600 სტუმარი საქართველოდან.
კარგია, საინტერესოა ნეტა, რამდენი მოხვდა შემთხვევით ამ ბლოგზე და ეგრევე გაიქცა.
რამდენი შეჩერდა მიიხედ მოიხედა და მერე გავიდა. რამდენი ჩამოჯდა და რაღაცეებს გადაავლო თვალი, ფოტოებს მაინც. რამდენმა წაიკითხა ერთი პოსტი მაინც თავიდან ბოლომდე (ვიცი, მოსაწყენია გრძელი მოთხრობითი ფორმით ნაწერი პოსტები). ვინ წაიკითხა მთელი გვერდი, თუნდაც ფრაგმენტულად.
რამდენი გადავიდა მეორე გვერდზე, რამდენი იყო აქედან ქალი და რამდენი იყო კაცი, ის ვინც კაცი იყო მართლა იყო კაცი თუ არაკაცი? :)))) რამდენი იყო პატარა, რამდენი ჩემი ასაკობრივი ჯგუფის, რამდენი უფრო მეტად მოწიფული.
რამდენი იყო მდედრობითი სქესიდან ახალგაზრდა? და ლამაზი? და კოხტა და მიმზიდველი? :)))))
რამდენი მათგანი შემოვიდა აქ ისევ, ხელმეორედ?
რამდენმა ჩათვალა რო: ვა, საინტერესო თემაა, შემოვიხედავ ხოლმე,დ ა მერე დააავიწყდა?
და რამდენმა ჩემმა გესთმა მისცა ხმა ალასანიას?
და ძიძგურს? და აბა ძიძიგურს ვაბშე ვინ მისცა ხმა?
ეს ისე, თემიდან გადავუხვიე.
რაც შეეხება თემას,
გავასწორე მერიის შენიშვნებიდ ა შევიტანე თავიდან.
ველოდები განაჩენს :))))
მანამდე დავიანგარიშეთ, რომ წინ რომ ღობე ამოვაშენო, ქუჩის მხარეს,ს ადაც ჯერ სიცარიელე მაქვს დატოვებული და დროებითი კარი და ალაყაფი ჩავსვა სავარაუდოდ 600 ლარი დამჭირდება. ამ ეტაპზე მაღალ ყრუ კედელს ავაშენებ, რომ სამშენებლო პროცესის დროს არ იყოს წინ ღია და მოკლედ მასალები არ დაიკარგოს და მთელი ამბები. ალაყაფი და შესასვლელი კარიც ისეთი იქნება, დროებით, იაფფასიანი რკინის და ,,ჯეშტის''–გან შევკრავთ სვარკით. მთავარია იღებოდეს და იკეტებოდეს.
:))))))))))))))) დაჟე ვფიქრობდი როგორც მიღებულია თეთრად ხო არ შევღებო და წითელი ზოლები ხომ არ დავაყოლო თქო ცერად :)))))))))))))))
და ზედ რამე კრეატიული წავაწერო... წიპა,
აქ მიმდინარეობს სახლის მშენებლობა. დეტალები იხილეთ მესაკუთრის ვებ გვერდზე
www.sakhli.blogspot.ge
და მერე და მერე უკვე სვისი რეკლამებიც გავუშვა, რო გაპიარდება კედელი...
მსურველებმა დარეკეთ ან მოიწერეთ:
899 – 3–20
mail@rame.ge
ეს ხუმრობით,
და სერიოზულად მერე გავაგრძელოთ, პროექტს რომ შეითანხმებენ.
მე მე მე
ReplyDeleteმე ვარ ვინც ყველა პოსტი წაიკითხა, წავიდა, დაბრუნდა, ოღონდ ძიძიგურისთვის არ მიმიცია ხმა :D
ამ უკანასკნელის გარდა, ყველაფერზე გაგცემს პასუხს, თუ გუგლ.ანალიტიკსს დააყენებ. ოღონდ როგორ უნდა დააყენო, ეგ არ ვიცი, გიგა გეტყვის ;)
ხოდა კიდე,
რაც შენ ამ პროექტის შეთახნმებაზე დრო დახარჯე, შენ თუ ამდენი წვალება დაგჭირდა, მე ალბათ ვერასდროს გავაკეთებ :(((
პ.ს. ღობის იდეა და რეკლამა ზედ მომეწონა ;)
ara, bevri dro ara. უბრალოდ მე ცოტა დროს ვუთმობ ამას. მოუცლელობის და ხან სიზარმაცის გამო
ReplyDelete