გიდროიზოლაცია მშენებლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ანუ როგორ დაიცვა სახლი ნესტის, წვიმის და მიწიქვეშა წყლებისგან.
მე სარდაფი არ მაქვს, ანუ იმის პრობლემა არ მაქვს, რომ მიწისქვეშა წყლებმა დამისველოს სარდაფის კედელი. ცნობისათვის ბეტონის კედელი საკმაოდ ატარებს წყალს. ბეტონს აქვს თავისი კაპილარები, რომელსაც მოყვება ეს სინესტე და შემოდის შეიგნით. ამიტომ მე საძირკველის იზოლაცია თითქმის არ დამჭირდა. მაგრამ სახლის უკანა კედელი, მიწის რელიეფის გამო სულ ცოტათი, ასე 1.4 მეტრამდე არის ჩასული მაინც მიწაში. ამიტომ ამ მხარეს დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრზე.
მირჩიეს წასასმელი გიდროიზოლაცია. 20 ლიტრიანი ქილა ვიყიდე. 190 ლარი ღირს. წავუსვით 2 პირი და როგორც გუდრონი ან რეზინა, ისეთი მასა აეკრა კედელს. არანაირ სინესტეს არ ატარებს.
ამის მერე უკვე იდება სადრენაჟე მემბრანა. ესეც რეზინივით ნაჭერია, უხეში, რომელიც ამ წასმულ გიდროიზოლაციას იცავს მიწის, კენჭების და ზედაპირული ზემოქმედებისგან. ჩავუფინეთ ესეც 20 კვადრატული და მივაყარეთ მიწა...
ეს ყველაფერი ხდება სახლის უკანა ყრუ კედლის გასწვრივ..
ვა, ეს არ ვიცოდი (ვითომ დანარჩენი ყველაფერი ვიცოდი :D)
ReplyDeleteესეც უნდა იცოდე...
ReplyDeleteსიკა იგასოლი (და არა სიკაი გასოლი) ფონდალინი და იგოფლექსი ...
ReplyDeleteესენი იცით???? :))))
შენი სახლის მუშა პროექტი ზუსტად არ ვიცი და თუ ბალასტით შევსება დაგჭირდება (ფენა-ფენა, დატკეპვნითა და გამკვრივებით) მოგაწვდი კომპეტენტურ აზრებს :)))))
ReplyDeleteმარიკა, ეს ,,ყურით მოთრეული'' ტერმინები საიდან მოგაქვს.... :)))))))))))))))
ReplyDeleteრისი შევსება რითი? რა ფენა ფენა... მარტივი სახლი მაქვს...
მეც არ ვიცი საიდან მომაქვს :)) ყოველდღიურობაში მხვდება უკვე ;))))))
ReplyDeleteGamarjobat! Chvenc vashenebt saxls da tu sheidzleba tkveni sakontakto nomeri mogvceret
ReplyDelete