ახლა უკვე შეიძლება ითქვას რომ სახურავი მორჩა. ანუ სახურავის ზედა ნაწილი ძირითადად ყველა მხრიდან მარჩოა, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ბოლომდე ჯერ არ გაკეთდა, იმიტომ რომ სხვა რმეს უშლის ხელს.
სხვენში უნდა სახურავის შიგნიდან გაკეთდეს თბოიზოლაცია. ამაზე ცოტა უკვე დავწერე და როცა გაკვრას დავიწყებ უფრო დაწვრილებით მერე დავწერ.
ორმაგ იზოლაციას ვფიქრობ, მთლად სხვენზე, ანუ სახურავის შიდა ნაწილზე გავაკრავ 12 მილიმეტრიან მინა ბამბას (ბაზალტის ქვაბამბას ფოლგით). ეს ჯამში გამოვა სადღაც 210 კვ.მ. X 17 ლარზე ანუ 3500 ლარი. და ქვედა სხვენზე, ანუ ოთახების თავზე რაც არის გაფიცრული იქ გავუშვებთ 5 ან 8 მილიმეტრიან სპეციალურ ასევე ფოლგიან იზოლაციას, რომელიც არის აქეთ იქიდან ფოლგა და შუაში რეზინივით მასალა. ფოტოებს გაჩვენებთ. ესეც გამოვა დაახლოებით 80 კვ.მ. X 8 ლარზე, ანუ 640 ლარის.
მოკლედ, ამაზე დაწვრილებით მერე...
ახლა ის რაც ამ წამს ხდება იქ...
1. აგური, რომლითაც ნდა მოვაპირკეთოთ სახლი თითქმის სულ გირეცხა...
2. შესასვლელი მხრიდან ვერანდაზე 4 კოლონა რომ არის, ის პირდაპირ ამ აგურით უნდა აშენებულიყო, იმიტომ რომ წვრილი კოლონებია, არ უჭირავს არავითარი მზიდი კონსტრუქციები, მარტო ვერანდის კრამიტითდახურული სახურავი უნდა დაიკავოს... ეს კოლონები რომ ბეტონით ჩასხმული გაგვეკეთებინა ეგეთი წვრილი აპალოვკის აწყობა გაჭირდებოდა, და ამიტომ პირდაპირ ამ აგურით აშენებენ და შუაში სიცარიელეში ასხავენ ბეტონს.
ამ აგურის ფაქტურამ და წყობამ გამოაჩინა მთელი სახლი როგორი იქნება საბოლოოდ...
თუმცა აივანზე კედლების მოპიკეთებაც დაიწყო უკვე და რამდენიმე წყება აგური აქაც დალაგდა..
ცოტა უხეშად ჩანს აგურებს შორის ,,შოვები'' მაგრამ ეს მერე როცა კარგად გაშრება ცემენტი, კიდევ ერთხელ უნდა გასუფთავდეს და საბოლოო, საფასადე სახე მიეცეს..
აი ასეთი კედლები გვექნება. გარედან, მთლიანად, და კრამიტსის და ამის შეხამება იქნება საოცარი.
momcons! :) gemrieli saxli gamodis, ai shen rom dampatijeb da me rom moval sixarulit, egeti ;) (Lika-Elena ;))
ReplyDeletekai batono magram, შენ რომელი ხარ?
ReplyDeleteსეხნიაშვილია ეგ :)
ReplyDeleteLIka Elena :)))) ახლა შევამჩნიე...
ReplyDeleteპრიგლაშაიუ ნა ჩაი ვ სადუ....
ვა რა მაგარი გამოვიდა ეს გარეცხილი აგური, ძველი , ყველზე სიმპატიური :)))))
ReplyDeleteჯერ კიდევ ისე არ ჩანს, ეს სულ უნდა დაიფაროს, მერე კიდე ზედვე ცოტა შელამაზდეს ეს ,,შოვები'' ანუ აგურებს შორის ნალესი და მერე კიდე გასუფთავდეს და ცვილის ლაკით დამუშავდეს :)))))))))))
ReplyDelete