Wednesday, May 26, 2010

პროექტის შეთახნემბა


რამდენიმე დღის წინ შევიტანე პროექტი სსიპ ,,თბილისის არქიტექტურაში''.
სულ არის 3 სტადია. 1–ლის სტადიაა ქალაქმშენებლობის პირობების დადგენა, რაც თავიდან გავაკეთეთ, ნაკვეთის შეძენისთანავე. ამ დოკუმენტით დაგვიდგინდა თუ რისი და როგორ აშენების უფლება გვაქვს.
მერე ამ დოკუმენტსაც დავასკანერებ და დავდებ. ნუ მანდ მთავარი და ძირითადია მაინც თუ რა ზონაა და რა კოეფიცინეტები.
ზონა დამიდგინდა საცხოვრებელი ზონა 5.
რაც გულისხმობს: კ1–0.5; კ2–0.8; კ3–0.3;

კ1 ––––––––––––––––––
ეს ნიშნავს – მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება. ანუ თუ მიწის ნაკვეთი არის 800 კვ.მ. მაშინ მე შემიძლია კ1 0.5 პირობებში (800*0.5) 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე განვათავსო ჩემი შენობა (შენობები).
მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის:
ა) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი;
ბ) დროებითი სამშენებლო ობიექტები;
გ) შენობათა გამჭვირვალე წყალგაუმტარი მასალით გადახურული შიდა ეზოები, "ზამთრის ბაღები" და "პასაჟები". ამავე დროს, ამ ნაწილებთან ერთად შენობები არ შეიძლება იკავებდნენ შესაბამისი მიწის ნაკვეთების 80%-ზე მეტს;
დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ი, მათ შორის, სათბურები.

კ2 ––––––––––––––––––

მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს ცალკეულ ზონაში კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების, აგრეთვე, სრულ სართულთან ამ წესებით გათანაბრებული მანსარდის ან მისი ნაწილის იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს.
ანუ ჩვენ შემთხვევაში (800*0.8) 640 კვადრატულიანი შენობა შემეძლო ამეშენებინა. სულ, ყველა სართულების ჩათვლით.

კ3 ––––––––––––––––––

მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი (სამშენებლო თუ სხვა) მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე ნაგებობა ან სათავსი და რომელიც განკუთვნილია გამწვანებისათვის; ჩემს შემთხვევაში აუცილებლად უნდა მქონდეს მწვანე ეზო მინიმუმ (800*0.3) 240 კვ.მ.

მე ჩემი პროექტით ყველა მოცემულობაში ვიგულავე.... ანუ 400 განაშენიანება 200–კვადრატულში ჩავტიე, 640 სამშენებლო მოცულობა სადღაც 340–ში, და გამწვანება კიდევ 400 კვადრატზე მეტი გამოვიდა (ეზოს რაღაც ნაწილი ხო მოპირკეთებულია ქვაფენილით).

პროექტის მე–2 სტადიაა არქიტექტურული ნაწილის შეთანხმება. მე–3 კი კონსტრუქციულის.
ეს იმიტომ, რომ თუ არქიტექტურულ ნაწილს დაგიწუნებენ ან შეგაცვლევინებენ კონსტრუქციებიც უნდა გადააკეთო. ისედაც ჯერ არქიტექტორი ქმნის ესკიზებს და გეგმებს, და მერე კონსტრუქტორი ქმნის კონსტრუქციულ ნახაზებს, ანუ რა ნაწილი როგორ, რა არმატურით რა ბეტონით, რამდენიანი კოლონებით, რა დაკავშირებებით და მასალებით უნდა დამზადდეს...
შეიძლება მეორე და მესამე სტადიების ერთად გავლა. მეც ასე გავაკეთე. ეს ისეთი ამრტივი შენობაა (1 სართულიანი სახლი მანსარდით) რომ აქ ისეთი რა უნდა შემიცვალონ არქიტექტურულ ნაწილში რომ კონსტრუქციების გადაკეთება დაჭირდეს.

2 comments:

  1. ვაიმეეე
    ეს პატარა ტრენინგია ფაქტიურად და მე მაინც ვერაფერი გავიგე.

    ღმერთო, რატომ არსებობს საჯარო რეესტრი და არქიტექტურა საერთოდ ა? ამის გარეშე რომ აშენო არ შეიძლება? :D

    ReplyDelete
  2. არა, მისით აშენებულები რას გავს და რა ხდება და უმისოდ წარმოიდგინე.. მოვა ვიღაც დაა ააშენებს ტუალეტს სადღაც შენს ეზოში. ეგ არაფერია, მე კიდე უფრო დაწვრილებით დავწერ მერე და მერე... მშენებლობის რეგულირების გეგმაზე.

    ReplyDelete