Monday, August 10, 2009

dalshe..

მოკლედ მოცემულობა ასეთია. მიწის ნაკვეთი 800 კვ.მეტრი, ზომები 41 x 19.5 მეტრზე.

კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ადგილზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინო დააკვირდე და ყურადღება მიქციო. როგორც მე გავერკვიე თბილისი აზომილია და გადაზომილია, და ახაზულ–დახაზულია  სულ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, სხვადასხვა პრინციპითა და სისტემით. ნუ ძირითადი სურათი ერთია მაგრამ ცდომილებები მაინც არის და ხანდახან გვხვდება სიტუაცია როცა იურიდიულად, ანუ დღეს დადგენილი სტანდარტით აზომილი ნაკვეთი თავისი წითელი ხაზებით (ნაკვეთის საზღვრები) არის სხვაგან და რეალურად ნაკვეთი თავის სახლიან ღობიანად სხვაგან...

Image Hosted by ImageShack.us


მგონი ჩანს ხო როგორაა აცდენილი ერთმანეთს რეალობა და ნახაზი. ასეა ჩემი ნაკვეთიც, ნაკვეთის ბოლოს გზა შემოდის ჩემს მიწაზე, ანუ ჩემი ნაკვეთი რო მთავრდება ეგ ადგილი რეალურად გზის ლამის შუა ნაწილია, აი ტრასაზე რო ზოლია ხოლმე.. :)))  ხოდა რო გავიდე და ღობე ავაშენო წესით უფლება მაქვს...  იურიდიულად მართალი ვიქნები.

მოკედ ეს არეულობა რო გასწორდეს ამ ტერიტორიების აზომვა უნდა მოხდეს თავიდან, ახლებურად, არსებული რეალობის გათვალისწინებით და უნდა შედგეს ახალი ნახაზები, დაზუსტებული ფართობებითა და საზღვრებით.

მოკლედ დასალაგებელია თემა.

No comments:

Post a Comment