ძალიიან ნელა გადის დრო, არადა ვჩქარობ უკვე მაგრად... სახურავმა დიდი დრო წაიღო, ძალიან დიდი. თან სულ ქარი და წვიმა. ხელს გვიშლის. თუმცა ნელ-ნელა მაინც გავდივართ წინ.
სახურავის უკანა ნაწილი მორჩა, გადმოვიდნენ წინ. ამწუთას მეტი არაფერი არ ხდება ,მნიშვნელოვანი, რუტინაა, ტოლის დაგება, რეიკების დაკვრა, კრამიტის დაწყობა და მერე შურუპებით დამაგრება.
ხო მართლა, ამდენ კრამიტშ 2 ცალი ნამდვილი ფრანგული ამრსელის კრამიტი ამოვიდა, სულ სხვანაირებია, მერე ფოტოს დავდებ და ცალკე დავწერ მარსელის კრამიტზე... ჩუქურთმები აქვს და ფრანგული წარწერები. რამდენიმე დღეშ დავდებ ფოტოს...
სამერცხლეების გალამაზება დავიწყეთ, წინ ჯესტის შუბლები უკეთდება, მუქი ყავისფერი ჯესტია, მატოვი.. და სამერცხლეების გვერდებში წვიმის სადინარები ეფინება. მოკლედ ჟესტის სამუშაო მიდის....