Thursday, July 30, 2009

დღემდე.

მოკლედ უნდა გადავახტე რარაც ამბებს, ანუ მოკლედ ვთქვა თორე დეტალურად მაგეების გახსენება რაღაც მეზარება.

1. შევიძინეთ ერთი დიდი ნაკვეთი. ნოტარიუსი –  350 ლარი, რეგისტრაცია საჯარო რეესტრი 50 ლარი.

2. გავყავით 2 ნაწილად. – გამიჯვნის ნახაზი – 50 ლარი, რეგიოსტრაცია საჯარო რეესტრში  2X50 ლარი

3. მეორე ნაწილი მივყიდეთ სხვას (ახლობელს). ანუ ერთად ვიყიდეთ რა....

4. დაკვალვა, ანუ ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დადგენა კოსმოსური კოორდინატების და თანამგზავრიდან აღებული წერტილების მიხედვით, ადგილზე მიწაზე კუთხეებში საზღვრის აღმნიშვნელი სოლების დარჭობით – 250 ლარი.

5. მერე დავისვენეთ.....

Sunday, July 26, 2009

დავბრუნდი..

დიდი და საინტერესო დასვენებიდან დავბრუნდი.

მოკლედ.. თემას მივუბრუნდეთ, პირველსა სიტყუასა ზედე მოვიდეთ...

საჯარო რეესტრი, არის უძრავი ნივთების (მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა)  შესახებ არსებული რეგისტრირებული ინფორმაციის ერთობლიობა. მოკლედ, მარჯანიშვილის მოედანზე, მეტროს თავზე და ასევე ვირტუალურ სამყაროში www.naprs.gov.ge შეიძლება ამა თ იმ უძრავი ნივთის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

ანუ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ:

1. ვინ არის ნივთის მესაკუთრე (მესაკუთრეები).

2. რამდენი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ან შენიბა ნაგებობაა რეგისტრირებული.

3. არის თუ არა ნივთზე რეგისტრირებული ყადაღა, იპოთეკა, იჯარა, აღნაგობა, სერვიტუტი, უზურფრუქტი, საგადასახადო იპოთეკა...  (მგონი არაფერი გამომრჩა)...

აქვე დავურთავ ამონაწერის ნიმუშს... ვისაცა რ უნახავს მათთვის, მარა მგონი ყველას უნახავს მსგავსი ფურცელი სახალხოდ წოდებული როგორც ,,რეესტრი'' :)))

amonaceri

ამ ჯადოსნურ ფურცელს თავზე აწერია საკადასტრო კოდი. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უძრავი ნივთის იდენტიფიკაციისა და მისი საკადასტრო მონაცემების რეგისტრაციის მიზნით, უძრავ ნივთს ენიჭება საკადასტრო კოდი. უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის ფორმირების წესს ამტკიცებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. საკადასტრო კოდი არის ციფრების კომბინაცია, და ყველა ნივთს, მიწის ნაკვეთს ან მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობას ენიჭება თავისი უნიკალური კოდი... ამ შემთხვევაში 72.14.02.042

ამის შემდეგ წერია ,,ამონაწერი საჯარო რეესტრიდან''  ხალხურად და ამრტივად ,,რეესტრი'' :))).   შემდეგ მოდის მონაცემები განცხადების რეგისტრაციის შესახებ. ანუ როდის შეტანილი და რა ნომერი განცხადების საფუძველზე მოხდა ამ ამონაწერის მომზადება (უბრალოდ განახლება ან რაიმე ახალი მონაცემის რეგისტრაცია) და შემდგომ უკვე უშუალოდ ამონაწერის მომზადების დრო.

მერე მოდის საკუთრების განყოფილება.  აქ არის მონაცემები უშუალოდ საკუთრების ბიექტის, ანუ უძრავი ნივთის შესახებ. საკადასტრო კოდი უკვე გაშლილი და გაშიფრული. ასე მაგალითად პირველი ციფრი 72 ყოფილა მცხეთის სარეგისტრაციო ზონის აღმნიშვნელი,  მეორე – 14 დიღომის რაიონის (სექტორი), მერე მოდის კვარტლის ნომერი 02, და ბოლოს ნაკვეთის ნომერი 042. 

გვერდით ინფორმაცია:  ნაკვეთის საკუთრების ტიპი. ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო–სამეურნეოა თუ არასასოფლო–სამეურნეო.  დაზუსტებული ფართობი. შემდეგ მოდის ნაკვეთის წინა #.  ეს მონაცემუ ზუსტად რას ნიშნავს მართალია არ ვიცი, მაგრამ თუ ასეთი ნომერი მოცემულია, მაშინ ის აუცილებლად უნდა მიეთითოს ხოლმე საკადასტრო კოდთან ერთად, იმიტომ რომ აუცილებელი მახასიათებელია ნაკვეთის იდენტიფიცირებისათვის. მოცემულია იმ შენობა ნაგებობების ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე.  აქ გვაქს ერთი შენობა საერთო გაშენების ფართით 145.67 კვ.მ.

მისამართი: ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, დიდგორი.  

აი ასეთი უცნაური და ბუნდოვანი მისამართებითაა სავსე ჩვენი ქალაქი. მაგალითად შემხვედრია: ქ. თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, გუდაუთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. ან ქ. თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მინდელის ხიდის მიმდებარე ტერიტორია.  ნუ ადვილი წარმოსადგენია ფოსტას როგორ უადვილდება ამ ქალაქში წერილების მიტანა....

იმედია ვინმე ან რამე (უწყბა) ამ საქმით დაკავდება და ნელ ნელა დაიხვეწება ეს თემა..

მესამართი უნდა იყოს ჩოტკი და კონკრეტული.

დავიღალე... დანარჩენს მერე გავაგრძელებ

Monday, July 13, 2009

საფუძვლები... (საგანი, მეთოდი, სისტემა)

მიწა სხვადასხვა კუთხით უდნა შევისწავლოთ რო გავერკვეთ ეს მიწა არის გამოსადეგი იმისათვის რისთვისაც ვყიდულობთ, თუ არა. მიწის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სხვადასხვა ორგანოში შეიძლება მოვიპოვოთ. ახლა დაახლოებით ავხსნი რა სახის ინფორმაციაა მნიშვნელოვანი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე და თუ რამე ვერ გაიგეთ მკითხეთ.

საჯარო რეესტრიდან დავიწყოთ.

www.napr.gov.ge  

bolo-bolo

ბოლო ბოლო გამოჩდა ის ნაკვეთი რომელიც ჩემთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო, ადგილმდებარეობით, ფასით, კომუნიკაციების სიახლოვით, ხედით და ბოლოს უბრალოდ მომწონდა და მინდოდა ეგ აგდილი და ვსიო! :))

ფასი 35$ დან დაიწყო. მოკლედ იყო რამდენიმე შეხვედრა, რამდენჯერმე ვაჭრობა და მთელი ამბავი. ნაკვეთი დიდი იყო, 3000 კვ. მეტრი, მარა მე ცხადია უფრო პატარა მინდოდა ასე 700–1000 მდე, ფასიდან გამომდინარე.

ბოლო ბოლო როგორც იქნა შედგა გარიგება.  1 კვ. მეტრი 30 USD. ვფიქრობ რომ ამ ადგილებისათვის ნორმალური და მისაღები ფასია. გარშემო ტიპები 60–55–70–საც აფასებდნენ. თუმცა რამდენიმე გონიერი გამყიდველი კიდევ რჩება ვინც მზადაა 35–30$ გაყიდოს.

ისე უამრავი განცხადებაა და ვისაც არ უნდა კითხო ყიდის. თუმცა ასეთებიც შეგხვდება, დაურეკავ ფასს კითხავდ ა აქეთ გეკითხება, კაი ხანია მაქეთ არ ვყოფილვარ და რას აფაებენ ახლა მიწებსო. გაოცდები.  რას და ლარს!  ერთ ლარს!  მომცეემ?  არა ცხადია, ხოდა თუ ყიდი შე კაი კაცო ხო უდნა იცოდე რამდენად ყიდი.

ამათ მე გამყიდველებს არ ვეძახი, ესაა ტიპები ვისაც კაი გავრიანად თუ გადაუხდი გაყიდიან. მასე ეიფელის კოშკიც შეიძლება იყიდო არაადეკვატურ თანხას თუ გადაიხდი.

მოკლედ გარიება შედგა და გამოვიდა ისე რომ ჩვენ შევიძინეთ 800 კვ. მეტრი 30 დოლარად

თუმცა სანამ შეიძენთ მიწას უნდა გაარკვიოთ მისი უფლებრივი სტატუსი.

Thursday, July 9, 2009

SEARCH 2

ძებნა ყოფილა ძალიან ძნელი პროცესი.   უნდა ერთმანეთს შეუფარდო უამრავი კომპონენტი, როგორებიცაა ადგილი, კომუნიკაციების (დენი, გაზი წყალი) მიყავნის შესაძლებლობა და სიშორე, სამშენებლოდ მოსახერხებელი ადგილი, რელიეფი, ბუნებრივი და კლიმატური პირობები, გრუნტის წყლები, ქარები, კლდოვანია თუ არა,  საბოლოოდ ხედი როგორი გექნება და საერთოდ მოგწონს თუ არა...

შეიძლება პარამეტრებით არაჩვეულებრივი ადგილი იყოს და უბრალოდ არ მოგეწონოს კაცია და გუნებას პონტში.

მე და ჩემი კოლეგა ვეძებდით...  მაგ მინდორზე ანუ ზეგანზე რომელიც მთებიდან იწყება და დაბლა ტრასამდე ეშვება დიდი დიღომის პარალელურად ყველაფერი ფეხით მოვიარეთ. ყველას ველაპარაკეთ. კოლეგა ამბობდა ქვემოთ ვიყიდოთო, ტრასასთან ახლოსაა და ეს კარგი იქნებაო, მე სულ ვამტკიცებდი მანქანით რო მოდიხარ სხვაობა 2–3 წუთია და ფეხით ვერც ასე მიხვალ და ვერც ისე თქო... სამაგიეროდ ზემოთ ჯობია იმიტო რო მთელ ზეგანს მაინც ზემოდან უყურებ და ეს კარგია თქო.

მე ზოგადად ზემოთ ყოფნა მირჩევნია. ნებისმიერ 2 დონიან სივრცეში (ბარი, კლუბი, კაფე სხვა) მირჩევნია ზედა დონეზე ყოფნა, ასე უფრო კომფორტულად ვარ.

მოკლედ ძებნა იყო გრძელი და დამღლელი.

ყოველ შაბათ–კვირას გავდიოდით ობიექტზე, რომელიცმოიცავს ტერიტორიას ვიდრემდი სოფელ დიღმის სანახებიდან გადაჭიმოლი დიდი დიღმის კორპუსებამდე და ტრასიდან რო ზევით გაიხედავ და მთები ჩანს იქამდე. ამ ტერიტორიაზე დავდიოდით ვრეკავდით ნომრებზე რომლებიც მიწერილია კედლებზე და პატარა დაფებზე, ხელში გვეჭრია გაზეთი...  არ ვტოვებდით არცერთ მიწის ნაგლეჯს. 

ფასები მერყეობდა 25–დან 120 დოლარამდე. თუმცა ფასის ფორმირების სისტემდა დღემდე ამოუცნობი დარჩა ჩემთვის. მესაკუთრეები არიან ძირითადად სოფელ დიღმელები, რომლებმაც ეს მიწები სასოფლო სამეურნეო რეფორმების შედეგად მიიღეს. თუა რ ვცდები 2.5 ათასი კვადრატული ოჯახზე.  კიტრი პამიდორი უნდა განევითარებინათ. 

ამათ დეველოპმენტი არჩიეს :))))

ხოდა წავიდა მერე და მერე ნაკვეთების სამოსახლოდ დაყიდვა. გაჩდა პირველის ახლები და ადგილებს ფასი დაედო.  

დიღმელის ლოგიკა:  ვყიდი 65$ ად. კრიზისი მკიდია. მერე რა რო კრიზისია, შენ თუ ყიდვა გინდა მაინც იყიდი, და თუა რა  მე არსად მეჩქარება. თუ ახლა არ გაიყიდა მბიჭი მეზდება და იმას ხო უნდა ,,რაღაც''. ის მიხედავს მერე, ააშენებს რამეს.

ან კიდევ ასეთი, ამ ნაკვეთშ ვყიდი ახლა იმიტო რო რა ფულსაც ავიღებ 3 ამხელა ნაკვეთშ ვიყიდი ზემოთ მთებთან. დრო მოვა იმ ნაკვეთის ფასი ამისას წამოეწევა და მერე იმას გავყიდი, ან ნაწილს...  

მოკლედ არ უნდა კაცს გაყიდვა, აი ისე, კაი ფასი თუ აიღო, ჯიპი და ბინა თ მოუვიდა და საგულაოდაც დარჩა გაყიდის რა ჰა....

რთული ხალხია.  დიღმელები.