Monday, July 13, 2009

bolo-bolo

ბოლო ბოლო გამოჩდა ის ნაკვეთი რომელიც ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო, ადგილმდებარეობით, ფასით, კომუნიკაციების სიახლოვით, ხედით და ბოლოს უბრალოდ მომწონდა და მინდოდა ეგ აგდილი და ვსიო! :))

ფასი 35$ დან დაიწყო. მოკლედ იყო რამდენიმე შეხვედრა, რამდენჯერმე ვაჭრობა და მთელი ამბავი. ნაკვეთი დიდი იყო, 3000 კვ. მეტრი, მარა მე ცხადია უფრო პატარა მინდოდა ასე 700–1000 მდე, ფასიდან გამომდინარე.

ბოლო ბოლო როგორც იქნა შედგა გარიგება.  1 კვ. მეტრი 30 USD. ვფიქრობ რომ ამ ადგილებისათვის ნორმალური და მისაღები ფასია. გარშემო ტიპები 60–55–70–საც აფასებდნენ. თუმცა რამდენიმე გონიერი გამყიდველი კიდევ რჩება ვინც მზადაა 35–30$ გაყიდოს.

ისე უამრავი განცხადებაა და ვისაც არ უნდა კითხო ყიდის. თუმცა ასეთებიც შეგხვდება, დაურეკავ ფასს კითხავდ ა აქეთ გეკითხება, კაი ხანია მაქეთ არ ვყოფილვარ და რას აფაებენ ახლა მიწებსო. გაოცდები.  რას და ლარს!  ერთ ლარს!  მომცეემ?  არა ცხადია, ხოდა თუ ყიდი შე კაი კაცო ხო უდნა იცოდე რამდენად ყიდი.

ამათ მე გამყიდველებს არ ვეძახი, ესაა ტიპები ვისაც კაი გავრიანად თუ გადაუხდი გაყიდიან. მასე ეიფელის კოშკიც შეიძლება იყიდო არაადეკვატურ თანხას თუ გადაიხდი.

მოკლედ გარიება შედგა და გამოვიდა ისე რომ ჩვენ შევიძინეთ 800 კვ. მეტრი 30 დოლარად

თუმცა სანამ შეიძენთ მიწას უნდა გაარკვიოთ მისი უფლებრივი სტატუსი.

4 comments:

  1. უკვე გადაიფორმე? არ გინდა ტოიოტას უკან საკმაოდ ლამაზი და ორიგინალური სახლი მოგყიდო? თუ გინდა სკაიპი მიმითითე და დაგეკონტაქტები . დათო

    ReplyDelete
  2. არა, მადლობა, აშენებულის ახლის ყიდვა რო მდომოდა ბევრი ვარიანტები იყო.

    ტოიოტას უკან ვარ მეც, ოღონდ ბეეეეეეევრად უფრო მაღლა... დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონთან...

    ReplyDelete
  3. ფასებში ვერ ვერკვევი, მაგრამ მაინც მგონია, რომ კარგი ფასია, მისაღები. მით უმეტეს, რაც დაწერე, იმ ფონზე...
    ასე, რომ გილოცავ :)))


    პ.ს. იმათ, კაი ხანი რომ მაქეთ არ ყოფილან და ყიდიან, ძალიან გამამხიარულეს :დ

    ReplyDelete
  4. სოფლის შენებას რა უნდა, რა უნდააა?!

    არ დევს სადმე ეგ მულტფილმი? გადმოქაჩე, "გადაავლე თვალი" ერთხელ და მიხვდები, რა მარტივი პროცესია. შენ იყივლებ, ან იყეფებ, სხვებსაც გადაუნაწილებ ამ ფუნქციებს და სოფელიც აშენდებაა (მეორე ხმა და ბანი გჭირდება ოღონდ)

    ReplyDelete