Tuesday, June 30, 2009

SEARCH

ასე დაიწყო მიწის ნაკვეთის ძებნის პროცესი. არ ყოფილა ესეც ადვილი. ჯერ უნდა ჩამოყალიბდე სად გინდა. ჩვენ (ოჯახი ანუ) თავიდან ათასნაირ იდეებს ვბადებდით. ხან თბილისთან ახლოს, ხან მცხეთაში, ხან წყნეთი, კოჯორი, მუხაწყარო...
მერე მივხვდით. ეს სადაჩეებია, ჩვენ კი სახლი გვინდოდა. დილით რომ წამოხვალ სამსახურში და საღამოს მიხვaლ უკან დაღლილი. სამსახურით დაღლილი და არა უკანა გზით.
ნელნელა გადმოვინაცვლეთ ქალაქში ნაკვეთებზე. იყო ვარიანტი საირმეზე. მარა როგორი... 500 კვ.მ. და ფასი სადRაც 150 000 . ანუ ეს ის ვარიანტია რამდენიმე სასტავმა ერთად რომ უნდა იყიდოს და მცირე კორპუსი ააშენოს. ანუ აქ შეიძლებოდა 900 კვ. მეტრი ფართის შენობის დადგმა, ანუ ასე 4 სართულიანი, თითო სართულზე 2 ბინა რა...
მარა ეს სხვა თემაა, ამას ცხადია ბევრი ფინანსები უნდა, თუმცა მერე ალბათ ამოიღებ ამ ფინანსეს ამ ბინების გაყიდვის ხარჯზე, მაგრამ სანამ რაღაცას არ გააკეთებ არავინ არ იყიდის, ანუ აშენების მსურველებს ერთად ამდენს (დაახლოებით 7–10 იჯახი) ვერ ნახავ. ამიტომ უნდა იყიდო მიწა (ერთიანი ხარჯი 150 000$) მერე პროექტირება, ნებართვები და მთელი ამბები, მიწის სამუშაოები, ეს ყველაფერი 4 სართულიან და 900 კვადრატიან სახლზე ძვირი ჯდება, ანუ მასშტაბურია შედარებით. და მხოლოდ საძირკველს რომ ამოიყვან და სართულის შენებას დაიწყებ, მერე შეიძლება გაჩდნენ მყიდველები, ანუ როცა საქმე დაძრულია და შენდება.
საბოლოოდ შეიძლბა შენი დახარჯული ფულიც ამოიღო და ბინა დაგრჩეს ერთი 100–200 კვადრატი თვითღირებულების ნახევარ ფასში. ან უფრო იაფადაც.
მაგრამ ასეთ შემთხვევაში ფინანსები გინდა თავიდან დიდი, სტარტია ძვირი.
დავივიწყეთ ეს ვარიანტი.
მერე იყო ნაკვეთები ვერაზე ზემოთ, კვადრატული 200–დან 300$ მდე.
იყო ნუცუბიძე....
მერე კიდე უფრო რაციონალურად მივუდექი. ანუ თუ მიწა იქნება ძვირი იდეაში ძაან გააძვირებს მთელ პროექტს და ვერ გაქაჩავ. იაფი მიწები შედარებით გარეუბნებში...
ხოდა ხო ვცხოვრობ ისედაც დიდ დიღომში. ანუ შეჩვეული და ნაცნობი გარემო. დავიწყეთ ძებნა. დიდი დიღომსა და სოფელ დიღომს შორის არის დიიიდი მინდორი, 2 დიდი მინდორი, სადაც ამ ეტაპზე მეტნაკლები ინტენსივობით მიდის პატარა 2–3 სართულიანი საკუთარი სახელბით განაშენიანებული უბნის ფორმირება.
აი ტოიოტას ცენტრის უკან დასახლებას რომ ეძახიან ეგეც მაგის ნაწილია. იხილეთ ორთოფოტო:

მერე კიდე უფრო რაციონალურად მივუდექი. ანუ თუ მიწა იქნება ძვირი იდეაში ძაან გააძვირებს მთელ პროექტს და ვერ გაქაჩავ. იაფი მიწები შედარებით გარეუბნებში...

ხოდა ხო ვცხოვრობ ისედაც დიდ დიღომში. ანუ შეჩვეული და ნაცნობი გარემო. დავიწყეთ ძებნა.  დიდი დიღომსა და სოფელ დიღომს შორის არის დიიიდი მინდორი, 2 დიდი მინდორი, სადაც ამ ეტაპზე მეტნაკლები ინტენსივობით მიდის პატარა 2 სართულიანი საკუთარი სახელბით განაშენიანებული უბნის ფორმირება.

აი ტოიოტას ცენტირ კან დასახლებას რომ ეძახიან ეგეც მაგის ნაწილია. იხილეთ ორთოფოტო. როგორც ხედავთ წითელი წირით შემოსაზღვრული ტერიტორია მინიმუმ ორჯერ დიდია დიდ დიღომზე.  ანუ განვითარების საინტერესო პერსპექტივაა ჩემის აზრით.

Sunday, June 28, 2009

მიწა

საკუთარი სახლის ასაშენებლად აუცილებელია საკუთარი მიწა....

მიწა არის საკუთრების ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი. მიწა არის უძრავი ქონების წარმოშობის ამოსავალი წერტილი. მიწა არის საკუთრების უფლების ის ობიექტი რომელიც არ ცვდება, არ იხარჯება, არ გადაადგილდება, არ ქრება არ ისპობა უკვალოდ.

მანამ სანამ არსებობს დედამიწა, ამ სფეროზე შენი უფლების ობიექტი, პატარა მიწის ნაკვეთი მუდამ შენი საკუთრებაა...

მოკლედ იმისათვის რომ სახლი ამეშენებინა მიწა უნდა შემეძინა....

1-ლი პოსტი

პირველი პოსტი იმის შესახებ თუ რა ბლოგია ეს...

მოკლედ ჩემი ბოლოდროინდელი აკვიატებაა საკუთარი სახლის აშენება. ხოდა კაი ხანია ამ იდეას ვუტრიალებ. მოგესხენებათ არაა ადვილი, საერთოდ ალბათ ყველაზე ძნელი რამეა შენთვის სახლის აშენება და დიდად საპასუხისმგებლო.
ის გამახსენდა ახლა, ყველა კორპუსის მშენებელი (აქსისცენტრპოინტარსისაბაპლიუსი და სხვა ჯანდაბის პროექტები) რო ასე აქებს თავის მომავალ (ჯერ მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს დამთავრება) კორპუსს: ძმაო, უმაღლესი ხარისხის კორპუსი შენდება, მე და ჩემმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ აქ, ხოდა ჩემ შვილს ხო არ დავუშავებ და მოვატყუებ, ძმაო...

ხოდა ძმაო, გადავწყვიე აშენება.

ერთელ მეგობრებთან ვთქვი და როგორც ყველა თემაზე, ამაზეც მაგარი კამათი ატყდა, აუ ძაან ძვირი ჯდებაო, ისაო, ესაო... მე ვამტკიცებდი არ ჯდება მაგდენი თქვენ რო ამბობთ მეთქი, ციფრები ითქვა მრავალი.... 300 000 ლარიდან 100 000 დოლარამდე, და პირიქით.

მე ვამტკიცებდი (ოღონდ რატო არ ვიცი, ჯერ არაფერი ამიშენებია...) ვამტკიცებდი რომ სამოთახიან ბინაზე ცოტა შეიძლება მეტი დაჯდეს თქო... 3 ოთახიანი ასე 60–70 000 აშშ დოლარის ამბავში ვიგულისხმე.

ხოდა ნუ ეს მიწის გარეშე... იმენნა აშენების ფასი... ძმაკაცმა არაო, 100 000 დოლარი მინიმუმიაო, არც გეყოფაო, 150 000 მაინც ახვალო...

ხოდა მერე გამიჩდა იდეა, რო მთელი ეს პროცესი იყოს ,,საჯარო და გამჭვირვალე'' (ოღონდ არცერთი ენჯეოშნიკი არ ვნახო აქ :))))).

მოკლედ ვიწყებთ.

იმედია დვორსკი დამეხმარება ხოლმე ბლოგის სწორად კეთებაში.
ანუ საინფორმაციო მხარდაჭერა: დვორსკი !