Friday, July 30, 2010

საფასადე აგური

საფასადე აგურის 2 ვარიანტი.

ზედა მუქი შინდისფერი არის ბელგიური აგური, ცალის ფაასი დაახლოებით 2.5 ლარი. ქვედა არის უკრაინული, უფრო დიდიცაა და ფაასიც ნაკლებია – 1.1 ლარი.

კიდე სხვა ნიმუშებს მოვიტან მერე და შევადარებ.

ისე ცალობით დათვლას ჯობს კვადრატული მეტრობით დათვალო. ანუ რამდენი კვადრატული მეტრი სიბრტყის კედლებია ჯამურად აგურით მოსაპირკეთებელი. იმიტომ რომ ზომებიდან გამომდინარე სხვადასხვა აგური სხვადასხვა რაოდენობით წავა კვადრატულ მეტრში.



9 comments:

  1. ჰმ
    რა ძვირია :/

    და საფასადე რას ნიშნავს, ბლოკით ააშენებ და გარედან აგურს მიაკრავ? და პირდაპირ რომ აგურით ააშენო ფასადიც ის იქნება და კედელიც, ვერა? თუ უფრო ძვირია ან უფრო არამყარი ?

    ReplyDelete
  2. ბელგიური – ასეთი ფერის აგური მგონი პირველად ვნახე, აქამდე არ შემიმჩნევია..

    ReplyDelete
  3. ბლოკით ავაშენებ და გარედან მივაკრავ. ასე ხდება. თუმცა ბლოკის მაგივრადაც აგურით ავაშენებ, ოღონდ ბლოკისხელა დიდი აგურებით, და მერე გარედან მივაკრავ, უფრო სწორად ერთ თხელ პირს უკვე ამით ავაშენებ გარედან.

    სულ პატარა აგურით აშენებას რა აზრი აქვს.
    1. საფასადე აგურის ფასი მეტია.
    2. საფასადეც (უფრო ლამაზია და ნატიფი) რო არ აიღო და ჩვეულებრივი საშენი მაგრამ პატარა აგურით ააშენო ნუ რატო.. ფასი მეტი დაგიჯდება და ხელობა კიდე უფრო მეტი. სად 1 დიდი აგურის დადება და სად 4 პატარის. ხელოსანი ხო მეტს წვალობს, თან ცემენტის ხსნარიც ხო მეტი მიდის...

    მოკლედ აზრია რ აქვს, ჯამში ასეც ისეც რო გასკდე 30 სმ. სიგანის კედელი უდნა მიიღო და რა ზომის აგურებით მიიღებ აღარ აქვს აზრი.

    ReplyDelete
  4. თუ მაინცდამაინც საფასადე აგურით უნდა მოპირკეთდეს, ბელგიურს გერმანული კლინკერი არ სჯობია? ფერიც უამრავია, ფორმაც მრავალგვარი და მახასიათებლებიც შთამბეჭდავი. აგერ ნახე, თუ გაინტერესებს:http://klinker.ge

    ReplyDelete
    Replies
    1. და ეს ბელგიური აგური სად შეიძლება ვნახოთ?

      Delete
    2. და ეს ბელგიური აგური სად შეიძლება ვნახოთ?

      Delete
    3. და ეს ბელგიური აგური სად შეიძლება ვნახოთ?

      Delete
    4. და ეს ბელგიური აგური სად შეიძლება ვნახოთ?

      Delete
  5. ეს ბელგიური აგური იყიდებოდა კეკელიძეზე, ხიდის ქვეშ, იქვე არის პატარა მაღაზია, როცა ადიხარ ხელმარცხნივ, და იქ აქვთ ბევრნაირი აგური... ბელგიური.

    თუ არ გადავიდნენ მანდ ისხდნენ ბოლომდე.

    ReplyDelete