Saturday, May 1, 2010

THE WALL




ჩვენი THE WALL აშენდა დააახლოებით 2 თვეში. არსად გვეჩქარებოდა. წარმოგიდგენთ ხარჯთაღრიცხვას ბატონო.
მთლიანობაში აშენდა ბეტონისა და ბლოკის 80 გრძივი მეტრი სრული კედელი და 20 გრძივი მეტრი – წინა ფასადზე მხოლოდ საძირკველი და კოლონები. წინ დანარჩენი ღია დავტოვეთ, ქუჩის მხრიდან ღობე იქნება უფრო ღია და თავისუფალი, სავარაუდოდ რკინის გისოსები და ქვით მოპირკეთებული კოლონები. თუმცა ჯერ გადასაწყვეტია.
მოკლედ ამ წინა კოლონებისა და საძირკველის გარდა აშენდა სრული 80 მეტრი ღობე, სიმაღლით 2,2 მეტრი. თუმცა ხარჯებში შედის ეს წინა უკვე შესრულებული სამუშაოც.
ფასები:
1. ბეტონი – 90 ლარი კუბამეტრი. სულ დაგვჭირდა 37 კუბი ბეტონი. ანუ 3330 ლარი.
2. ბლოკი – თითო ცალი მოტანა დაცლით 0.875 ლარი. სულ დაგვჭირდა 1805 ბლოკი. 1580 ლარი.
3. ცემენტი – 1 შეკვრა 9 ლარი. დაგვჭირდა 70 შეკვრა. 630 ლარი.
4. არმატურა და ,,კატანკა'' მავთული არმხასოვს რომელი რამდენი, მაგრამ სულ დაახლოებით 1500 ლარი.
5. მუშების ხელფასი რკინა ბეტონის სამუშაო. ერთი კუბი 55 ლარი. სულ მივეცით 2000 ლარამდე.
6. მუშების ხელფასი ბლოკის დაწყობა (კედლის ამოშენება). 1 ბლოკი 0.40 ლარი. სულ სადღაც 750 ლარი.
7. სხვა ხარჯები: ლურსმანი, შლანგი, ზოგიერთი ინსტრუმენტი, აპალოვკის ფიცარი, მიწის გათხრა კედლის საძირკველისათვის, დენის კაბელის ჩაყოლება მთელ კედელზე, ქვიშა, ცოტა ხრეში, ბრიგადირის ხელფასი (2500), მიწის მოსწორება ტრაქტორით და სხვა ყველაფერი, ჯამურად 4000 ლარამდე.

მთლიანი ხარჯი შეადგენს 13,865 ლარს.

თუ გადავვიანგარიშებთ გრძივ მეტრზე 2,2 მეტრი სიმაღლის ღობის გრძივი მეტრის აშენების ღირებულებაა 150 –160 ლარი.
დაახლოებით ამავე ლოგიკას და ფასებს თუ გავყვებით, სადღაც ალბათ 16–17 ათასი ლარი უნდა დაჯდეს უსარდაფო სახლის საძირკვლის და პირველი და მეორე სართულის კედლების მშენებლობაც, თუ ავიღებთ საშუალოდ 10X10–ზე სახლს.

4 comments:

  1. ესეც პირველი პასუხი იმათ ვინც ამტკიცებს რომ სახლი ასე 300 000 დოლარამდე ჯდება, თავის ყველაფრიანად.

    ReplyDelete
  2. ჰო, მერე მილიონად რომ გაყიდონ :)

    ReplyDelete
  3. გამარჯობათ მეც მაინტერესებს და თუ არ შეგაწუხებთ რო მორჩებით სახლის მშემებლობას რა დაჯდება,და დადეთ პროექტი მეც ერტსართულიანი მინდა.მანიტერსებს როგორი იქნება ,პროექტი სად გააკეთეთ და რა დაჯდა ?

    ReplyDelete
  4. პროექტი არქიტექტორს დავუკვეთე კერძოდ, და 2500 დოლარი დაჯდა. პროექტს, მოცულობას, და არქიტექტორს გააჩნია.
    საქართველოს კვალობაზე, ამ ტიპის შეკვეთისთვის არც ისე ცოტაა და არც ძვირია

    ReplyDelete