Friday, July 8, 2011

.

ამასობაში გრძელდება ჩვენი სახლის მიმდინარე სამუშაოები.
კიბე ჩავასხით და გამოვიდა მშვენიერი 21+1 საფეხურით. მონოლითური, რკინა ბეტონის...
სახლის გარშემო მთლიანად მორჩა აგურის მოპირკეთების სამუშაო...
ხის გამოსაკრავი აბშივკაც თითქმის ყველგან გამოეკრა სადაც სახლის სახურავი სახლის გარე კედლებზე გადმოდის.

დარჩა კარ-ფანჯარა.
მეტალო პლასტმასის. არჩევანი რა თქმა უნდა დიდია. სადაც რამე ადგილია ყველგან ამ მეტალო პლასტმასის ცეხებია გახსნილი.
თუმცა თუ მოთხოვნას უფრო მეტად ჩამოაყალიბებ ხარისხთან, ფერთან, წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებით, მაშინ აღმოჩდება რომ 4-5 კარგი მიმწოდებელი არსებობს, ვისაც უნდა ელაპარაკო კარ-ფანჯარაზე.
მოკლედ, ჩვენ ვფიქრობთ გერმანულ, ხის მუქი ფაქტურის კარ ფანჯარაზე. ალბათ გერმანული.
რამდენიმე შეხვედრა გვქონდა რეჰაუს და ალბატროსის ოფისებში. დიორ თავიდანვე ძალიან გვეძვირა. იგივე პროდუქტები აქვს დიოს 1.5 ჯერ უფრო ძვირად.



















3 comments:

  1. მშვენიერი კიბეა :))

    ReplyDelete
  2. arachveulebrivi, ვინ ჩამოგორდება ნეტავ პირველი?

    ReplyDelete
  3. ზედა მხრიდან უნდა გაილაკოს?

    წლევანდელი გამარჯვებულები არქიტექტურაში - http://www.qwelly.com/group/es_sainteresoa/forum/topics/shenoba

    ReplyDelete