Wednesday, June 2, 2010

შენიშვნები


მოკლედ, ჩემს მიერ პროექტის შეტანიდან ორ დღეში ამ პროექტის ფოტოესკიზები დაიდო უკვე ინტერაქტიულ რუკაზე http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml აი აქ.
ეს რუკა რო ძალიან ფუნქციონალური და ინტერაქტიულია ადრე უკვე ვთქვი. მოკლედ შეგიძლია დიდი მასშტაბით მიაახლოვო ნებისმიერ ობიექტზე, და ნახო მოკლე ინფორმაცია ამ ობიქეტის შესახებ, რაც გაჩდა ამ რუკის ამუშავების შემდეგ.
მაგალითად, როდესაც მივაახლოვებ ჩმს ნაკვეთზე და მერე დავაჭერ ,,ინფო''–ს ამოაგდებს ჯერ იმ ქალაქმშენებლობით პირობებს რომელიც დამიდგინეს, და მერე უკვე ჩემს მიერ შეტანილი პროქეტის არქიტექტურული ნაწილის ფოტოესკიზებს. ორივე pdf ფაილებია. ანუ დაინტერესებული პირი დაინახავს თუ რა შენობის აშენებაზეა შეტანილი განაცხადი. მოკლედ საჯაროოობაა და გამჭვირვალობა და დემოკრატია.

ახლა საქმეზე:

სულ რამდენიმე დღეშივე გააკეთეს ჩემი განაცხადის პირველი მიმოხილვა და დაგვიდგინეს რამდენიმე შენიშვნა, ხარვეზი სამართლებრივ ენაზე.

1. კარგად და ზუსტად არ იყო ჩამოყალიბებული პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. პროექტს თან ერთვის მისი განმარტებითი ბარათი, 1 გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ძალიან მოკლედ წერია რა ტიპის რაღაცის აშენებაა გადაწყვეტილი და რა მოცულობის, რა სიგრძე–სიგანის. ასევე ცალკე ფურცლად დევს ეს ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები სადაც მშრალად უნდა ეწეროს: მოშენების ფართი (რა ფართი უკავია შენობას მიწაზე – 203 კვ.მ. აქედან ვერანდები (საზაფხულო ფართი)58 კვ.მ საცხოვრებელი ფართი – ამდენი და ამდენი. სულ განაშენიანების ფართი (პირველ მეორე სართულიან აივნებიანად) ამდენი და ამდენი და სხვა. მოკლედ ჩემთან ციფრები იყო ცოტა არეული და არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ტექნიკური შეცდომაა..

2. დამიწერეს, რომ ვინაიდან ჩემი სახლი დგას ღობესთან ანუ მეზობლის საზღვართან 3 მეტრზე ახლოს არ შეიძლება ღიობების (აივნები, ფანჯრები, სხვა ღიობები) გაკეთება სახლის ამ მხარეზე. ჩემს შემთხვევაში მეზობლისკენ იყურება სახლის უკანა კედელი, ყრუ კედელი. ამ მხარეს განლაგებულია ძირითადად აბაზანა, ტუალეტი, ჩულანი და მათი ,,ფორთოჩკები'' ანუ ვიწრო, ჰორიზონტალურად მაგრამ მაღლა განლაგებული გასანიავებელი ფანჯრები. ამ ფანჯრებში წესით ვერც გაიხედავ იმგავრადაა ჭერთან ახლოს, მაღლა განლაგებული. უბრალოდ დღის სინათლეს ატარებს, რაც სასიამოვნოა სახლში სველ წერტილებში და განიავების ფუნქციას ასრულებს. მოკლედ არ შეიძლებაო. ლოგიკა რთული დასაჭერია. მეზობელი თანხმობას მომცემს მეთქი. მაინც არაო.არგუმენტი? არ ჩავუღრმავდები. გამოსავალი: გაკეთდეს მინაბლოგის კედელი. ანუ სქელი კვადრატები რომაა მინის, რომელიც ისეთი სქელია რომ გამჭვირვალე არაა მაგრამ სინათლეს ატარებს, მაგით ამოაშენებ იმ ,,ფორთოჩკის'' ადგილას და ეგაა... სამაგიეროდ ვერ გაანიავებ, სავინტილაციო სისტემა გინდა.

ფოტოზე ჩანს უკანა კედელზე დატანებული ,,ფორთოჩკები''

4 comments:

  1. არის ლოღიკა.
    ის მეზობელი შეიძლება ახლა თანახმაა, მაგრამ გაყიდვა რომ მოუნდეს და ახალი პატრონი არ იყოს თანახმა? ან მერე ვეღარ გაყიდოს და ეფად მოუწიოს მაგის გამო გაყიდვა? ხო იცი როგორც არის ხოლმე.

    ReplyDelete
  2. კი, იქაც ეგრე მითხრა ერთმა მაგრამ...
    ნუ არ ვუშლია რავის რა. ჩმეს აბაზანაშ თუ ფეხის წვერებზე ავძვერი და თავი ამოვატრიალე რო იმ ვიწრო ფანჯარაში გავიხედო და ისე გადავიხედე ამ მეზობლის ეზოშ, მასე კიბესაც მივადგამ ღობეზე და ავძვრები...
    ან ნუ რამე სხვას მოვიფიქრებ.
    მოკლედ არ ვუშლი რა.. არავის....
    მე კი მიშლიან, ნერვებს...

    ReplyDelete
  3. მაგარი ბლოგია :)

    ReplyDelete
  4. მადლობა. აი მშენებლობა რო გახურდება უფრო ინტერაქტიული გავხდებით....
    ჯერ მოთელვაა...

    ReplyDelete