Sunday, April 18, 2010
UPDATE
მოკლედ, განვაახლებ მე ამ საიტს.რაღანდ საქმეს ხელი მოვკიდე, ჯობს ბოლოშიც გავიდე.
უბრალოდ აქამდე ძალიან პასიური პერიოდი იყო. პროექტზე ვმუშაობდით. არქიტექტორმა ხო გააკეთა პროექტი არა? ხოდა, მერიაში ამ პროექტის შეთანხმება არ მეჩქარებოდა, ამიტომ ზამთარი ფიქრში გავატარე, ვუმუღამდე ეს ის პროექტია რაც მე მინდა თუ არა.
ბოლოს ძაააალიან პატარა უმცირესი კორექტირება გავაკეთეთ:
1. სამი ერთმანეთის მიყოლებული ფანჯრის მაგივრად რომელიც უკანა ეზოში, ანუ ბაღშ გადის გავაკეთეთ ერთი დიდი, 3 მეტრი სიგანის. ვიტრინა ფაქტიურად.
2. კაბინეტიდან წინა ეზოში გამოსასვლელი ძალიან პატარა ვერანდა დავაზუსტეთ და დავხვეწეთ.
3. მეორე (მანსარდი) სართულზე ოდნავ გავადიდეთ მესამე საძინებელი ამ სართულზე არსებული სახლის შიდა აივნის ხარჯზე. ანუ მეორე სართულზე არის სივრცე რომელიც როგორც ფოიე, სართულის შუაში, როგორც ცენტრიდან აივანზე გამავალი სივრცე და ამავე დროს არის შიდა აივანი, ანუ შემოსაზღვრულია მოაჯირით და არის გადმოსახედი სახლის მთავარი ცენტრალური ოთახის იმ ნაწილში, რომელიც მაღალი ფანჯრებით არის განათებული და ადის სახურავამდე.
მოკლედ, ნელ ნელა გავამზადებ ამ შიდა ნახაზებსაც და ავხნი სად რა არის.
და დავწერ უფრო მეტს.
ხო, ნაკვეთი შემოიღობა კიდევ და ამაზე უკვე ამის შემდეგ დავწერ. რა და როგორ გაკეთდა, რამდენი ხანი, რა დაჟდა და სხვა.
აი ეს მოესწრო ზამთრამდე.
ახლა უკვე სახლის პროექტის შეთანხმებას ვიწყებ და საინტერესო ეტაპია, ანუ სახლის აშენების იურიდიული მხარე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ვა, იდეის წყარო ის სახლია, ზემოთ რომ დევს?
ReplyDeleteისე, ხის სახლი, თოვლში არ გინდა? ;) მერე ეგეც ააშენე და გესტუმრებით ხოლმე ;)
პ.ს. "1. სამი ერთმანეთის მიყოლებული ფანჯრის მაგივრად რომელიც უკანა ეზოში, ანუ ბაღშ გადის გავაკეთეთ ერთი დიდი, 3 მეტრი სიგანის. ვიტრინა ფაქტიურად."
ღენიალნო, მივესალმები :))))))