Tuesday, February 15, 2011

*** || >

არ მეცალა დასაწერად. არადა ყოველდღე იმდენი რამე კეთდება.
მაგრამ სახურავის თემას ვერ გავცდით ჯერ. ჯერ ისევ გადაუხურავია. ანუ შეფიცვრა ფაქტიურად მორჩა, მაგრამ... ისე ძალიან ბევრი ხის მასალა წავიდა. მთელ სახლში ყველაზე ძვირი ზუსტად სახურავი გამოდის. მაგრამ ამ სახლის იდეაშივე, პროექტით ეგრე იყო ჩაფიქრებული რომ მთელი ხიბლი სახურავებს უნდა მიეცა. სახურავებს იმიტომ რომ ფაქტიურად რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სახურავი გამოვიდა. სულ სხვადასხვა დონეებზე. ზუსტად ეგ ანიჭებს მთე სახლს სიმყუდროვის განცდას.
მოკლედ... რამდენიმე სურათს ვდებ>>>>


ეს არის კრამიტის სამრეცხაო ,,ცეხი''...



ეს სახლის უკანა ვერანდის გადახურვა:







ესეც ფოტოები... ხოდა კიდევ, მეორე სართულის ჭერიც ხომ გაიფიცრა, და საბოლოოდ არც თუ ისე პატარა ,,ჩერდაკი'' გამოვიდა, რომელიც სათავსოდ გამოდგება. ცოტა კარგად მინდა მოვაწყო, პატარა ფანჯარაც ჩავამატო სახურავში, ისე რომ არსაიდან გამოჩდება და ,,ჩერდაკი'' გაანათოს... საბოლოოდ მშვენიერი სივრცე გამოვა, ბოლო ბოლო ყველამ თ სახლში თავი მოგაბეზრა ახვალ და წიგნს მაინც წაიკითხავ სიჩუმეში. მოუწყობელი ჩერდაკი ასე გამოიყურება:






6 comments:

  1. რა კარგი ჩერდაკია, მართლა საკმაოდ დიდია...
    საქმეებიც კარგად მიდის! :)

    ReplyDelete
  2. ხო მაგარი ჩერდაკია :)))) მე მევასება

    ReplyDelete
  3. amas cherdaki ar qvia :))))

    ReplyDelete
  4. gamarjoba me amaswinat agmovachine tqveni blogi,dzalian magaria,me exla var tqvens dgeshi.........sawyis etapze rom iyavit,akviatebuli idea maqvs sakutari saxlis msheneblobis,ogond tqvengan gansxvavebit chems ideas upro sashishi,"katorguli"forma aqvs,radgan saxlis msheneblobas,chemi xelit vapireb :D am etapze mec vedzeb miwas,vapireb binebis gayidvas da tashi.....ura....danarcheni msheneblobis siam tkbilobac sakutar tavze gaqvt gamocdili :). tqveni blogis etapobrivi kitxvisas mechveneba rom pinansurad magrad iwewebit :(. dgevandeli gadmosaxedidan rogor fiqrobt mtlianobashi saxlis mshenebloba bevrad agemateba tqvens varauds? me cota ar iyos shemashina oficialurma idzulebitma formebma : proeqtis,samsheneblo masalis,( tu aguri tqvenit sheirchiet?)aguri kargia, magram mshenebloba 2-jer dzviri jdeba meti tu ara. kramiti idzulebiti forma iyo tu rogorc tqvit ubralod magra mogwont, lamazia magram dzviri :D gisurvebt warmatebebs, ggulshematkivrobt mteli sulita da gulit miuxedavad imisa,rom eqimi da mshenebel injineri var bevr sainteresos vswavlob tqveni blogis meshveobit :) gaixaret madloba . p.s ise...... xshirad michndeba kitxvebi da tu sheidzleba skypeti ,rom dagikavshirdet rogorc awi ukve "gamocdil mshenebels" :D gansakutrebit proeqtis ambebi mainteresebs yru kedeltan dakavshirebit.didi madloba chemi skypea:veri6447

    ReplyDelete
  5. სალამი, კაია რამეში თუ დაგეხმარა.. ისე გუშინაც ერთი კაცი შემხვდა, აშენებულ სახლს ვეძებო საყიდლად და ჩემთან რო შევიყვანე და დავუთვალე და ავუხსენი იქიდან გავიდა ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მგონი რომ ააშენებს.
    პასუხები:
    1. არა, კრამიტის სახურავი არ ჯდება კატასტროფულად ძვირი. ცალ კრამიტში 50 თეთრი გადავიხადე. ასე რომ, მერწმუნე, ისეთ ფასია მისაღები. იცი როგორ უნდა დათვალო? აი რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობს დაფარავ კრამიტით, ანუ რამდენი კრამიტი წაგივა 1 კვადრატულ მეტრზე. და მერე დათვალე სხვა მასალა, მაგალითად მეტალოკრამიტი, რომელიც ცუდი თბოიზოლაციის თვისებებით გამოირჩევა და თან ძალიან ხმაურიანია (წვიმაში ისე რაკუნებს ქვეშ ვერ გაჩერდები).

    2. მთლიანობაში მშენებლობა არ ჯდება ძალიან ძვირი. ვფიქრობ საკუთარ სახლს, კონკრეტულად სახლის მშენებლობას, 450–500 დოლარი 1 კვადრატული მეტრი ააშენებ, გადახურავ, გაარემონტებ, და მოკლედ დასრულებულ სახეს მისცემ. როგორც იცი ამ ფასად გარემონტებული ფართის ყიდვა კორპუსში ძალიან გაგიჭირდება და თუ ნახე არ მგონია ისეთი მაგარი იყოს როგორი მაგარი ძეიძლება იყოს შენს გემოზე აშენებული სახელი.

    3. მე ზუსტად ვიცი როგორ სახლში უნდა ვიცხოვრო და რა მასალებითაა ნაშენი და ნაკეთები. აი ჩემს ქვემოთ 3 კილომეტრში ცენტროპინტის ,,დიდი დიღმის ოაზისია'' და რო გახედავ მიხვდები რა ნაგვითაც აშენებენ. ალბათ ბოლოს შელესავენ შეალამაზებენ და მიცემენ ტავარნი ვიდს.

    4. აგური ძივრიაო რო იძახი... სამაგიეროდ ამ აგურმა ის იფექტი უნდა მომცეს რომ სახლი იყოს თბილი და ყოვეთვიურად გაზზე არ მქონდეს დიდი დანახარჯები. აბა წლებზე გადაამრავლე ის დაზოგილი ხარჯი და მიხვდები რომ არცისე ძვირია. ნუ თან ჯანმრთელი მასალაა...

    მოკლედ მეგობარო, ამწუთას რასაც ხედავ ფოტოებზე მაგ სახლზე არის დახარჯული კვადრატულ მეტრზე 200 დოლარი. ხოდა 450 რო ავალ, ჩათვალე რომ მექნება კარფანჯარა ჩასმული, გალესილი შიგნიდან, გარედან მოპირკეთებული, ელექტროობა, წყალი, გაზი შეყვანილი,
    იატაკი დაგებული, ჭერი, გათბობა, აბაზანა ტუალეტი, მოკლედ თითქმის ყველაფერი.

    ReplyDelete
  6. თუ რამეა დამეკონტაქტე – სკაიპით d-gelashvili

    ან მეილი – dgelashvili@bdo.ge

    კარგად აგიხსნირ ა დაგიჯდება სახლი, და ვაბშე, როგორ იყიდო მიწა. :)

    ა, ხო, რაც მნიშვნელოვანია, შენით არ დაიწყო შენება, მშენებელი დაგჭირდება აუცილებლად, შეგიძლია შენც იქ იყო, მიეხნმარო, იმუშაო, მარა დამიჯერე შენით..... შანსი არაა... ააშენებ ბუტკას, შენი იქენბა, კმაყოფილი იქნები მაგრამ საცხოვრებლად უვარგისი იქნება :)))))))))) მიებარე მშენებელს

    ReplyDelete