კოლონების გარშემო შეკრეს ე.წ. აპალოვკა. ხის ყუთი, რომ ბეტონი ჩაისხას შიგნით. ეს ახლა უბრალოდ შეკრულია, მერე ამას უნდა დამატებით კიდე გასწორება სულ თარაზოში და შვეულში და კარგად დამაგრება დაჭიმვა, პარასკევს მოვა მანქანა და ჩაასხამს ბეტონს. ამის შემდეგ უკვე სამშაბათს მაქსიმუმ ეს ხეები მოიხსნება და კოლონებს შორის წავა აგურის კედლის ამოშენება. ამიტომ აგურია უკვე საჩალიჩო....
ასევე მჭირდება რკინის ბოძები, ე.წ. სტრუბცინები. ეს არის სპეციალური დომკრატები, რომლებიც უნდა შეუყუდო როცა ჩაასხავ რიგელს, ანუ ჰორიზონტალურ ბოძს მაღლა...
მოკლედ ეს ბოძები, ანუ რკინის ხიმინჯები უნდა მოვიტანო დროებით. სულ მინდა 250 ცალი. 100 ერთგან ვიშოვე, ერთ დიდ მშენებლობაზე არ ჭირდებათ და მათხოვებენ, ახლობლები. აი 150 ვერ ვიშოვე, უნდა ვიქირავო ალბათ. 30 დღით. სადაც დავრეკე 10 თეთრი ცალის ფასი ქირაობა... აი მასეა საქმე.
პლიუს მოტანა... წაღება...
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteნუ ესენი სტრუბცინებს კი არა სტაედტლერის ფანქრებს გავს ან ბენეტონის მაიკებს, ასეთები არაა, უმეტესობა დაჟანგებული რკინის ფერია... :)))))
ReplyDelete”10 თეთრი ქირაობა” - ძლივს რაღაცა მეიაფა :D
ReplyDelete10 თეთრი გაამრავლე 130 ზე, ამდენი ცალი მინდა მინიმუმ, ეს ხოა 13 ლარი დღეში? ხოდა ახლა ეს გაამრავლე 30 დღეზე და კი ახვალ 390 ლარზე...
ReplyDeleteხოდა ნუ 390 –ს რო ამბობ აღარ ჩანს ხო იაფი....
ნუუუ ახლა 130 ცალ რკინის რაღაცას რომ ვათხოვებ ვინმეს მთელი თვით, კი უნდა გადამიხადოს 390 ლარი ;)
ReplyDelete