დღეს გაიჭრა ლენტური საძირკველი.
ტრაქტორით მოსწორდა სახლის ადგილი ნიშნულის დონეზე და მერე უკვე გაიჭრა ლენტური საძირკველი (ე.წ. ცოკოლი).
ტრაქტორი და კამაზი მუშაობდნენ. მიწა გავიტანეთ გვერდით ნაკვეთში, იმიტომ რომ მერე უკან მოგვიწევს შემოტანა. ეზოს დონე იქნება სარეგულირებელი, ასაწევი მაღლა უმეტეს ფართობზე.
ტრაქტორის ფასია 1 სამუშაო დღე 400 ლარი.
კამაზის 1 სამუშაო დღე 200 ლარი.
კამაზები როგორც წესი გატანილი რეისების რაოდენობით ითვლიან. ფასი? რას გაუგებ, ჯერ 70 ლარიო, მერე 45 ლარიო, ერთმა ვაბშე 30 ლარიო. როცა გააქვთ წესითა და რიგით მიაქვთ ნაგავსაყრელზე ნუ გლდანის, სადაც ერთი მანქანა მიწის შეტანა და დაყრა კიდე 5 ლარი ღირს. სხვაგან ისე ,,უპრაგონოდ'' გადაყრაზე ჯარიმებია, 1–ლი ჯერზე 200 ლარია, მეორედ 500, მესამედ და დანარჩენზე არ ვიცი... აჯარიმებს გარემოს დაცვის ინსპექცია.
მე ეს ყველაფერი არ დამჭირდა, გვერდით ნაკვეთში დავყარე, ჩემთანვე, ამიტომ მოვურიგდი დღიურად, ფაქტიურად არ უვლია, 40 მეტრიან დიამეტრში იტრიალა მანქანამ.
ლენტური საძირკველი და ლენტის გაჭრა :)
ReplyDeleteმიხარია, წინ რომ მიდის საქმე. წარმატებები!
aai videoc mivabi
ReplyDeleteმაგარია :)
ReplyDelete