კოლონების გარშემო შეკრეს ე.წ. აპალოვკა. ხის ყუთი, რომ ბეტონი ჩაისხას შიგნით. ეს ახლა უბრალოდ შეკრულია, მერე ამას უნდა დამატებით კიდე გასწორება სულ თარაზოში და შვეულში და კარგად დამაგრება დაჭიმვა, პარასკევს მოვა მანქანა და ჩაასხამს ბეტონს. ამის შემდეგ უკვე სამშაბათს მაქსიმუმ ეს ხეები მოიხსნება და კოლონებს შორის წავა აგურის კედლის ამოშენება. ამიტომ აგურია უკვე საჩალიჩო....
ასევე მჭირდება რკინის ბოძები, ე.წ. სტრუბცინები. ეს არის სპეციალური დომკრატები, რომლებიც უნდა შეუყუდო როცა ჩაასხავ რიგელს, ანუ ჰორიზონტალურ ბოძს მაღლა...
მოკლედ ეს ბოძები, ანუ რკინის ხიმინჯები უნდა მოვიტანო დროებით. სულ მინდა 250 ცალი. 100 ერთგან ვიშოვე, ერთ დიდ მშენებლობაზე არ ჭირდებათ და მათხოვებენ, ახლობლები. აი 150 ვერ ვიშოვე, უნდა ვიქირავო ალბათ. 30 დღით. სადაც დავრეკე 10 თეთრი ცალის ფასი ქირაობა... აი მასეა საქმე.
პლიუს მოტანა... წაღება...
Wednesday, August 25, 2010
Monday, August 23, 2010
Friday, August 20, 2010
sanam aq ar vikavi
სანამ მე აქ არ ვიყავი და ვისვენებდი მოკლედ ჩაასხეს ცოკოლი მთლიანად. პირველ ჯერზე ჩაისხა ბეტონი 49 კუბი. ბეტონის ფასია 1 კუბი 115 ლარი და თან მოაქვთ თან პომპა მოდის და გისხავენ. აქვე მუშების ხელფასი რომლებიც წნავენ არმატურას და კრავენ აპალოვკას არის 21 ლარი კვადრატულ მეტრზე. ამ 49 კუბით ჩაისხა 83 კვადრატული მეტრი. ანუ ხო ჩაისხა ლენტური საძირკველი, კედლები მიწაში ფაქტიურად და ამ კედლების ზედაპირის ანუ გვერდების სიბრტყე დაითვალეს...
ამის მერე ცოტა ბეტონი კიდევ დაამატეს, ანუ აწიეს ამ საძირკვლის დონე მიწიდან, აქ წავიდა 17 კუბი ბეტონი.
მოგვიანებით ამ მიწიდან ამოწეულ კედლებს შორის სივრცეები ამოივსო ისევ მიწით მერე დაიყარა დაფშხვნილი ქვა და ზევიდან ისევ მოიწნა არმატურა და დაესხა უკვე ზედა ფილა, ანუ ფაქტიურად სახლის იატაკი: აქ წავიდა 21 კუბი ბეტონი მარა მუშების ხელფასი დაანგარიშდა სხვა ტარიფით. 12 ლარი კვადრატულ მეტრზე (ეს უფრო ადვილი სამუშაოა, სულ გამოვიდა 156 კვ.მ. მოკლედ მთელი ეს ხარჯები, თავისი კიდე წვრილ–წვრილი რაღაცეებით, ხრეში მოტანა, კატანკის დაჭიმვა, ტრააქტორის ხარჯი მიწა რო შეზიდა ისევ უკან, ჯამშ შეადგინა 12 000$.
ფოტოები:
ხვალიდან დავიწყებთ კოლონების ამოყვანას და სახლის უკანა მხარეს სადაც მაღალია მიწა კიდევ დამატებით 60 სანტიმეტრი სიმაღლის ბეტონის კედლის ჩასხმას. ამის მერე წავა აგურით კედლების ამოშენება.

Tuesday, August 10, 2010
mzadaaa
ყველაფერი მზადაა, კოლონის წვერებიც ამოვიდა, დონეეებზეც გასწორდა ეს ჩალაგებული არმატურა, და ხვალ საძირკველის ბეტონის ჩასხმა იქნება. სიამოვნებით გადავიღებდი ამ ყველაფერს და დავდებდი მაგრამ, მე 7 დღით დასასვენებლად მივდივარ და როა რ წავიდე ეგ ამბავი არ გამოვა. მთელი წელი ითხოვდა ჩემი ყველა უჯრედი დასვენებას.
ამიტომ რომდ ავბრუნდები დანარჩენი მერე......
ინფო: უნდა ჩაესხას დაახლოებით 50 კუბი. 1 კუბის ფასი, მოტანით და თავისი პომპის დაქირავებით რომელიც ამას ასხამს 115 ლარი.
Sunday, August 8, 2010
1000 გესთი
ჰაჰაა, მთელი მუღამია რო ზუსტად ვიცი ვინაა ეს მეათასე გესთი...
ირაკლი ქვია, ჩემი მეგობარია და სვანია...
999 იყო წეღან და ამას ვანახე ლინკი და შევიდა.
სხვანი მაგარი კაცია.
ეს ზუსტად ის სვანია ანეგდოტებს როგორ ტიპებზეც იგონებენ. ან რა მოგონება უნდა, ერთი 5 ანეგდოტს თითონ აკეთებს დღეში. იგონებს. ანუ მოსდის, ემართება :)))))))))))))))

დღე მორიგი 08.08.....
Saturday, August 7, 2010
როგორ იწრთობოდა ფოლადი / Как закалялась сталь
დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაო. რკინის მასალა, არმატრუა და კატანკა იწვნება და კეთდება რიგელები, რომელიც ჩალაგდება საძირკველში, გარშემო გაუკეთდება ფიცრით აპალოვკა და მერე ჩაისხმება ბეტონი.
3 მუშა მუშაობს ამ წუთას და ერთი დაემატებათ ხვალიდან. ჯერჯერობით კარგი ტემპი უჭირავთ. ეზოში ფიცრებით და ბრეზენტით გამართეს ფანჩატური სადაც მოაწყვეს რკინის საგრეხ საღუნი, და ასე კრავენ ლითონის კონსტრუქციებს.
ხარჯები: რკინა ხო ვთქვი, ტონა 800$. მე სულ მჭირდება 13.4 ტონა. ფიცარი კუბამეტრი 400 ლარი. მე სულ მჭირდება 20 კუბამეტრი.
გარდა ამისა კიდე რაღაც წვრილმანები მოვზიდე, საჭრელი ქვა, ნათურები, ვედროები, სვარკის ელექტროდები და რაც ყველაზე ძალიან მომეწონა, ძალიან საკაიფო და მაგარი დამაგრძელებელი, 50 მეტრიანი. 4 შესაერთებლით, მცველით, ბორბლებით და სახელურით. მოკლედ კაი ვეშია. მოშნი დიდი დამაგრძელებელი. ოჯახი ხრამია, ამსიგრძე ეზოში კი გამოდგება ათას რამეში... ფასი 100 ლარი.
პ.ს. ე.კ.ა.ს დედას დიდი მადლობა რომ გვკითხულობს :)))))

Wednesday, August 4, 2010
ფიცარი, რეიკა, ბალკა
ხე..
ხე არის ძალიან საჭირო რამ. სანამ ხეებს დარგავ ეზოში, ჯერ მოჭრილი ხეები გჭირდება. ფიცარი, რეიკა, ბალკა...
ელიავაზე (გამოფენის უკან) მთელი ბაზრობაა ცალკე ხის მასალის. ყველანაირი ყველაფერი იყიდება ცეცხლის ფასად. ხოდა საჭიროა ხე. ჯერ აპალოვკისთვის ბეტონი რომ ჩაასხა. მერე ამ აპალოვკაში რო ხმარობ, შრება, ბეტონით სველდება, ამ დროს რაღაც დეზინფექციასავით პროცესიც ხდება, ანუ ხე ქიმიურად მუშავდება თავისთავად და მერე ჭია აღარ ეკარება. და საბოლოოდ ამავე ფიცრებს იყენებ სახურავის მოსაწყობად. კოჭები და გადახურვა ფიცრით. კრამიტის ქვეშ.
ისე ქიმიური დამუშავება რაღაცა ხსნარით მაინც მინდა, მთლად წყანარდ რომ ვიყო და მერე ღამღამობით ჭერიდან არ მესმოდეს ხმები როგორ ღრღნიან ჭიები ცეცხლის ფასად ნაყიდ ფიცრებს.
დროებით, უცხო თვალისგან და ბოდიალისგან ასარიდებლად რკინებისგან და ჟეშტებისგან შევაკოწიწეთ ჭიშკარი და კარი, რომელიც დავკიდეთ და ზედ ბოქლომიც დავადეთ.
ღობეზე გადაძრომაზე დაგინებულია.
თუმცა ვიზედ დაგინება არ ჭრის იმათ შიგნით ავი მშენებელი და მონადირე მეზობელი უყომარებს უკვე. დავცის ბოლო ლეველი ეგაა...

Tuesday, August 3, 2010
armatura / არმატურა
Sunday, August 1, 2010
უნდა იყოს თუ არა ეზოში ბასეინი (?)
ამაზე ცხადია ბევრს ვფიქრობ...
აქვს ტავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები.
დადებითი:
ზაფხულში რა ჯობია საკუთარ აუზში ნებივრობას.
მეგობრები მოდიან და მშვენიერი poolparty შეიძლება მოაწყო ვიკენდებზე, საზამთროებით, წვენებით, კოქტეილებით და ,,ბომბა'' გადახტომებით....
რაღაც სხვა ხიბლსა და პეწს მატებს სახლს, უკანა ეზოს. გაიხედავ და თვალს უხარია ლურჯი კამკამა წყალი... სიგრილის შეგრძნება. სველი რო დაბოდიალობ ეზოში. ამას დაუმატე შეზლონგები, მიფიცხება, ზაგარი, და ,,ტკბილი ცხოვრებაც'' გამოგივა..,
უარყოფითი:
ძვირია. ანუ მოწყობა შენება ცალკე თემაა და მერე მოვლა პატრონობა კიდე ცალკე ხარჯი.
შემოდგომაზე, ზამთარში და ადრე გაზაფხულზე საკმაოდ მოსაწყენი ლურჯი ორმო ეზოში... ფოთელბით და ჭუჭყით სავსე (ზამთარში ვის ეცლება აუზის საწმენდად).
მეგობრები მოდიან აწყობენ ტუსოვკებს, აღარ მიდიან :))))) მოკლედ ხშირად შეიძლება შენ არ იყო აასეთი ტუსოვკების განწყობაზე მარა ბასეინი გაქვს და რა პონტში დაჟმოტავ ,
წყალი უნდა გაუშვა ასეთ დროს :))) მარა მერე გექნება ლურჯი ორმო :((
გაითვალისწინეთ, როცა ბასეინს ვახსენებთ ყველას წარმოუდგენია სიცხე, კარგი ამინდი, საცურაო კოსტუმები, უსაქმურობა და ამ განწყობაში ზუსტად ეწერება აუზიც...
ახლა ჩვენი ცხოვრების წესს რო გადავხედოთ...
დილით ვერ ვიღვიძებთ, როცა ვიღვიძებთ უკვე სადღაც დაგვაგვიანდა... გავრბივართ, ამიტომ ის არგუმენტი რო რა ჯობია დილას ადრე ბასეინში გაცურვას... არც არაფერია რ ჯობია მაგრამ :(((( გავრბივარ და არ მცალია.
საღამოს, გვიან მოვდივართ. გაიხსენეთ აბა ვინმემ საღამოს სახლში რომ მიდიხართ დარბიხართ ეზოში? ატჟიმანიებს აკეთებთ? ველოსპიდეით გადიხართ სასეირნოდ? როგორც წესი არა!!! ხოდა ასე არ ჩახვალთ ბასეინში საცურაოდაც...
ბასეინი გვიყვარს ზაფხულში ბატონო, შაბათ კვირას მარტო. შვებულებაზე ხო გავრბივართ ქალაქიდან როგორც წესი. ისიც ყოველ შაბათ კვირას ვერ ვახერხებთ.
ხოდა გადავთავლეთ გადმოვთვალეთ და სად გავედით...
1. ბასეინი გვადგება წელიწადის მხოლოდ 3–4 თვიან პერიოდში, ძირითადად კვირაში 2 დღე. ანუ სულ ჰა და ჰა 30 ჯერ გაიჩითოს ბასეინობანა წელიწადში.
ზამთარში რამდენჯერაც არ უნდა გაათბო წყალი და რაც არ უნდა გააკეთო ნუ არ ვართ მაგ ხასიათზე...
წყლის.
და მთავარი მიზეზი.
მე ბავშვობიდან მიყავრს წყალი და ბასეინი. სულ დავდიოდი ცურვაზე. მაგრამ ბასეინი, იმისათვის რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს მინიმუმ 20 მეტრი ხო უდნა იყოს სიგრძეში? ისე აზრი არ აქვს, ისე არ ცურავ, პროსტა ხარ წყალში და ეგ რა კაიფია. ცურვაა მთელი კაიფი და არა ბასეინთან წოლა. ხოდა 20 მეტრზე ნაკლებ ბასეინში ვერ ვცურავ მე გემრიელად. ხოდა 20 მეტრიან ბასეინს 7 მეტრი სიგანე აღარ უნდა ქონდეს? უნდა ქონდეს.
ხოდა ეს ხოა ერთი 140 კვადრატული მეტრი. ამას ხო უნდა თავისი ნაპირი და მთელი ამბავი.. შეზლონგებისათვის. ეგეც ერთი 60 კვადრატული მეტრი. ხოდა ჯამში კი ავიდა 200 კვადრატზე. მე კი უკანა ეზო მრჩება ასე დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრამდე. ანუ ფართი არ მყოფნის. მთელ ეზოზე ბასეინი ხო არ იქნება?
ხოდა მოკლედ ჯერ არ ვფიქრობ ბასეინის ჩადგმაზე. მაგრამ რო დამთავრდება ეს მშენებლობის ძირითადი ნაწილი, მერე რა ხასიათძე მოვალ არ ვიცი...
Subscribe to:
Posts (Atom)