ძებნა ყოფილა ძალიან ძნელი პროცესი. უნდა ერთმანეთს შეუფარდო უამრავი კომპონენტი, როგორებიცაა ადგილი, კომუნიკაციების (დენი, გაზი წყალი) მიყავნის შესაძლებლობა და სიშორე, სამშენებლოდ მოსახერხებელი ადგილი, რელიეფი, ბუნებრივი და კლიმატური პირობები, გრუნტის წყლები, ქარები, კლდოვანია თუ არა, საბოლოოდ ხედი როგორი გექნება და საერთოდ მოგწონს თუ არა...
შეიძლება პარამეტრებით არაჩვეულებრივი ადგილი იყოს და უბრალოდ არ მოგეწონოს კაცია და გუნებას პონტში.
მე და ჩემი კოლეგა ვეძებდით... მაგ მინდორზე ანუ ზეგანზე რომელიც მთებიდან იწყება და დაბლა ტრასამდე ეშვება დიდი დიღომის პარალელურად ყველაფერი ფეხით მოვიარეთ. ყველას ველაპარაკეთ. კოლეგა ამბობდა ქვემოთ ვიყიდოთო, ტრასასთან ახლოსაა და ეს კარგი იქნებაო, მე სულ ვამტკიცებდი მანქანით რო მოდიხარ სხვაობა 2–3 წუთია და ფეხით ვერც ასე მიხვალ და ვერც ისე თქო... სამაგიეროდ ზემოთ ჯობია იმიტო რო მთელ ზეგანს მაინც ზემოდან უყურებ და ეს კარგია თქო.
მე ზოგადად ზემოთ ყოფნა მირჩევნია. ნებისმიერ 2 დონიან სივრცეში (ბარი, კლუბი, კაფე სხვა) მირჩევნია ზედა დონეზე ყოფნა, ასე უფრო კომფორტულად ვარ.
მოკლედ ძებნა იყო გრძელი და დამღლელი.
ყოველ შაბათ–კვირას გავდიოდით ობიექტზე, რომელიცმოიცავს ტერიტორიას ვიდრემდი სოფელ დიღმის სანახებიდან გადაჭიმოლი დიდი დიღმის კორპუსებამდე და ტრასიდან რო ზევით გაიხედავ და მთები ჩანს იქამდე. ამ ტერიტორიაზე დავდიოდით ვრეკავდით ნომრებზე რომლებიც მიწერილია კედლებზე და პატარა დაფებზე, ხელში გვეჭრია გაზეთი... არ ვტოვებდით არცერთ მიწის ნაგლეჯს.
ფასები მერყეობდა 25–დან 120 დოლარამდე. თუმცა ფასის ფორმირების სისტემდა დღემდე ამოუცნობი დარჩა ჩემთვის. მესაკუთრეები არიან ძირითადად სოფელ დიღმელები, რომლებმაც ეს მიწები სასოფლო სამეურნეო რეფორმების შედეგად მიიღეს. თუა რ ვცდები 2.5 ათასი კვადრატული ოჯახზე. კიტრი პამიდორი უნდა განევითარებინათ.
ამათ დეველოპმენტი არჩიეს :))))
ხოდა წავიდა მერე და მერე ნაკვეთების სამოსახლოდ დაყიდვა. გაჩდა პირველის ახლები და ადგილებს ფასი დაედო.
დიღმელის ლოგიკა: ვყიდი 65$ ად. კრიზისი მკიდია. მერე რა რო კრიზისია, შენ თუ ყიდვა გინდა მაინც იყიდი, და თუა რა მე არსად მეჩქარება. თუ ახლა არ გაიყიდა მბიჭი მეზდება და იმას ხო უნდა ,,რაღაც''. ის მიხედავს მერე, ააშენებს რამეს.
ან კიდევ ასეთი, ამ ნაკვეთშ ვყიდი ახლა იმიტო რო რა ფულსაც ავიღებ 3 ამხელა ნაკვეთშ ვიყიდი ზემოთ მთებთან. დრო მოვა იმ ნაკვეთის ფასი ამისას წამოეწევა და მერე იმას გავყიდი, ან ნაწილს...
მოკლედ არ უნდა კაცს გაყიდვა, აი ისე, კაი ფასი თუ აიღო, ჯიპი და ბინა თ მოუვიდა და საგულაოდაც დარჩა გაყიდის რა ჰა....
რთული ხალხია. დიღმელები.
:D:D:D
ReplyDelete" მე ზოგადად ზემოთ ყოფნა მირჩევნია. ნებისმიერ 2 დონიან სივრცეში (ბარი, კლუბი, კაფე სხვა) მირჩევნია ზედა დონეზე ყოფნა, ასე უფრო კომფორტულად ვარ."
ReplyDeleteასევე ღვინოს არასოდეს ასხამ და კარტს არ არიგებ :P