Saturday, July 31, 2010

დღე მერამდენიღაცე....

არქელოგიურ გათხრებს არ გავს? ასე ნელ ნელა, მესამე დღეა ხელით სწორდება ფუნდამენტის ჭრილები მიწაში.

Friday, July 30, 2010

საფასადე აგური

საფასადე აგურის 2 ვარიანტი.

ზედა მუქი შინდისფერი არის ბელგიური აგური, ცალის ფაასი დაახლოებით 2.5 ლარი. ქვედა არის უკრაინული, უფრო დიდიცაა და ფაასიც ნაკლებია – 1.1 ლარი.

კიდე სხვა ნიმუშებს მოვიტან მერე და შევადარებ.

ისე ცალობით დათვლას ჯობს კვადრატული მეტრობით დათვალო. ანუ რამდენი კვადრატული მეტრი სიბრტყის კედლებია ჯამურად აგურით მოსაპირკეთებელი. იმიტომ რომ ზომებიდან გამომდინარე სხვადასხვა აგური სხვადასხვა რაოდენობით წავა კვადრატულ მეტრში.



მიწის სამუშაოები

ბოლო 2 დღეა ტრაქტორის გათხრილი საძირკველის ხელით დამუშავება გასწორება მიდის. დილის 9 საათიდან საღამოს 6 მდე 4 კაცი მუშაობს. ძალიან ცხელა და უჭირთ სწრაფად მუშაობა. ალბათ 1–2 დღეში დაამთავრებენ.

ხვალ არმატურა უნდა მოვიტანოთ.



ხარჯთაღრიცხვა – მიწის სამუშაოების (ხელით ჩასწორება) დღიური ხარჯი 90 ლარი.

Wednesday, July 28, 2010

კომანდანტე ელიავა

კომანდანტე ელიავას ქუჩაზე დილიდან ათასი წვრილმანი ვიყიდეთ.
ყველაზე მაგრად მომწონს ,,ტაჩკა''. იგივე ტაჭკა. როგორც ქეთიმ თქვა ადრე ეს ამტკიცებს რომ რუსულში ,,ჭ'' ყოფილა. ტაჭკა და პაჭკა...
ხოდა მე ჩემი ტაჭკა მყავს ჩუვაააკ....





ესეც გუშინ ამოთხრილი მიწა....



და ესეც კიდევ რაღაც ,,ახალი''.
ელიავაზე წავაწყდი... რაღაც დიდი ჩარხია და რკინას ამტვრევს (კვენტს)..

Tuesday, July 27, 2010

ცოკოლი

დღეს გაიჭრა ლენტური საძირკველი.
ტრაქტორით მოსწორდა სახლის ადგილი ნიშნულის დონეზე და მერე უკვე გაიჭრა ლენტური საძირკველი (ე.წ. ცოკოლი).

ტრაქტორი და კამაზი მუშაობდნენ. მიწა გავიტანეთ გვერდით ნაკვეთში, იმიტომ რომ მერე უკან მოგვიწევს შემოტანა. ეზოს დონე იქნება სარეგულირებელი, ასაწევი მაღლა უმეტეს ფართობზე.

ტრაქტორის ფასია 1 სამუშაო დღე 400 ლარი.
კამაზის 1 სამუშაო დღე 200 ლარი.

კამაზები როგორც წესი გატანილი რეისების რაოდენობით ითვლიან. ფასი? რას გაუგებ, ჯერ 70 ლარიო, მერე 45 ლარიო, ერთმა ვაბშე 30 ლარიო. როცა გააქვთ წესითა და რიგით მიაქვთ ნაგავსაყრელზე ნუ გლდანის, სადაც ერთი მანქანა მიწის შეტანა და დაყრა კიდე 5 ლარი ღირს. სხვაგან ისე ,,უპრაგონოდ'' გადაყრაზე ჯარიმებია, 1–ლი ჯერზე 200 ლარია, მეორედ 500, მესამედ და დანარჩენზე არ ვიცი... აჯარიმებს გარემოს დაცვის ინსპექცია.
მე ეს ყველაფერი არ დამჭირდა, გვერდით ნაკვეთში დავყარე, ჩემთანვე, ამიტომ მოვურიგდი დღიურად, ფაქტიურად არ უვლია, 40 მეტრიან დიამეტრში იტრიალა მანქანამ.

Sunday, July 25, 2010

აგური

მე მჭირდება 9000 ცალი აგური. აი ასეთი, ზომებით 30X14X20.


ამ აგურით აშენდება როგორც გარე კედლები, სისქით 30 სმ პლიუს ლესვა და მოპირკეთება ავა 45–50 სმ.
ასევე სახლის შიდა კედლები სიგანით 14 სმ. ლესვიან ყველაფრიანად ავა 17 სმ.

გარეთა კედლის წყობა იქნება დაახლოებით ამ ფორმის...



ოღონდ გარედან ეს უნდა გაილესოს და კიდე მოსაპირკეთებელი სხვა აგური გაუკეთდეს, ანუ ეს აგური მთლიანად იმალება და არ ჩანს... ბლოკის მაგივრობას ასრულებს ფაქტიურად.
აგური მზადდება კასპში, სოფელ მეტეხში.. 9000 ცალის ჩამოტანას უნდა, როგორც დავთვალეთ 6–7 გზა, დიდი მანქანით....




ზეგ ვთხრი საძირკველს...

Wednesday, July 21, 2010

იყიდება ბინა. სასწრაფოდ. იაფად. 1 კვ.მ. 650 USD

სასწრაფოდ იყიდება ბინა არსის ცნობილ პროექტში. სახლი მდებარეობს ორთაჭალის, ავლაბრისა და ისნის კვეთაზე, გენპროკურატურასთან ახლოს. საცხოვრებელის ახლიდ ამთავრებულია, ამჟამად მიმდინარეობს სადარბაზოს კეთილმოწყობა, სახლსა და მტკვარს შორის ლამაზი პარკის გაშენება.
ბინა მდებარეობს შუა სადარბაზოში, მე–4 სართულზე, ბინა 100 კვ.მ. აივანი 12 კვ.მ. 3 საძინებელი, ერთი დიდი, სამზარეულოზე მიბმულის აერთო ოთახი, 2 სველი წერტილი. გამჭოლი ბინა. ხედით ორთაჭალაზე. თეთრი კარკასი, ჭერის სიმაღლე 3 მეტრი; ბინის შიდა ტიხრები; მოპირკეთებული აივნები და ტერასები; გაზის მილი მრიცხველით; ელ. გაყვანილობის დგარი; ელ. გაყვანილობა ბინაში; ტელეფონის 1 ხაზი; სატელევიზიო კაბელი; ტიხრებისა და კონტურის კედლები შელესილი გაჯით; სან. ტექნიკური დგარები და ჩართული საკომუნიკაციო ქსელები (ცივი წყალი, კანალიზაცია); იატაკის მოჭიმვა (გარდა აბაზანისა და ტუალეტის ოთახებისა); მეტალო-პლასტიკის კარ-ფანჯარა (ორმაგი შუშით), ინდივიდუალური გათბობის სრული სისტემა (ღია ტიპის კედლის ქვაბი, რადიატორები, მოჭიმვაში გატარებული მილები); ბინის რკინის კარი;

საერთო ფართი: 112 კვ.მ.
მდგომარეობა: ახალი აშენებული
პროექტი: არასტანდარტული
რემონტი: თეთრი კარკასი
ხედი: მტკვარი
მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორი, ორთაჭალა, გულიას ქ., ბინა 39
მეტრო: ისანი
ფასი: კვადრატული მეტრი 650 დოლარი.

მაქვს ასევე სამი ავტოსადგომი, თითოეული 16.5 კვ.მ. ფასი – თითო 5000 დოლარად. 899388023








http://101.ge/?lang=ge&prop=6454731

http://www.makler.ge/index.php?pg=ad&fr=added&id=137528&cat1=2&cat2=2

Tuesday, July 20, 2010

ზილი, ხრეში, ქვიშა, გამარჯობა მიშა!!! :)))

ანუ... დავეძებ მასალებს. ვეძებ აპალოვაკის ფიცარს, ბალკებს და რეიკებს, ვეძებ არმატურას, ვეძებ ბეტონს...
მოკლედ ლომს ვეძებ, და ისე უნდა გამოვართვა ეს მასალები, თანაც იაფად, რო არ გავაღვიძო.
მანამდე ფოტოები გულის გადასაყოლებლად.




Saturday, July 17, 2010

digomi 8 დიღომი

დღეს გავიარე დასახლებაში დიღომი 8, სადაც საკუთარი სახლებისა და ვილების მრავალი ნაირსახებობეია წარმოდგენილი. არის ლამაზი, გემოვნებიანი, უშნო, დიდი, უზარმაზარი, კიდე უფრო დიდი, საკაიფო, დიდი მაგრამ ძაან ფეშენებელური, კომფორტული, ეფექტური, ზოგიც ულტრა ტექნო და სხვადასხვა დიზაინის სახლები.

რამდენიმე გადავიღე, გადახედეთ...
ეს დიდი მშენებარე ტაძარივით როა ნუ ცალკე სადიპლომოდ დაწერას იმსახურებს მემგონი.

მე დავწერდი თემას ,,როგორი არ უნდა იყოს სახლი....''









ნუ ეს მშენებარე საოცრებაც იხილეთ.....







Wednesday, July 14, 2010

წავიდაა.....

რაღაცეები ჩამოვჩოთქე... ისე, მიახლოებით. მოკლედ ამ ეტაპზე კარკასის დასადგმელად საჭიროა, მიწის სამუშაოების შესრულება, ანუ ლენტური საძირკვლისთვის მიწის ამოღება, 110 კუბი ბეტონი, 13 ტონა არმატურა, 20 კუბი ხის მასალა (ფიცარი, ბალკა რეიკა), რომელიც ჯერ აპალოვკაში გამოიყენება და მერე ბოლოს უკვე სახურავის მოწყობაში, კიდევ გვინდა დაახლოებით 55000 აგური :((( (ბლოკზე ცოტ პატარა მაგრამ ზომით დიდი აგურებია, სურათზეა)

... ამის გარდა კიდევ ალბათ ათასი სისულელე... ახლა რა ჩამოთვის, მერე და მერე პახოდუძელა დავწერ.

დღეს მივაგენი ქართული კრამიტის ქარხანას. კარგ კრამიტს უშვებენ, საკმაოდ ხარისხიანი ნაკეთებია. ფასი 1 კვ.მ (15ც)= 23 ლარს. ერთი ცალი ნიმუში წამოვიღე და ხვალ ფოტოს დავდებ.

მოკლედ, ვეძებ კრამიტს... მინდა აი ის კრამიტი, რომლითაც თითქმის მთელი თბილისია გადახურული. მარსელის კრამიტს ეძახიან, თუმცა ისე უფრო მცოდნეები ქსნის კრამიტადაც იხსენიებენ, ალბათ ქსანში იყო ამის ქარხანა... ნუ ცხადია ნახმარი, ახალს ამას არ მგონია სადმე გადააწყდეს კაცი.


მჭირდება 320 კვ.მ. ჩემი დათვლით უნდა იყოს დაახლოებით 5000 ცალი. ვინმეს თუ გეგულებათ სადმე გამაგებინეთ.

Monday, July 12, 2010

სახლის დასმა

სახლის დასმა ნიშნავს სახლის კონტურების მონიშვნას ტოპო რუკაზე. ანუ იმის განსაზღვრას სანტიმეტრის სიზუსტით, თუ სად იდგება სახლი. სახლის კუთხეების წერტილებს მონიშნავს არქიტექტორი რუკაზე. ანუ იტყვის სად ,,ხედავს'' სახლს. მერე კი ამზომველები უკვე ადგილზე, თანამგზავრის დახმარებით უშუალოდ მიწაზე იპოვიან იმ წერტილებს და დაკვალავენ, ანუ ადგილზე დაარჭობენ კოლებს, რომლებიც განსაზღვრავენ მშენებლისათვის ამ წერტილებს. ოფიციალურ ენაზე ეწოდება: შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება;
ასევე ნულოვანი ნიშნული უნდა აიღონ. ანუ ნულოვანი ნიშნული უკვვე სიღრმე სიმაღლის ამბავია. პროექტში უკვე ჩადებულია მსგავსი წერტილი, ნულოვანი ნიშნული, ნუ ასეა აგებული ანხაზი. ამ ნულოვან ნიშნულ იპოვიან ეზოშიც და მონიშნავენ. მაგალითად ღობეზე ხაზს გაუსვამენ, ან რამეს დაარჭობენ მყარად და იმაზე მონიშნავენ ხაზს... და მერე მშენებლობისას ამ ხაზე იქნება სწორება სულ... ოფიციალურ ენაზე ეწოდება:ნულოვანი ნიშნული – შენობა-ნაგებობის საკონტროლო ნიშნული, რომელიც წარმოადგენს მიწისპირა ან პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ნიშნულს;

ვოოტ, გაიგეთ რამე? :))))

Saturday, July 10, 2010

ყველამ ნახეთ, ძაან მაგარია :))))))))

ღამე 5 ზე რო დაიძინებ დილას როგორია ადრე ადგომა?! მაგრამ 10 ის ანხევარზე შევხდი ტიპს, რომელსაც ბაგაჟნიკში ედო ცელი, ბალახის საჭრელი აპარატი, სალესი ქვა და ალბათ სავარცხელიც... ბალახი ამოვიდა უსაშველოდ დიდი და დღეს დილიდან ვთიბავთ. იხილეთ ვიდეო როგორ თიბავს კაცი ბალახს. ისე MYVIDEO-ზე რო ამგვარი ვიდეო წესით ექნებოდა ასეთი სათაურები ალბათ:

VIDEO< VIDEO< VIDEO< VIDEO

1. ძაან მაგრა თიბავს.
2. აბა ყველამ ვუყურეთ.
3. მაგარი პრიკოლი, არ გამაზოთ.
4. ქართველების თიბაობა :)))))))))
5. ტიპი ნახეთ ბალახს რას უჩალიჩებს.
6. მაგარი კაცი ჰაჰააა...

7. უმაგრესი პრიკოლი.

8. ჩინელმა გაუბერა :)))))
9. ავარია...უყურეთ!მაგარია.

Tuesday, July 6, 2010

არის!!!!!!!!

მოგვცეს ნებართვა. დაკუმენტი გვაქვს!
ახლა ჩვენს მარიფათზეა...