აგური მოვიტანეთ. ასაშენებელი აგური. ბლოკისხელაა ლამის, ამ აგურით 30 სმ. სიგანის კედლები უნდა აშენდეს.
აგური კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდანაა. ცნობილი ძელი საწარმო, ს.ს. მეტეხის კერამიკა. აგურის ფასი 1.07 ლარი, პლიუს მოტანა 300 ლარი. ერთ მოტანაზე პრიცეპიან კამაზს მოაქვს 2200 ცალი აგური.
გარდა ამისა სტრუპცინებს რო ვეძებდი ვიშოვე. ცალის ქირაობა 3 ლარი თვეში. ამ ეტაპზე 190 ცალი ვიშოვე, მერე მომიწევს კიდე 50 ცალამდე რომ დავამატო.
ასეთი სამშენებლო ქაოსია ჩვენს ეზოში...
ა, ხო, ამ აპალოვკით შეკრულ კოლონებში უკვე ჩაესხა ბეტონი, სულ 7 კუბი წავიდა.
რაც შეეხება წინა 4 დეკორატიულ კოლონას, ისეთი ვიწროებია რო ბეტონი ვერ ჩაისხმეოდა, ანუ რო ჩაასხამ ბეტონს ზევიდან ბოლომდე არ ჩავა ძირამდე, და ვერ ბეტონის ვიბრატორს ჩაყოფ სივიწროვის გამო შიგნით რომ ჩატკეპნო. ამიტომ გადაწყდა რომ მანდ როცა საფასადე აგური აირჩევა და მოვიტანთ, პირდაპირ აგურით ამოაშენებენ და პარალელურად ჩაასხამენ ხოლმე ბეტონს, ააშენა 1 მეტრი ჩაასხა ბეტონი, ააშენა კიდე მეტრი, კიდე ჩაასხა და ასე..
4 დეკორატიული კოლონა რა არის?
ReplyDeleteწინ სვეტებს ხომ არ უკეთებ ?:D
ჰო, მეტეხის ძველი ქარხანა...
ReplyDeleteჩვენც ვიყიდეთ მანდ ოდესღაც აგური, პატარა რომ ვიყავი :)
კარგი ამბებია! :)
ხო ეკა, 4 ცალი დეკორატიული კოლონა, აბა ზემოთ ჰედერში სახლს დააკვირდი, არ აქვს ვერანებზე 4 ცალი სვეტი?
ReplyDeleteქეთო, აგური უკვე კარგია... კარგი ამბავია :)))