დილიდან კომანდანტე ელიავა....
ელიავა, ელიავა, ელიავა... ნეტა რას გრძნობს ადამიანი რომელიც გვარად ელიავაა? გძნოობს რო ამხელა სამშენებლო–სარემონტო–საჩალიჩო–საჩხირკედელაო–მუშურ–გლეხური მასშტაბური ბაზრობის გვარის მატარებელია.
მოკლედ ელიავაზე დავიკარგე დილიდან, ჯერ ვიყიდე სპეციალური ლაკი, რომელიც 2 ფენად უნდა დაასხურო ხეს, გაჭღინთო და ამის შემდეგ ჭია, სოკო, ობი და სხვა მსგავსი ორგანული წარმოშობის მავნეობები ხეს აღარ შეაწუხებს. ლაკი იყიდება 2.5 ლიტრიან ქილებში და ერთი ქილის ფასია 20 ლარი. დაახლოებით 15–20 კვადრატულ მეტრ ზედაპირის დამუშავებას ყოფნის. თუმცა ფიცრის იმ ნაწილზე, რომელიც აპალოვკაში გამოიყენებოდა და ცემენტის ხსნარებში იდო თვეობით არაა აუცილებელი ამ ლაკის მაინცა და მაინც საგულდაგულოდ გადასმა, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, ეს აპალოვკაში ნამუშევარი ფიცარი ისედაც დამუშავებული გამოდის ქიმიურად და იქ ჭიას რა უნდაო...
ისე ეს ფიცრები მართლა ბეტონის და ცემენტის ხსნარებითაა გაჟღენთილი...
ზუსტად იმ ლაკის ფოტო ვერ ვნახე, მე რომელიც ვიყიდე, მაგრამ დაახლოებით ამდაგვარია
პარალელურად დაიწყეს ჩემებმა კრამიტების გასუფთავება, ბალგარკის ქვით აცლიან უხეშ ბეტონის ნარჩენებს და მერე ბალგარკაზე დამაგრებული რკინის ჩოთქით სუფთავდება კრამიტის ზედაპირი.
ხვალ ფოტოებს დავყრი მთელი პროცესის, დღეს ეს ერთი იყოს:
კიდევ ვიყიდე შლანგი გაზის და ,,ფარსუნკა''. რაში მჭირდება ეს შლანგი და ფარსუნკა ხვალ დავწერ.
ეს კიდევ ისევ და ისევ სახლი, რომელსაც ველოდები, თუ მელოდება, თუ რაცაა....
სამშენებლო ტერმინოლოგია შესამუშავებელია ქართულ ენაზე აშკარად!
ReplyDeleteსანჩეს, მგონი უფრო მე მაქვს შესასწავლი, თორემ, ყველაფერს აქვს თავისი სახელი, ისევე როგორც მანქანათმშენებლობაში.... ჭანჭკი, გორგოლაჭსაკისარი, ქანჩი,
ReplyDelete