Sunday, September 26, 2010

ისევ აგური



მოკლედ ეს ძველი 100 წლის შენობა რო იშლება თაბუკაშვილზე, მილიცია და მისი მეზობელი შენობა, მაქედან ვეზიდები მოსაპირკეთებელ აგურს. 11 000 ცალი ხო მინდა, ხოდა კიდე პლიუს კვადრატული ძველი ბრტყელი ქართული აგურიც ასე 500 ცალი, დეკორატიული მიზნებისთვის, ან ძირს დასაგებად, ვნახოთ, ბევრ რამეში გამოდგება მოკლედ.

ეს აგური არის კირით ნაშენი კედლიდან, ამიტომ კირისგან გათეთრებული აქვს გვერდები. დღეს ვიყიდე 1 კილო კაუსტიკური სოდა, ერთი მუჭი გავხსენი 5 ლიტრ წყალში და შიგ ჩავალბე ეს აგური. მერე რო გააძრო სოდამ ეს კირი და ჭუჭყი ავიღე და რკინის ჩოთქით დავხეხე და მივიღე ძალიან მაგარი ფერები. აქ ჯერ კიდევ სველია და რო გაშრება საინტერესოა საბოლოოდ რა ფერზე დადგება. დაჟე რკინის ისეთი ჩოთქიც ვიყიდე ბალგარკაზე რო ყენდება. დიდი ბალგარკაა და ჩოთქიც ძაან უხეში იყო ამიტომ სველ აგურზე რო გადავატარე ბალგარკის ჩოთქი ცოტა შავი ფერი გაუშვა, გამურულ აგურს დაემსგავსა. ეტყობა ის სველი მტვერი მაინც რაც ედო ის დაწვა და გააშავა ჭვარტლივით.












მშრალზე რო გადავატარე ძალიან გახეხა და უხეში ზედაპირი გამოიყვანა. მოკლედ უფრო სათუთი რკინის ჩოთქი უნდა დავაყენოდ ა შეიძლება ბალგარკაც ცოტა ნაკლებად ძლიერი შევარჩო.
ხო, კერხერით ირეცხება კიდე კარგად, შეიძლება ამ საქმისთვის ერთი კერხერიც შემომეყიდოს.
აბა 11 000 ცალ აგურს გარეცხვა არ უნდა?


ხოდა ეს 100 წლის აგური ჯერ ხო ანგრევენ ამხელა შენობას და რა რახარუხშია, მერე ყრიან ზილის ,,კუზაოზე'' მოაქვთ და ,,ნასიპად'' ცლიან... და მაინც არ ტყდება, არ იმტვრევა. ძალიან გამძლე და ხარისხიანი რამეა. მოკლედ კიდე 100 წელს ისე იდგება როგორც არაფერი, და მერე ჩემს სახლსაც რო დაშლიან 2110 წელს სადღაც, კიდე ვინმე წაიღებს და გამოიყენებს უკვე ანტიკვარულ აგურს.


აგერ ვიდეო.

4 comments:

  1. :D:D:D

    აი მალადციიი, თქვენ თუ 11 000 აგურის დალბობა-გარეცხვას აპირებთ კაუსტიკურ სოდაში :D ბარემ რაღაცა დროც დაინიშნეთ და რეკორდსაც დაამყარებდით :D

    უნდა მოვიდე და გადავიღო ;)

    ReplyDelete
  2. 11 000 აგურის გარეცხვაო... :)
    ფერი კი მართლა ძალიან ლამაზია!

    ReplyDelete
  3. kercher–ს ვიყიდი ამ დღეებში და იმით დავრეცხავ. კერხერზე ცალკე დავწერ.

    ReplyDelete
  4. ხოდა მერე ერთ პატარა სამრეცხაოსაც გახსნი ;)

    ReplyDelete