Monday, April 4, 2011

დათბუნება

სახურავი ფაქტიურად მორჩა, ზედა, კრამიტის სამუშაო...

ცოტა კურტანი და კრამიტი დაგვაკლდა ვერანდების სახურავებზე მაგრამ ამ დღეებში მოიტანენ. ფასი 60 თეთრი.

ახლა სახურავის ქვედა ნაწილია გასაკეთებელი. კარგი თბოიზოლაციის მასალა გვინდა. ელიავაზე ვნახე ერთი მაღაზია, რომელშიც კარგი იზოლაციები იყიდება, მათ შროს ხმის იზოლაციაც, რომელიც ღამის კლუბს რომ გაუკეთო გარეთ ხმა არარ გამოვა ისე ახშობს.

თუმცა ჩვენ არ დაგვჭირდება, ისედაც 3 მაგი შუშით მინაპაკეტის მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმას ვგეგმავ და კედელიც 40-46 სანტიმეტრიანია, 2 აგურის ფენით, რავიცი, სულ ხო არ დავაყრუებთ იქაურობას... გარედან ხმა უნდა შემოდიოდეს სახლში ზომიერად.
თორე საშინელი სანახავია ფანჯრიდან რომ უყურებ გარეთ ეზოში რამეს, ან ვინმეს და ხმა საერთოდ რომ არ გესმის, როგორც MUTE ტელევიზორში.

თბოიზოლაცია არის რამდენიმე სახის. ფასებიც სხვადასხვაა. მე ვმერყეობ 2 ვარიანტში:

1. 2 სანტიმეტრიანი ქვაბამბა (მინაბამბის გაუმჯობესებული ვარიანტი) ცალ მხარეს სითბური ამრეკლი ფოლგით. აი ფოტოც

2. 8 მილიმეტრიანი მსგავსივე 2 ვე მხრიდან ფოლგიანი რეზინის მაგვარი გადასაკრავი. წარმოიდგინეთ სქელი, 8 მილიმეტრიანი ტოლი ორივე მხრიდან ვერცხლისფერი ფოლგით.

ეს ფოლგა შვება იმას, რომ ტემპერატურას ირეკლავს. ანუ, გარდა იმისა, რომ ეს მასალა არ ატარებს ტემპერატურას, ანუ ერთი მხრიდან სიცივეს და მეორე მხრიდან სითბოს, ასევე ირეკლავს სითბოსაც და სიცივესაც რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს არგატარების თვისებებს.
ერთი პერიოდი ვფიქრობდი 2 ვე მასალის გამოყენებას, ანუ კჭებს შორის ჩამედო ეს ქვაბამბა და მერე ქვემოდან გამეკრა ის 8 მილიმეტრიანი 2 ვე მხრიდან ფოლგიანი მემბრანა...
თუმცა ძვირია,... ფასებს დავწერ, გავალ ამ დღეებში...

და კიდე დავწერ. მანამდე ფოტოები....


No comments:

Post a Comment