Wednesday, August 4, 2010

ფიცარი, რეიკა, ბალკა

ხე..
ხე არის ძალიან საჭირო რამ. სანამ ხეებს დარგავ ეზოში, ჯერ მოჭრილი ხეები გჭირდება. ფიცარი, რეიკა, ბალკა...
ელიავაზე (გამოფენის უკან) მთელი ბაზრობაა ცალკე ხის მასალის. ყველანაირი ყველაფერი იყიდება ცეცხლის ფასად. ხოდა საჭიროა ხე. ჯერ აპალოვკისთვის ბეტონი რომ ჩაასხა. მერე ამ აპალოვკაში რო ხმარობ, შრება, ბეტონით სველდება, ამ დროს რაღაც დეზინფექციასავით პროცესიც ხდება, ანუ ხე ქიმიურად მუშავდება თავისთავად და მერე ჭია აღარ ეკარება. და საბოლოოდ ამავე ფიცრებს იყენებ სახურავის მოსაწყობად. კოჭები და გადახურვა ფიცრით. კრამიტის ქვეშ.
ისე ქიმიური დამუშავება რაღაცა ხსნარით მაინც მინდა, მთლად წყანარდ რომ ვიყო და მერე ღამღამობით ჭერიდან არ მესმოდეს ხმები როგორ ღრღნიან ჭიები ცეცხლის ფასად ნაყიდ ფიცრებს.



დროებით, უცხო თვალისგან და ბოდიალისგან ასარიდებლად რკინებისგან და ჟეშტებისგან შევაკოწიწეთ ჭიშკარი და კარი, რომელიც დავკიდეთ და ზედ ბოქლომიც დავადეთ.
ღობეზე გადაძრომაზე დაგინებულია.



თუმცა ვიზედ დაგინება არ ჭრის იმათ შიგნით ავი მშენებელი და მონადირე მეზობელი უყომარებს უკვე. დავცის ბოლო ლეველი ეგაა...

3 comments:

  1. :D:D:D

    წარმოვიდგინე ჭიების ღრღნის ხმა და ჩამოყრილი ყვითელი ფქვილი. ჩემს სოფლის სახლში იატაკია ალაგალაგ მასეთ დღეში :D

    ისე, აპალოვკის ფიცარი თუ გამოიყენებოდა ისევ, არ ვიცოდი.

    პ.ს.
    ამ ბლოგს "სახლის შენებას რა უნდა" რომ დაარქვა, არ გინდა? ახლა ამემღერა :D

    ReplyDelete
  2. ხოდა, მართლა, კომენტარების widget-ი დაამატე რა side-bar-ში ადმინიდან.

    ReplyDelete
  3. დავამატე, აბა ჩაანს?

    ReplyDelete