის მაგიდა (ჟურნალების მაგიდას მგონი უფრო მართებულია წიგნის მაგიდას თუ დავუძახებთ).
ერთადერთი ადგილი სადაც წიგნები არ დევს არის სააბაზანო და ტუალეტი. თუმცა ერთგან, სტუმრად ყოფნისას ვნახე რომ საკმაოდ დიდ ტუალეტის ოთახში ქონდათ ასევე წიგნის თარო, პატარა, დაბალზე დამონტაჟებული, რომელშიც ელაგა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ტომები. :))))
საინტერესო გადაწყვეტაა :)))
ისედაც მოგეხსენებათ ტუალეტში ბევრს უყვარს წიგნის კითხვა (განსაკუთრებით ვინც ბევრ დროს ატარებს). ამიტომ ამის დამალვას ადამიანებმა ამჯობინეს უფრო კომფორტული გაეხადათ ეს პროცესი :)))) და იქვე მიალაგეს წიგნები.
miuxedavad imisa rom vgjdebi roca saxlshi cignebis tema dalagebuliaa. magram avghnishanv, rom
ReplyDeletemag: iaponiashi, sadac xalxi saxls acyobs "racionalurad"= martlac sachiro nivtebi mxolod. cignis taroebi ar akvt. yovel shabt kviras dadian bibliotekashi da sxedan da ecnobian VOGUESac ki. aseve moakvt saxlshi. magram saxlshi cyeba cignebi ar ulagiat.
sheidzleba es erti ukiduresobidan meore, magram urigo ar aghmochnda namdvilad
tumca mec saxlshi igive tema makvs da mekneba axalshic, roca mekneba lamazad mocyobili taroebi mravalferovani literaturit
ReplyDeleteკარგი ბიბლიოთეკა და მყუდრო კაბინეტი ყოველთვის სასურველია... და ახალ სახლში, მით უმეტეს, სასიამოვნოა მისი დაგეგმვა–მოწყობა:)
ReplyDeleteიაპონელები იაპონურად ცხოვრობენ :)))
ReplyDeleteწიგნებს გარდა მისი პირდაპირი დანიშნულებისა, ხშირად სხვა დატვირთვაც აქვს:
1. განწყობას ქმნის;
2. ინტერიერში დიდი როლს თამაშობს (არ დამაბრალოდ ახლა გასაფორმებლად იყენებსო :))
3. საკმაოდ საინტერესო და ღირებული ინვესტიციაა ხშირად (იხილე აკა მორჩილაძის ,,Made in Tiflis'').
4. ძალიან ინდივიდუალურია დამოკიდებულება, მე მიყავრს წიგნები... მიუხედავად იმისა რომ სულ ვამბობ იმაზე ბევრად ნაკლებ დროს ვუთმობ ვიდრე მინდა :((((