ამასობაში გრძელდება ჩვენი სახლის მიმდინარე სამუშაოები.
კიბე ჩავასხით და გამოვიდა მშვენიერი 21+1 საფეხურით. მონოლითური, რკინა ბეტონის...
სახლის გარშემო მთლიანად მორჩა აგურის მოპირკეთების სამუშაო...
ხის გამოსაკრავი აბშივკაც თითქმის ყველგან გამოეკრა სადაც სახლის სახურავი სახლის გარე კედლებზე გადმოდის.
დარჩა კარ-ფანჯარა.
მეტალო პლასტმასის. არჩევანი რა თქმა უნდა დიდია. სადაც რამე ადგილია ყველგან ამ მეტალო პლასტმასის ცეხებია გახსნილი.
თუმცა თუ მოთხოვნას უფრო მეტად ჩამოაყალიბებ ხარისხთან, ფერთან, წარმოშობის ქვეყანასთან დაკავშირებით, მაშინ აღმოჩდება რომ 4-5 კარგი მიმწოდებელი არსებობს, ვისაც უნდა ელაპარაკო კარ-ფანჯარაზე.
მოკლედ, ჩვენ ვფიქრობთ გერმანულ, ხის მუქი ფაქტურის კარ ფანჯარაზე. ალბათ გერმანული.
რამდენიმე შეხვედრა გვქონდა რეჰაუს და ალბატროსის ოფისებში. დიორ თავიდანვე ძალიან გვეძვირა. იგივე პროდუქტები აქვს დიოს 1.5 ჯერ უფრო ძვირად.
მშვენიერი კიბეა :))
ReplyDeletearachveulebrivi, ვინ ჩამოგორდება ნეტავ პირველი?
ReplyDeleteზედა მხრიდან უნდა გაილაკოს?
ReplyDeleteწლევანდელი გამარჯვებულები არქიტექტურაში - http://www.qwelly.com/group/es_sainteresoa/forum/topics/shenoba