Tuesday, June 28, 2011

ინტერიერის შტრიხები

ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ კიდევ მიმაჩნია ბიბლიოთეკის დაგეგმვა.
და საერთოდ წიგნების თემა სახლში. ანუ ზუსტად ვიცი, რომ გვექნება ძალიან ბევრი თაროები და ბევრ სხვადასხვა ადგილას. ასევე რამდენიმე საინტერესო წიგნის საკითხავი კუთხე. წიგნის თაროების სიმრავლე მართლა წიგნების სიმრავლითაა გამოწვეული, იმიტომ რომ სადაც ვცხოვრობთ იქ არ გვეტევა წიგნები არსად და აწყვია ყველგან, სამზარეულოში, საძინებელში, ,,ზალაში'' (ყველაზე მეტი), ლოჯიაში, ჰოლში სადაც ღუმელთან სავარძელი დგას და წიგნის მაგიდა (ჟურნალების მაგიდას მგონი უფრო მართებულია წიგნის მაგიდას თუ დავუძახებთ).
ერთადერთი ადგილი სადაც წიგნები არ დევს არის სააბაზანო და ტუალეტი. თუმცა ერთგან, სტუმრად ყოფნისას ვნახე რომ საკმაოდ დიდ ტუალეტის ოთახში ქონდათ ასევე წიგნის თარო, პატარა, დაბალზე დამონტაჟებული, რომელშიც ელაგა დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ტომები. :))))
საინტერესო გადაწყვეტაა :)))
ისედაც მოგეხსენებათ ტუალეტში ბევრს უყვარს წიგნის კითხვა (განსაკუთრებით ვინც ბევრ დროს ატარებს). ამიტომ ამის დამალვას ადამიანებმა ამჯობინეს უფრო კომფორტული გაეხადათ ეს პროცესი :)))) და იქვე მიალაგეს წიგნები.






Monday, June 27, 2011

კიბე 2

აი რამდენიმე გენიალური კიბე.


Thursday, June 23, 2011

/ კიბე / Stairs /

მოვიდა დრო გავაკეთოთ კიბე.

აქამდე მეორე სართულზე მოსახვედრად ვიყენებდით ხელით გაკეთებულ ხის კიბეს, რომელიც ისეთი კაპიტალური იყო ბევრ სახლს შეშურდებოდა :))).
ეს კიბე ჯერ უკანა ეზოდან გვქონდა აივანზე მიდგმული.





მერე როცა უკან პირველი სართულის გადახურვა გავაკეთეთ ეს კიბე იქიდან ვეღარ ედგმებოდა და სახლის გვერდიდან, პირდაპირ ვიტრაჟის ცარიელ სივრცეში შევაყოფინეთ თავი და მივადგით მეორე სართულის იმ ადგილს, საიდანაც სახლის ე.წ. შიდა აივანია და პირველ სართულზე ჩამოსახედი.





საბოლოოდ მივუახლოვდით ეტაპს როცა უნდა მოხდეს კარ-ფანჯრის ჩასმა. ამით სახლი შეიძლება დასრულებულად მივიჩნიოთ, ანუ ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, შავი კარკასი.

მაგრამ კარ-ფანჯრის ჩასმის შემდეგ ამ მიდგმულ კიბეს ვეღარ გამოვიყენებთ.
გაგიკვირდებათ და ჩვენს სახლს პროექტით აქვს გათვალისწინებული კიბე. ნამდვილი ბეტონის მყარი კიბე, რომელიც პირველ სართულს მეორე სართულთან აკავშირებს.

გაგიკვირდებათ და ეს კიბე არ არის გარედან სახლის (როგორც მაგალითად ხაშურში აქვს ჩვენს სახლს). კიბე არის სახლის ინტერიერის ნაწილი.

გაგიკვირდებათ და კიბე არ ადის სამზარეულოდან, არც კაბინეტიდან, არც ,,ზალიდან''. კიბე ადის შემოსასვლელიდან. ანუ, სახლში რომ შევდივართ მთავარი კარიდან, იქვე გვხვდება მარჯვენა მხარეს კიბე. კიბესთან 2 ფანჯარაა განთავსებული, რაც უზრუნველყოფს რომ კიბე იყოს მუდმივად განათებული დღის შუქით.

კიბე იქნება რკინა ბეტონის. მონოლითურად ჩასხმული. კიბის ყალიბის (აპალოვკა) ასაწყობად ვიყიდეთ ლამინირებული ფანერკის (ქართულად არ ვიცი როგორაა) ნაჭრები, თითო 3 კვ.მ.



ვიყიდეთ 6 ცალი, თუ არ მეშლება. ეს ფანერის ნაჭრები დაიხერხა და ამით აიწყო კიბის ყალიბი, ქვედა ნაწილი. ეს დაგვჭირდა იმისათვის, რომ კიბის ქვედა ნაწილი იყოს ისეთივე როგორც კიბის ზედა ნაწილი და არა უბრალოდ ბრტყელი როგორც მაგალითად სადარბაზოს კიბის შემთხვევაშია.

ეს ინტერიერის ახირებაა რომ კიბე ასეთი იყოს. ნუ დაახლოებით ამას ვგულისხმობ რომ ვამბობ რომ ქვემოდანაც ისეთივე ,,საფეხურებიანი'' იქნება როგორც ზემოდან.



ჩვენი აწყობილი აპალოვკა და მასზე დალაგებულია რმატურა ასე გამოიყურება. ამაზე შემდეგ ზედა ნაწილი გაკეთდება, ანუ ვერტიკალურად ფიცრების დალაგება და სადაც ღია ნაწილი დარჩება იქიდან დაისხმება ბეტონი ყველა საფეხურზე ცალ-ცალკე. ეს რკინის არმატურა ზემოთ მეორე სართულზე დასხმული ფილის (პირველი სართულის ჭერის) არმატურის ქსოვილს ჩაება, რომელიც სპეციალურად იყო ამ მონაკვეთში მოშიშვლებულად დატოვებული. შესაბამისად კიბე მყარად იქნება ჩაჭიდებული პირველის ართულის ჭერზე (იგივე მეორე სართულის იატაკი) და ძირზე (პირველი სართულის იატაკი).

ჩვენი კიბე არის თითქმის 90 გრადუსით მოხვეული, ცოტა მეტითაც მგონი. და იქ სადაც უხვევს არ გვაქვს ე.წ. კიბის ,,პლაშადკა'' ანუ კიბის ბაქანი, არამედ პირდაპირ საფეხურებით ნელ ნელა უხვევს.












Friday, June 17, 2011

OBOBA

,,საოფისე''











ჩემი აზრით დღეისათვის თბილისში საუკეთესო ,,საოფისე'' შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით არის საბჭოთა პერიოდში აშენებული ეს შენობა და ისიც დღემდე სახელმწიფოს ეკუთვნის (ჯანდაცვის სამინისტრო).
მეორე ზუსტად ასეთი შენობა დგას ორთაჭალაში და იქ ფინანსთა სამინისტროა დღეს. ყოფილი ნუგზარ შევარდნაძის შენობა, სახელმწიფოს რომ აჩუქა მოგვიანებით.

ისე სულ ცოტა ხნით ამ ორთაჭალის შენობაში ჩვენი ოფისიც იყო ერთ სართულზე. მოკლედ ძალიან კარგი დასაგეგმარებელი შენობაა, შიგნით თითქმის ყველა კედელი იხსნება. ამ შენობის მზიდი კედლები არის ეს გარე კოლონები რომლებიც გარედან ჩანს და შუაში არსებული ლიფტების და კიბის შახტა. ვსა, გარშემო სრული თავისუფლებაა.

მოკლედ გვერდი გვერდ რომ იდგნენ სადმე კარგ არქიტექტურულ სივრცეში ეგეც ჩვენი თბილისური ტყუპები იქნებოდა....

Thursday, June 16, 2011

წყალი - ეზოს დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტი

მინი წყალსატევი, გუბე, აუზი, წყაროს იმიტაცია, ეზოს ონკანი, სარწყავი სისტემა, შადრევანი და სხვა სწლის ელემენტების შემცველი დეკროატიული ობიექტები ეზოს დიზაინში მგონი ძალიან დიდ როლს თამაშობს.

საცურაო აუზს ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ!

ეს უკვე გადაწყვეტილია.
მიზეზეზები მრავალწახნაგიანია. პირველ რიგში ეზოს ზომების და სახლისა და ეზოს დიზაინის ძირითადი ხაზიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მოვიფიქრე როგორი უნდა იყოს აუზი, როგორ უდნა ჩაჯდეს ექსტერიერში და ასე შემდეგ. ისე უბრალოდ გასაგრილებლად კიდევ მე არ მინდა რამე დავდგა ან ავაშენო, რაც ამოვარდნილი იქნება ძირითადი სტილიდან.

ისე გრძელვადიანი გეგმები მაქვს და ცოტა შორეულ პერსპექტივაში მაქვს რაღაც მონახაზი და ჩანაფიქრი ამ თემაზე.

ახლა ჯერ ვფიქრობ სხვადასხვა ვარიანტებზე. მართალია ჯერ ადრეა ამ რაღაცეების განხორციელება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რაც მეტი დროა მოსაფიქრებლად, მით უფრო საინტერესო რამის მოფიქრება შეიძლება.....

















Wednesday, June 15, 2011

გამწვანება

ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.
გამწვანება პროგრამის ის ლურსმანია (Гвоздь Программы) რომლის გამოც ჩვენ ეს ავანწიურა წამოვიწყეთ.

გამწვანებული ეზო, ხეები, ბუჩქები, ბალახი, ჰამაკი, მცოცავი მცენარეებით დაფარული კედლები. ეს გვინდა ყველაზე ძალიან.



სახლის მშენებლობა რო დასრულდება, გარე ნაწილის, მერე უნდა მოხდეს ეზოს დაგეგმარება. ჯერ პროექტის არქიტექტორმა უნდა გააკეთოს ზოგადი მონახაზი ეზოსთვის, სად იქნება ბესედკა, ე.წ. ,,სამწვადაო'' მაყალით, სად ტერასა, პატარა ქვის კიბე, შეიძლება შადრევანივით რაღაც ობიექტიც, სადმე შეიძლება დეკორატიული ელემენტებით გაფორმება, უამრავნაირი გადაწყვეტა არსებობს.
ამ ზოგადი მონახაზის მიხედვით, მერე ჩვენი ხელოსნები ეზოს მოჭრიან მიწას და დაარეგულირებენ მიწის პირის დონეებს. აქ მნიშვნელოვანი თემაა დაქანებების სწორად გაკეთება რომ ეზოში წყალი არ დადგეს. მივეჩვიეთ ბოლო დროს შეურაცხად წვიმებს.
ამას წინათ ჩვენს ეზოში ერთ ნაწილში ძალიან შლამიანი ტალახი და გუბეები დადგა, იმიტომ რომ წყლის ნაკადებმა მაქეთ მორეკა წყალი და ტალახი და გასასვლელი ვეღარ იპოვა.

მოკლედ ეზოს ამბავში გასაკეთებელია სახლის გარშემო დრენაჟი, ანუ თხრილი თავისი ზემოდან ,,რეშოტკით'' რომ ჟოლოპებიდან ჩამოსული წყლები და ისე ეზოს წყლები მანდ ჩავიდეს, და ეგ მერე სანიაღვრე სისტემას უნდა მიუერთდეს ეზოს გარეთ (რომელიც ჯერ ბუნებაში არ არსებობს),

ქვაფენილი სახლის გარშემო და სახლის გვერდითა ნაწილზე სადაც მანქანა უნდა დადგეს...

და შიდა უკანა ეზოს გამწვანება, ასევე სახლის წინა ეზოს გამწვანება. სახლის წინ დაახლოებით, ქუჩის მხარეს გამოდის 100-120 კვ.მ. ეზოს ნაწილი გასასმწვანებელი.
მანდ ალბათ უნდა იყოს დეკორატიული ლამაზი გამწვანება, ლამაზი ბალახი, სვეტური ხეები, და ღობეზე გადაკიდებული ყვევილებიანი ბუჩქები, ძალიან მოვლილი და კოხტა იერით.
სახლის უკანა ეზო კი, რომელიც დაახლოებით 400 კვ.მ. გამოდის, უნდა იყოს ე.წ. ,,ინგლისური ეზო''. ასე ეძახიან გამწვანების სპეცები იმგვარ მწვანე ეზოს, რომელიც ცოტა ქაოსურ, ოდნავ ველურ და ბუნებრივ იერზე დგას. თანაც აქ უკვე შეიძლება დეკორატიულ ლამაზ მცენარეებს ჩვეულებრივი ხალხური ქართული ხილიც შევურიოთ - ბროწეული, ალუბალი, ვაშლი, ატამი, .....





















სიახლეები (გაზის ქსელზე მიერთება)

რამდენიმე სიახლეა:

1. მერიამ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა კიდევ 12 თვით. ანუ მე ამ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიხედვით სახლის მშენებლობა 2011 წლის ივლისის მაგივრად 2012 წლის ივლისამდე მაქვს. სახლის მშენებლობსი დასრულება ნიშნავს მის გარეგან-ვიზუალური ნაწილის დასრულებას და კომუნიკაციების ჩართვას.

2. გაზის თემას რაც შეეხება ყაზტრანსგაზში შევიტანე განცხადება, რომლითაც მოკლედ ვითხოვე ტექნიკური პირობის დადგენა. ეს გულისხმობს, რომ ყაზტრანსგაზმა უნდა შეისწავლოს თუ რა ობიექტი მაქვს, რა გაზის ხელსაწყოები უნდა ვიხმარო მე იქ (სამზარეულოს გაზქურა, წყლის გამაცხელებელი და გათბობის სისტემა)და განიხილოს შეუძლია თუ არა ტექნიკურად მიმაერთოს მის ქსელზე და სად რა წერტილში. ამის შემდეგ უკვე უნდა შედგეს კონკრეტული გაზის გაყვანილობის პროექტი, ანუ როგორ რანაირად შემოვა სახლში მილი, სახლის რომელ წერტილში უნდა დადგეს გაზის ხელსაწყოები და სხვა. ამ ამბავთან ადრეც მქონდა შეხება, ერთ ჩვენს კლიენტს ქონდა დავა გაზის კომპანიასთან და იქიდან მახსოვს გარკვეული რეგულაციები. ეს სფერო რეგულირდება, როგორც კანონით ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #12 დადგენილებით ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ''.
ამ აქტში დეტალურადაა გაწერილი როგორც გაზის მიმწოდებლის ასევე მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები და ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების წესი.



ამონარიდი ნორმატიული აქტიდან:

მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
1. აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც, ამ წესების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
3. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.
4. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
5. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს თავის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
6. განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება;
გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;
დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება;
ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა;
ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო);
ზ) მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე;
თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
7. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:
ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში _ ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა;
ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან.
8. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს საცალო მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
9. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე, უნდა შედგეს ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს აქტის შედგენას, განაწილების ლიცენზიატი კი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
10. ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე მომხმარებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით (დაზღვეული წერილის გაგზავნის ხარჯები ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ).
11. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც მიმწოდებელმა, თუ იგი განაწილების საქმიანობასთან ერთად ეწევა მიწოდების საქმიანობას, ხოლო მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში _ უზრუნველყოს მისი გაფორმება. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ტიპიური “ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება” (დანართი N1). ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს “ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების” დანართი N1-ით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის ხელმოწერა.
12. აბონენტად რეგისტრაციის, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა (მომხმარებლის სურვილის შესაბამისად) და ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესების პირობების შესაბამისად, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.
13. ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
14. ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.

მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი

1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მოხმარებლის ბუნებრივი გაზის ქსელის) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მომსახურების მოთხოვნითა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული განაცხადით მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს. ამასთან, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიუთითოს განმცხადებელს განაცხადში ამ წესებთან შეუსაბამო მოთხოვნებისა და უზუსტობების შესახებ.
2. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისა ან/და მომსახურებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესების მე-18 მუხლის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად, თუ ეს მუხლი სხვა პირობას არ ითვალისწინებს.
3. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
4. გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.
5. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მისთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება.
6. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში ამ ახლად აშენებული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით საჭიროა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთება, პირმა (ან პირთა ჯგუფმა), რომელსაც სურს მიუერთდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს, სათანადო განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.
7. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა და ხდება (ან ხდებოდა) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუნებრივი გაზით მომარაგება.
8. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის, ან მესაკუთრის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით მოქმედების საფუძველს. ეს მუხლი ასევე არ ვრცელდება სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტების ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთების შემთხვევებზე.
9. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს მიერთებისათვის სათანადო მოქმედების განხორციელება.
10. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის ან/და გაზიფიცირების სურვილის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას, ამ ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალების (მილსადენის) მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თვითონ უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით).
11. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების კუთვნილი ობიექტის გაზიფიცირება ან/და არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს გადაუხადოს მის მიერ ჩასატარებელი შეჭრა-მონტაჟის სამუშაოებისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასური (მრიცხველის განაწილების ლიცენზიატისგან შეძენის შემთხვევაში), ამასთან:
ა) შეჭრა-მონტაჟის საფასური მოიცავს როგორც ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების), ისე მათი გაზმომარაგებისთვის საჭირო ახლად აშენებული მიერთების საშუალების (მილსადენის) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების (შეჭრის), ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო საშუალებების (მრიცხველის გარდა) შეძენასა და დამონტაჟებას;
ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განაწილების ქსელზე მიერთების მსურველს შესთავაზოს სხვადასხვა სახისა და კლასის მრიცხველი (მის მიერ წინასწარ საჯაროდ გამოცხადებული ფასით), ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს თვითონ მოიძიოს სასურველი მრიცხველი (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური რეგლამენტითა და სტანდარტით განსაზღვრულ პირობებს) და მიაწოდოს განაწილების ლიცენზიატს დასამონტაჟებლად. თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელია აღნიშნული მრიცხველის დამოწმება, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მრიცხველის მიწოდებისთანავე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს ამ წესებში მოცემული მრიცხველის შემოწმებაზე გაწერილი პროცედურები _ მრიცხველის ვარგისიანობის დადგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიერთების მსურველი. (18.03.2010 N4)
12. ობიექტის გაზიფიცირებასა და არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საპროექტო თუ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პირობებზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში, ამ მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად. გაცემული ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს;
ბ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარების დასაშვებ მოცულობასა და წნევას.
13. არსებულ განაწილების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ განმცხადებლისთვის მისი შესრულება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან (თუ აღნიშნული სამუშაოების შესრულება ამ წესების შესაბამისად არ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებას).
14. ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეესაბამებოდეს განაცხადით წარდგენილი ობიექტის (მიერთების შედეგად, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის მოხმარება) სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციას. აღნიშნულ დოკუმენტაციაში მიერთების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სათანადო შესწორებები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით.
15. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელის შესაბამის საფეხურზე.

16. არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის ან მომხმარებელთა (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ობიექტის) გაზიფიცირებისას, მათ შორის, მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიერთების მსურველმა უნდა აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნულის შესახებ, წარუდგინოს დასკვნა ახლად აშენებული მიერთებისათვის საჭირო საშუალების (მილსადენის) ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შესახებ და შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდის ან ამ საფასურის გადახდის განწილვადების პირობებზე შეთანხმების შემდეგ წერილობით მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან შესაბამისი სამუშაოების დასრულება და ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება შესაბამისი საფასურისთვის განსაზღვრულ ვადაში. (18.03.2010 N4)
161. განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (საცალო მომხმარებელს) შეუძლიათ წერილობით შეთანხმდნენ, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შემდეგ შეჭრა-მონტაჟის საფასურის ან/და ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, აღნიშნული საფასურის ამოღება უზრუნველყოს ამ წესებით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის გადასახდელი თანხა შეთანხმების შესაბამისად ასახოს ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის დავალიანებაში. (18.03.2010 N4)
17. გამანაწილებელ ქსელზე შეჭრა-მონტაჟის საფასური განისაზღვრება შემდეგი ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით): (18.03.2010 N4)
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის, ასევე არსებულ გამანაწილებელ ქსელზე ერთდროულად ორი მომხმარებლის მიერთებისას (შეჭრისას):
ა.ა) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში _ 100 ლარი;
ა.ბ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში _ 70 ლარი;
ა.გ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში _ 40 ლარი.
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის, ასევე ორი მომხმარებლის გარდა ყველა სხვა შემთხვევაში:
ბ.ა) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან სამი დღის ვადაში _ 1000 ლარი;
ბ.ბ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 15 დღის ვადაში _ 700 ლარი;
ბ.გ) მომარაგების დაწყებაზე განაცხადის შეტანიდან 30 დღის ვადაში _ 500 ლარი.
18. შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს როგორც ახლად აშენებული მიერთების საშუალებების (მილსადენის) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების (შეჭრის), ისე თითოეული იმ პირის ქსელთან მიერთების სამუშაოებზეც, რომელთაც სურთ გახდნენ განაწილების ლიცენზიატის აბონენტები. ხოლო, თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება მხოლოდ ერთი ახალი მომხმარებლის მიერთება, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეჭრა-მონტაჟის საფასურის გადახდის შემდეგ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელზე მიერთება (შეჭრა) და აღრიცხვის კვანძის მოწყობა-მიერთების ღონისძიებები.
19. გადახდილი საფასურის შესაბამისად, არსებულ გამანაწილებელ ქსელთან შეჭრა-მონტაჟის სამუშაოების მოთხოვნილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს ერთი თვის განმავლობაში, მოთხოვნილი სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების პერიოდის მიხედვით.
20. ამ მუხლის გამოყენება და მის საფუძველზე რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება განხორციელდა (ან ხორციელდება) იმ მიერთების მსურველის (საცალო მომხმარებლის) სათანადო განაცხადის გარეშე, რომელმაც ამ მიერთების შედეგად უნდა მოიხმაროს ბუნებრივი გაზი; ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით რაიმე ხარჯის ან საფასურის დაკისრება ასევე დაუშვებელია იმ განმცხადებლის მიმართ, რომლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვისაც საჭირო არ არის არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (მათ შორის შეჭრის) სამუშაოების ჩატარება და განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელის ან სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა, დამონტაჟება. (18.03.2010 N4)
21. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, ამ ახლად აშენებული ობიექტის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
22. ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებულება, ასევე, ამ ახალი მომხმარებლის მიერთებისთვის შექმნილი აქტივები არ მიიღებს მონაწილეობას განაწილების ან გატარების ტარიფის გაანგარიშებისას, თუ აღნიშნული განხორციელდა მომხმარებლის ხარჯით ან მისგან მოზიდული სახსრების მეშვეობით. (18.03.2010 N4)

მოკლედ ამ ინსტრუქციით ვისარგებლებთ.
ამის გარდა კიდევ უნდა არსებობდეს როგორც მახსოვს გაზის სპეციფიური უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები სადაც მაგალითად მითითებულია რომ სარდაფში და უფანჯრო სივრცეში გაზის ხელსაწყოების მონტაჟ აკრძალულია და სხვა... მოკლედ ეს საკმაოდ მკაცრად რეგულირებული თემაა და რა ხელსაწყოებსაც და სიმძლავრეებსაც შეათანხმებ გამანაწილებელთან (ყაზტრანსგაზი ან სხვა ქსელი) და როგორ პროექტსაც მოგიმზადებენ, ზუსტად ისე უნდა გააკეთო, სხვაგვარად შიდა ქსელის გამართვა, ან უფრო მაღალი სიმძლავრის ან მეტი ოდენობის ხელსაწყოების დამატება იწვევს ჯარიმებს და ქსელიდან გათიშვებს. მოკლედ, გამანაწილებელი ქსელის კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს სად რა გაზის ხელსაწყო გიყენია და რამდენია შენი სიმძლავრეები და წნევა (მაღალი / დაბალი).



მოკლედ რომ აღვწეროთ ეს ხარჯები და ასე შემდეგ...
800 ლარი გადავიხადეთ თითო ოჯახმა იმისთვის რომ უბანში ქსელი შექმნილიყო, ანუ ქსელი ლოკალური, რომელიც მიუერთდება დიდი ცენტრალურ ქსელს. ამის გარდა 2-2 ოჯახზე ერთ ლეგურატორს ვყიდულობთ, რომელიც 200 ლარამდე ღირს, და რაც მაღალი წნევის აირს გარდაქმნის მგონი დაბალი წნევის აირად, თუ სწორად გავიგე.

ეს ლოკალური ქსელი უზრუნველყოფს იმას, რომ ცენტრალური ქსელის შეჭრის წერტილიდან თითოეულ ნაკვეთამდე მოდიოდეს მილი.
შიდა ქსელის პროექტის გაკეთება, შიდა ქსელის გაყვანა (ნაკვეთში და სახლში) და ქსელში ჩართვის ნებართვა (თავისი დამატებითი გაუთვალისწინებელი ხარჯებიანად) რა თანხაზე ავა დავწერ მერე...

ცალკე დასათვლელია უკვე შიდა გათბობის სისტემის მონტაჟის თანხა (მილები იატაკში, რადიატორები, გათბობის ქვაბი, სხვადასხვა რეგულატორები)...

Sunday, June 5, 2011

სხვა არქიტექტურა

აგური შემოგვაკლდა მოსაპირკეთებელიდ ა დავიწყე ძებნა. ჩვენი აგური როგორც ვთქვი ძნელაძეზე რომ მილიციიის საუკუნის შენობა დაიშალა იქიდანაა წამოღებული.
ახლა ისევ ამდაგვარი აგური მჭირდება. არ ყოფილა ადვილი საშოვნელი. ზომით, ფერით, ფაქტურით ხომ უნდა გავდეს რომ ამით როცა გავაგრძელებ გადასვლა უხეშად არ დაეტყოს და ზოლივით არ გამოვიდეს (სახლის ნანეტი :)))

ხოდა ამ ძებნაში ჯერ ფიქრის გორაზე, ვარაზისხევის პირას ერთის სახლი დაიშალა და იქ ამოვყავით თავი. მანდ ვეღარ მივუსწარით, სულ გაყიდული ქოდნათ.
მერე მიგვასწავლეს წყნეთში, იქაც ერთი ძველი სახლი იშლებაო.
ავედით, საინტერესო კომუნისტური დაჩა დაგვხვდა. ეგ აგურიდ ავიწუნეთ. ეს ის არაა რაც ჩვენ გვინდა. ეს არის 40-50 იანი წლების აგური, სულ სხვანაირია. უფრო მეტად პრიალაა და ქარხნული.
ის რასაც მე ვეძებ უფრო ხორკლიანია, უფრო უსწორმასწორო და ძველი, დაახლოებით 100 წლის.

ესეც იმ სახლის ფოტოები, წყნეთში რომ იშლება ძველი... 50-60 იანებში აშენებული





ეს კიდევ სხვა არქიტექტურული ნიმუშები, ბაგებისა და წყნეთის შემოგარენში :)))







ამზომველები

აი ეს ფოტოებია სახლის აზომვის პროცესი. ეს ხალხი ჯერ ავიდა დიღომშ რაღაცა მთაზე, იქ დააყენეს ე.წ. ,,ბაზა''. ეს ბაზა არის რაღაც საბაზო სადგური, ამათი ეს ანტენები იმას უკავშირდება, ის კიდე რაღაცას, თანამგზავრს ალბათ თუ არ ვიცი როგორაა, მოკლედ თანამგზავრთან კავშირით ამ ანტენით ზუსტ წერტილებს პოულობენ მიწის ნაკვეთზე (UMTS სისტემა).
ხოდა კიდევ ერთხელ აზომეს, ჩემი ღობე ფაქტიურად ზუსტად ემთხვევა ნაკვეთის საზღვრებს, ანუ სწორად აგვიშენებია, და სახლის კონტურიც დაიტანეს რუკაზე.





ეს ჩვენი ეზოს ,,ჩეჩმა'' :)))))))))))))))))) (დროებითი ნაგებობა)

Friday, June 3, 2011

აქ ვარ

არსად არ დავიკარგე, უბრალოდ ისევ ეს მოპირკეთება გრძელდება და ნელა მიდის.
ხვალ წყნეთში უნდა ავიდე, ცოტა აგური დაგვაკლდა და იქ რაღაც ძველი სახლის დემონტაჟ მიდის, ძალიან მაგარი აგური გვაქვსო, ხოდა უნდა ვიყიდო ერთი 3000 ცალი.
0.22 ლარად ყიდიან თითოს. პლიუს ტრანსპორტირება რა დაჯდება არ ვიცი. ერთი კამაზი მინდა რომ ერთი რეისი გააკეთოს, რავიცი 150-250 ლარამდე ალბათ, ხვალ გავიკითხავ.

მალე შიდა კიბის აწყობა და ბუხრის შენება უნდა დავიწყოთ და მაგასაც დავდებ მერე.