Thursday, June 24, 2010

მესერი

ამდაგვარ ლითონის ფაქტურებზე მიჭირავს თვალი



Tuesday, June 22, 2010

1,2,3...

დღეებს ვითვლი... ჰა და ჰა უნდა დამიბრუნონ დამტკიცებული პროექტი მშენებლობის ნებართვითურთ.

მანამდე რა ვაკეთოთ?

რაღაცეებს დავსერჩავ და დავდებ

Tuesday, June 15, 2010

600 guest

600 სტუმარი საქართველოდან.
კარგია, საინტერესოა ნეტა, რამდენი მოხვდა შემთხვევით ამ ბლოგზე და ეგრევე გაიქცა.
რამდენი შეჩერდა მიიხედ მოიხედა და მერე გავიდა. რამდენი ჩამოჯდა და რაღაცეებს გადაავლო თვალი, ფოტოებს მაინც. რამდენმა წაიკითხა ერთი პოსტი მაინც თავიდან ბოლომდე (ვიცი, მოსაწყენია გრძელი მოთხრობითი ფორმით ნაწერი პოსტები). ვინ წაიკითხა მთელი გვერდი, თუნდაც ფრაგმენტულად.
რამდენი გადავიდა მეორე გვერდზე, რამდენი იყო აქედან ქალი და რამდენი იყო კაცი, ის ვინც კაცი იყო მართლა იყო კაცი თუ არაკაცი? :)))) რამდენი იყო პატარა, რამდენი ჩემი ასაკობრივი ჯგუფის, რამდენი უფრო მეტად მოწიფული.
რამდენი იყო მდედრობითი სქესიდან ახალგაზრდა? და ლამაზი? და კოხტა და მიმზიდველი? :)))))
რამდენი მათგანი შემოვიდა აქ ისევ, ხელმეორედ?
რამდენმა ჩათვალა რო: ვა, საინტერესო თემაა, შემოვიხედავ ხოლმე,დ ა მერე დააავიწყდა?
და რამდენმა ჩემმა გესთმა მისცა ხმა ალასანიას?
და ძიძგურს? და აბა ძიძიგურს ვაბშე ვინ მისცა ხმა?

ეს ისე, თემიდან გადავუხვიე.
რაც შეეხება თემას,

გავასწორე მერიის შენიშვნებიდ ა შევიტანე თავიდან.
ველოდები განაჩენს :))))

მანამდე დავიანგარიშეთ, რომ წინ რომ ღობე ამოვაშენო, ქუჩის მხარეს,ს ადაც ჯერ სიცარიელე მაქვს დატოვებული და დროებითი კარი და ალაყაფი ჩავსვა სავარაუდოდ 600 ლარი დამჭირდება. ამ ეტაპზე მაღალ ყრუ კედელს ავაშენებ, რომ სამშენებლო პროცესის დროს არ იყოს წინ ღია და მოკლედ მასალები არ დაიკარგოს და მთელი ამბები. ალაყაფი და შესასვლელი კარიც ისეთი იქნება, დროებით, იაფფასიანი რკინის და ,,ჯეშტის''–გან შევკრავთ სვარკით. მთავარია იღებოდეს და იკეტებოდეს.

:))))))))))))))) დაჟე ვფიქრობდი როგორც მიღებულია თეთრად ხო არ შევღებო და წითელი ზოლები ხომ არ დავაყოლო თქო ცერად :)))))))))))))))

და ზედ რამე კრეატიული წავაწერო... წიპა,

აქ მიმდინარეობს სახლის მშენებლობა. დეტალები იხილეთ მესაკუთრის ვებ გვერდზე

www.sakhli.blogspot.ge

და მერე და მერე უკვე სვისი რეკლამებიც გავუშვა, რო გაპიარდება კედელი...
მსურველებმა დარეკეთ ან მოიწერეთ:

899 – 3–20

mail@rame.ge

ეს ხუმრობით,
და სერიოზულად მერე გავაგრძელოთ, პროექტს რომ შეითანხმებენ.

Wednesday, June 2, 2010

შენიშვნები


მოკლედ, ჩემს მიერ პროექტის შეტანიდან ორ დღეში ამ პროექტის ფოტოესკიზები დაიდო უკვე ინტერაქტიულ რუკაზე http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml აი აქ.
ეს რუკა რო ძალიან ფუნქციონალური და ინტერაქტიულია ადრე უკვე ვთქვი. მოკლედ შეგიძლია დიდი მასშტაბით მიაახლოვო ნებისმიერ ობიექტზე, და ნახო მოკლე ინფორმაცია ამ ობიქეტის შესახებ, რაც გაჩდა ამ რუკის ამუშავების შემდეგ.
მაგალითად, როდესაც მივაახლოვებ ჩმს ნაკვეთზე და მერე დავაჭერ ,,ინფო''–ს ამოაგდებს ჯერ იმ ქალაქმშენებლობით პირობებს რომელიც დამიდგინეს, და მერე უკვე ჩემს მიერ შეტანილი პროქეტის არქიტექტურული ნაწილის ფოტოესკიზებს. ორივე pdf ფაილებია. ანუ დაინტერესებული პირი დაინახავს თუ რა შენობის აშენებაზეა შეტანილი განაცხადი. მოკლედ საჯაროოობაა და გამჭვირვალობა და დემოკრატია.

ახლა საქმეზე:

სულ რამდენიმე დღეშივე გააკეთეს ჩემი განაცხადის პირველი მიმოხილვა და დაგვიდგინეს რამდენიმე შენიშვნა, ხარვეზი სამართლებრივ ენაზე.

1. კარგად და ზუსტად არ იყო ჩამოყალიბებული პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. პროექტს თან ერთვის მისი განმარტებითი ბარათი, 1 გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც ძალიან მოკლედ წერია რა ტიპის რაღაცის აშენებაა გადაწყვეტილი და რა მოცულობის, რა სიგრძე–სიგანის. ასევე ცალკე ფურცლად დევს ეს ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები სადაც მშრალად უნდა ეწეროს: მოშენების ფართი (რა ფართი უკავია შენობას მიწაზე – 203 კვ.მ. აქედან ვერანდები (საზაფხულო ფართი)58 კვ.მ საცხოვრებელი ფართი – ამდენი და ამდენი. სულ განაშენიანების ფართი (პირველ მეორე სართულიან აივნებიანად) ამდენი და ამდენი და სხვა. მოკლედ ჩემთან ციფრები იყო ცოტა არეული და არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ტექნიკური შეცდომაა..

2. დამიწერეს, რომ ვინაიდან ჩემი სახლი დგას ღობესთან ანუ მეზობლის საზღვართან 3 მეტრზე ახლოს არ შეიძლება ღიობების (აივნები, ფანჯრები, სხვა ღიობები) გაკეთება სახლის ამ მხარეზე. ჩემს შემთხვევაში მეზობლისკენ იყურება სახლის უკანა კედელი, ყრუ კედელი. ამ მხარეს განლაგებულია ძირითადად აბაზანა, ტუალეტი, ჩულანი და მათი ,,ფორთოჩკები'' ანუ ვიწრო, ჰორიზონტალურად მაგრამ მაღლა განლაგებული გასანიავებელი ფანჯრები. ამ ფანჯრებში წესით ვერც გაიხედავ იმგავრადაა ჭერთან ახლოს, მაღლა განლაგებული. უბრალოდ დღის სინათლეს ატარებს, რაც სასიამოვნოა სახლში სველ წერტილებში და განიავების ფუნქციას ასრულებს. მოკლედ არ შეიძლებაო. ლოგიკა რთული დასაჭერია. მეზობელი თანხმობას მომცემს მეთქი. მაინც არაო.არგუმენტი? არ ჩავუღრმავდები. გამოსავალი: გაკეთდეს მინაბლოგის კედელი. ანუ სქელი კვადრატები რომაა მინის, რომელიც ისეთი სქელია რომ გამჭვირვალე არაა მაგრამ სინათლეს ატარებს, მაგით ამოაშენებ იმ ,,ფორთოჩკის'' ადგილას და ეგაა... სამაგიეროდ ვერ გაანიავებ, სავინტილაციო სისტემა გინდა.

ფოტოზე ჩანს უკანა კედელზე დატანებული ,,ფორთოჩკები''