Sunday, January 23, 2011

დღე მორიგი... (სახურავი)

ისევ კომანდანტე ელიავა....

კომანდანტემ გამომატანა ჰიდროსაიზოლაციო მასალა იგივე ,,ტოლი''. ჯერ ვყიდულობდი რაღაცა მემბრანას რომელიც მირჩიეს, მაგრამ ისეთი თხელი აღმოჩდა რო ცოტა შემეშინდა რომ შეიძლება ადვილად დაზიანებულიყო. ისე მარწმუნებდნენ წყალს არ ატარებსო, სუნთქავსო, ქაღალდს გავდა, თხელი, ცალ მხარეს ცისფერი, მეორე მხარეს თეთრი, აი დაჩხვლეტილი ქაღალდის ვიდზე იყო...
მოკლედ ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ მამაპაპური ტოლი ავარჩიე, სქელი, ელასტიური, არახრეშნარევი, შავი... კაცური. 23 ,,რულონი'', რულონის ფასი 78 ლარი. ეს უნდა გადაეკრას მთელ სახურავზე ფიცარს...
ამის გარდა წამოვიღე 85 ცალი კრამიტის უზანი, ანუ წვერზე დასალაგებელი, ხოდა ეს უზანი მეყოფა თუ არა არ ვიცი, მგონი დამატება მომიწევს.
ფოტოები....

ეს არის უზანი:















კრამიტი...







No comments:

Post a Comment