Sunday, June 28, 2009

1-ლი პოსტი

პირველი პოსტი იმის შესახებ თუ რა ბლოგია ეს...

მოკლედ ჩემი ბოლოდროინდელი აკვიატებაა საკუთარი სახლის აშენება. ხოდა კაი ხანია ამ იდეას ვუტრიალებ. მოგესხენებათ არაა ადვილი, საერთოდ ალბათ ყველაზე ძნელი რამეა შენთვის სახლის აშენება და დიდად საპასუხისმგებლო.
ის გამახსენდა ახლა, ყველა კორპუსის მშენებელი (აქსისცენტრპოინტარსისაბაპლიუსი და სხვა ჯანდაბის პროექტები) რო ასე აქებს თავის მომავალ (ჯერ მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს დამთავრება) კორპუსს: ძმაო, უმაღლესი ხარისხის კორპუსი შენდება, მე და ჩემმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ აქ, ხოდა ჩემ შვილს ხო არ დავუშავებ და მოვატყუებ, ძმაო...

ხოდა ძმაო, გადავწყვიე აშენება.

ერთელ მეგობრებთან ვთქვი და როგორც ყველა თემაზე, ამაზეც მაგარი კამათი ატყდა, აუ ძაან ძვირი ჯდებაო, ისაო, ესაო... მე ვამტკიცებდი არ ჯდება მაგდენი თქვენ რო ამბობთ მეთქი, ციფრები ითქვა მრავალი.... 300 000 ლარიდან 100 000 დოლარამდე, და პირიქით.

მე ვამტკიცებდი (ოღონდ რატო არ ვიცი, ჯერ არაფერი ამიშენებია...) ვამტკიცებდი რომ სამოთახიან ბინაზე ცოტა შეიძლება მეტი დაჯდეს თქო... 3 ოთახიანი ასე 60–70 000 აშშ დოლარის ამბავში ვიგულისხმე.

ხოდა ნუ ეს მიწის გარეშე... იმენნა აშენების ფასი... ძმაკაცმა არაო, 100 000 დოლარი მინიმუმიაო, არც გეყოფაო, 150 000 მაინც ახვალო...

ხოდა მერე გამიჩდა იდეა, რო მთელი ეს პროცესი იყოს ,,საჯარო და გამჭვირვალე'' (ოღონდ არცერთი ენჯეოშნიკი არ ვნახო აქ :))))).

მოკლედ ვიწყებთ.

იმედია დვორსკი დამეხმარება ხოლმე ბლოგის სწორად კეთებაში.
ანუ საინფორმაციო მხარდაჭერა: დვორსკი !

8 comments:

  1. სიამოვნებით :)
    როგორც შევთანხმდით, ვადევნებ თვალყურს და ვირტუალურად და რეალური დროის რეჟიმშიც საფორთი იქნება

    ReplyDelete
  2. შენ აშენე სახლი, ჩვენ მოგიტანთ წყალს:)

    ReplyDelete
  3. ვაა, გრეით იდეა :))
    წარმატებებს გისურვებ! :))

    მეც მოგეხმარები თუ რაიმეში შევძლებ :))

    ReplyDelete
  4. დიდი, ეჭვი მაქვ ს ამ დისკუსიის საჯაროდ გამოტანა, ჩემი მეუღლის და ნნათესავის (ოღონდ ცალმხრივი) დამსახურებაა :))))))))

    ReplyDelete
  5. ვინაა შენი ცალმხრივი ნათესავი მარო?

    მე შენ ქმარს დავუმტკიცებ რო 300 000 არ ჭირდება მაგ საქმეს

    ReplyDelete
  6. ar ici, eg istoria??? pachom gamomicxada shen xar calmrivi natesavio :))))))))

    ReplyDelete
  7. bolo bolo aashene da ramdeni dagijda?

    ReplyDelete
  8. კაკრაზ, ეს ისაა რაც მე მაინტერესებს ^_^
    დავიწყე და მივყვები სათითაოდ პოსტებს :)

    ReplyDelete