Sunday, April 17, 2011

,,აბშივკა''

აბშივკა არის ქართულად ალბათ გამოსაკრავი, ანუ გამოკვრა. მოკლედ ის რითიც უნდა მოაპირკეთო სახურავების ქვედა მხარეები.

სახურავი გარედან არის მთლიანად ერთნაირი, კრამიტი, რეიკები ორ ფენად, ტოლის სქელი ფენა, ფიცარი და კოჭი....

რაც შეეხება შიდა მხარეს სახურავის, იყოფა ორ ნაწილად, ის რაც სახლის შიგნით ყვება და ის რაც გარეთ, აივნებზე და კედლების გარეთ გადმოდის.

შიდა მხარეს კოჭებზე წავა თბოიზოლაცია და ალბათ კიდევ გიპსოკარდონი.
გარე მხარეს თბოიზოლაცია არაფეში ჭირდება ამიტომ ეგრევე აბშივკა უკეთდება.

ჩვენ აბშივკისთვის გერმანული ფიცარი ვიყიდეთ. სპეციალურად გამზადებული, დახერხელილი, გაშკურკული, ლაკებითა და ანტისეპტიკური სითხეებით დამუშავებული...

ეს ფიცარი რაღაცნაირი ღარებით როგორც დედალ-მამალი ისე ჯდება ერთმანეთში და სამაგრებით მაგრდება სახურავის შიდა ზედაპიზე, კოჭებზე ანუ...
საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სახე. ცოტა ღია ფერისაა მაგრამ ვფიქრობ ახლა ამაზე ლაკების სმის და ფერების დაყენების დრო და ნერვი ნაღდად არ მაქვს.. იყოს რაცააა... უხდება...















აქ რაც ჩანს ფოტოებზე, არის სულ 40 კვ.მ. აბშივკით გაკეთებული. სულ 100 კვ.მ. ვიყიდეთ, იქითა მხარესაც გააკეთებენ, სადაც გადმოსვლებია სახურავის, გარე კედლების კონტურიდან.. ფაქტიურად ანუ მთელი სახლის გარშემო.
100 კვადრატი არ გვეყოფა, ალბათ ერთი ამდენი კიდე დაგვჭირდება ეს მასალა. გერმანული ღირს 20 ლარი 1 კვადრატული მეტრი. ქართული ღირს 15-18 ლარი. მაგრამ მაინც გერმანულის ყიდვა ვამჯობინეთ.

ჯერერთი უფრო კარგი ნაკეთებია, დარწმუნებული ვარ ხეც უფრო გამომშრალია, შეიძლება სპეციალურ ღუმელებში დამუშავებულიც... იქ ხო ქარხნულად კეთდება ეს ყველაფერი. გერმანელებს არ ყავთ კომანდანტე ელიავა და არც ცეხები აქვთ...
მეორეც ის უკვე დამუშავებულია ანტისეპტიკებით და სხვადასხვა სპეციალური სითხეებით. ქართული კი ცალკე უნდა დაამუშაო ამ ლაკებით რაც კიდე ცალკე ხარჯია, ლაკისაც და ხელობისაც...

2 comments:

  1. ვაიმე, რა ძვირია.

    არა, მე შენი 100 რჩევიდან პირველს მივყვები, მორჩილად :)))

    ReplyDelete
  2. გამახსენე პირველი რჩევა? :)))))

    ReplyDelete