Sunday, August 1, 2010

უნდა იყოს თუ არა ეზოში ბასეინი (?)


ამაზე ცხადია ბევრს ვფიქრობ...
აქვს ტავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.

დადებითი:
ზაფხულში რა ჯობია საკუთარ აუზში ნებივრობას.



მეგობრები მოდიან და მშვენიერი poolparty შეიძლება მოაწყო ვიკენდებზე, საზამთროებით, წვენებით, კოქტეილებით და ,,ბომბა'' გადახტომებით....
რაღაც სხვა ხიბლსა და პეწს მატებს სახლს, უკანა ეზოს. გაიხედავ და თვალს უხარია ლურჯი კამკამა წყალი... სიგრილის შეგრძნება. სველი რო დაბოდიალობ ეზოში. ამას დაუმატე შეზლონგები, მიფიცხება, ზაგარი, და ,,ტკბილი ცხოვრებაც'' გამოგივა..,



უარყოფითი:
ძვირია. ანუ მოწყობა შენება ცალკე თემაა და მერე მოვლა პატრონობა კიდე ცალკე ხარჯი.
შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე საკმაოდ მოსაწყენი ლურჯი ორმო ეზოში... ფოთელბით და ჭუჭყით სავსე (ზამთარში ვის ეცლება აუზის საწმენდად).



მეგობრები მოდიან აწყობენ ტუსოვკებს, აღარ მიდიან :))))) მოკლედ ხშირად შეიძლება შენ არ იყო აასეთი ტუსოვკების განწყობაზე მარა ბასეინი გაქვს და რა პონტში დაჟმოტავ ,



წყალი უნდა გაუშვა ასეთ დროს :))) მარა მერე გექნება ლურჯი ორმო :((

გაითვალისწინეთ, როცა ბასეინს ვახსენებთ ყველას წარმოუდგენია სიცხე, კარგი ამინდი, საცურაო კოსტუმები, უსაქმურობა და ამ განწყობაში ზუსტად ეწერება აუზიც...

ახლა ჩვენი ცხოვრების წესს რო გადავხედოთ...
დილით ვერ ვიღვიძებთ, როცა ვიღვიძებთ უკვე სადღაც დაგვაგვიანდა... გავრბივართ, ამიტომ ის არგუმენტი რო რა ჯობია დილას ადრე ბასეინში გაცურვას... არც არაფერია რ ჯობია მაგრამ :(((( გავრბივარ და არ მცალია.
საღამოს, გვიან მოვდივართ. გაიხსენეთ აბა ვინმემ საღამოს სახლში რომ მიდიხართ დარბიხართ ეზოში? ატჟიმანიებს აკეთებთ? ველოსპიდეით გადიხართ სასეირნოდ? როგორც წესი არა!!! ხოდა ასე არ ჩახვალთ ბასეინში საცურაოდაც...
ბასეინი გვიყვარს ზაფხულში ბატონო, შაბათ კვირას მარტო. შვებულებაზე ხო გავრბივართ ქალაქიდან როგორც წესი. ისიც ყოველ შაბათ კვირას ვერ ვახერხებთ.



ხოდა გადავთავლეთ გადმოვთვალეთ და სად გავედით...

1. ბასეინი გვადგება წელიწადის მხოლოდ 3–4 თვიან პერიოდში, ძირითადად კვირაში 2 დღე. ანუ სულ ჰა და ჰა 30 ჯერ გაიჩითოს ბასეინობანა წელიწადში.
ზამთარში რამდენჯერაც არ უნდა გაათბო წყალი და რაც არ უნდა გააკეთო ნუ არ ვართ მაგ ხასიათზე...
წყლის.

და მთავარი მიზეზი.
მე ბავშვობიდან მიყავრს წყალი და ბასეინი. სულ დავდიოდი ცურვაზე. მაგრამ ბასეინი, იმისათვის რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს მინიმუმ 20 მეტრი ხო უდნა იყოს სიგრძეში? ისე აზრი არ აქვს, ისე არ ცურავ, პროსტა ხარ წყალში და ეგ რა კაიფია. ცურვაა მთელი კაიფი და არა ბასეინთან წოლა. ხოდა 20 მეტრზე ნაკლებ ბასეინში ვერ ვცურავ მე გემრიელად. ხოდა 20 მეტრიან ბასეინს 7 მეტრი სიგანე აღარ უნდა ქონდეს? უნდა ქონდეს.
ხოდა ეს ხოა ერთი 140 კვადრატული მეტრი. ამას ხო უნდა თავისი ნაპირი და მთელი ამბავი.. შეზლონგებისათვის. ეგეც ერთი 60 კვადრატული მეტრი. ხოდა ჯამში კი ავიდა 200 კვადრატზე. მე კი უკანა ეზო მრჩება ასე დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრამდე. ანუ ფართი არ მყოფნის. მთელ ეზოზე ბასეინი ხო არ იქნება?

ხოდა მოკლედ ჯერ არ ვფიქრობ ბასეინის ჩადგმაზე. მაგრამ რო დამთავრდება ეს მშენებლობის ძირითადი ნაწილი, მერე რა ხასიათძე მოვალ არ ვიცი...

11 comments:

  1. კი კი და კი !

    რა თქმა უნდა, ჯობია გაიჭირვო და ბარემ გააკეთო ბასეინი!
    სამაგიეროდ როცა მოგინდება ყოველთვის გექნება და არ დაგჭირდება სადმე წასვლა, 50+ ლარი კაცზე წყალში ჩასვლის ნებართვის მოპოვებისა და ცივი სასმელებისთვის.

    ბოლოს და ბოლოს, სულ ასეთი დაკავებული ხომ არ იქნები, ნელნელა ცხოვრება წინ მიდის, ცოლს მოიყვან (იმედია არა ეჭვიანს და მეგობრებს არ ჩამოგაშორებს :D რა შუაში იყო ახლა ეს, მარა მაინც, თავს ვიზღვევ), მერე შვილები გეყოლება.

    წარმოიდგინე, გეყოლება ყოველთვის დაზაგრული ცოლი, იფ! თან , ამაში ფულს არც თვითონ დახარჯავს და არც შენ მოგთხოვს! შენგან განსხვავებით, ცოლი ყოველთვის მოიცლის იმისთვის, რომ ბასეინში გაინავარდოს და მერე მზეზე წამოწვეს.
    მერე, გექნება ბავშვების "ჩასაყრელი" ადგილი (ბოდიში უხეში გამოთქმისთვის), გართობა უნდათ? ბასეინი! სადმე წასვლა? ბასეინი! სტუმრების მოყვანა? ბასეინი! იდეალურია რა. რამდენ რამეს მოგიგვარებს.

    მოკლედ,
    ბასეინი!!!

    პ.ს. და ჰო, ჩვენც შემოვივლით ხოლმე რა, არ შეგაწუხებთ ;)

    ReplyDelete
  2. :))))
    სანამ ჩემი მომავალი შვილები ბასეინის ასაკის მოიყრებიან ბევრი ,,წყალი'' ჩაივლის :))))

    50 რატომ? 10 და 20 იც არის და თან ძალიან კარგი, აი 50 იანს რომ ჯობია ისეთი.

    არა მართალიხ არ 100%, წინააღმდეგობას კია რ გიწევ, უბრალოდ ვმსჯელობ, თორე კიდე ერთხელ ვიძახი ნეტა ვინმეს ჩემზე მეტად უყვარდეს წყალი ცურვა და აუზი...

    ცოლი ზაგრიანი უნდა გყავდეს კი, სულ... თუმცა მულატი ცოლით შეიძლება გადაჭრა ეგ პრობლემა :))))))))

    არა! მეგობრებს არ დამაშორებს. შენა და... ვინ იგულისხმე? :))))))))))))))))))))))))

    ReplyDelete
  3. მულატი ცოლით გადაჭრილი პრობლემა :))))

    სანამ ააშენებ, ალბათ უკეთ მოიფიქრებ... აი, ზოგადად ძალიან მომწონს ბასეინიანი სახლები, მაგრამ ეს ცარიელი ცისფერი ორმო რა არამიმზიდველია.

    ReplyDelete
  4. s.p.
    არავინ არ მიგულისხმია, ვხუმრობ, და თავს ვიზღვევ, რა ვიცი რა ხდება, შენ ყველაზე ბურუსით მოცული relationship-ები გაქვს ხოლმე და გული მიგრძნობს, ფაქტის წინაშე დაგვაყენებ :D

    p.s. (უი ეს რა s.p. საპირისპირო გამოვიდა :D)
    მულატი ცოლის იდეა არა ურიგო, ერთი კაი ხუჭუჭა ბოვში იქნება სამეგობროში ♥

    ReplyDelete
  5. ულატი ცოლი უღონდ ქართულ ძირძველ ტრადიციებზე აღზრდილი :)))))))))))))))

    ხო იცი ისე მე სლავებისკენ ვიხრები.... თან ასე 90 გრადუსით....

    სლავა სლავამ!!!!

    ReplyDelete
  6. ჰმ,
    ქერა მულატკა, ტან ძირძველ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი.

    რთული დავალებაა.

    წავედი, გავხდე, დავიზაგრო, თმა ქერად შევიღებო და ქართული ტრადიციების ტომებს ჩავუჯდე...

    :D:D:D:D

    ReplyDelete
  7. katia, ar ginda araferze chajdoma, ეს ტრადიციები ხო ისედაც სისხლში გაქვს სისხლშიიიიიიიიიიი :)))))))))))))))

    ReplyDelete
  8. კიი კიიი, მიჩქეფს ძალუმად :D:D:D

    ReplyDelete
  9. სალომეApril 20, 2011 at 1:12 AM

    ტავიდან არ გავხედე პოსტის დაწერის თარიღს და ეკას კომენტარზე მაგრად დავიბენიი :))))

    ყველაფერში გეთანხმები, ხარჯთან დაკავშირებით, ძვირია ნამდვილად:) და უნდა აწონ-დაწონო ყველაფერი, გიღირს თუ არა! ისე კი მივესალმები აუზს, მაგრამ ჩვენ რამდენად მოგვიწევს მანდ უკვე აღარ ვიციი :)))

    ReplyDelete
  10. სალომეApril 20, 2011 at 1:13 AM

    ხო და რა კარგად გაქვსთქო დაწერილი და აღწერილი ყველაფერიიი!!! ზაფხული, აუზი და რუჯი:)) მომინდააა :(((

    ReplyDelete
  11. ვისაც გინდათ რომ აუზი გავაკეთო მზად ვარ განვიხილო თქვენი საინვესტიციო წინადადებები :)))))))))))))))

    და რომელი სალომე ხარ? გიგასი?:)))

    ReplyDelete